მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავების მომენტიდან არცერთი წამით არ მიუციათ თავისთვის უფლება შეურაცხყოფა მოეყენებინათ! სულ ბატონო ალექსის ძახილით აღმოვჩნდი ვერტიკალურ მდგომარეობაში" - რას წერს ალექსი პეტრიაშვილი
"დაკავების მომენტიდან არცერთი წამით არ მიუციათ თავისთვის უფლება  შეურაცხყოფა მოეყენებინათ! სულ ბატონო ალექსის ძახილით აღმოვჩნდი ვერტიკალურ მდგომარეობაში" - რას წერს ალექსი პეტრიაშვილი

ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სი (ბუკა) პეტ­რი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 28 აპ­რილს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს, მო­სა­მარ­თლემ დღეს, 29 აპ­რილს დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა ჩემო მე­გობ­რე­ბო! რო­გორც იქნა მო­ვაღ­წი­ეთ სახ­ლამ­დე! ჩემო ძვირ­ფა­სო! ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ასე­თი გუ­ლი­ა­ნი, გულ­წრფე­ლი და გულ­მხურ­ვა­ლე თა­ნად­გო­მის­თვის! ტე­ლე­ფო­ნი არ მქონ­და და ცხა­დია ვერ ვნა­ხავ­დი ამ თქვენს მხარ­დამ­ჭერ პოს­ტებს, მაგ­რამ ვი­ცო­დი, სით­ბო რომ დამ­ხვდე­ბო­და!

არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი - როცა აქ­ცი­ა­ზე ხარ, როცა მარ­თა­ლი საქ­მის­თვის ხარ, უნდა იცო­დე, რომ ასეც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს!

უბ­რა­ლოდ, მთე­ლი ტრა­გი­კო­მი­კუ­რო­ბა ამ ამ­ბავ­ში უკვე ძა­ლი­ან ბევ­რს აღ­გი­ნიშ­ნავთ - მაქ­სი­მა­ლუ­რი, 100-%-იანი ევ­რო­პუ­ლო­ბით და იმ სა­ო­ცა­რი ერ­თად ყოფ­ნის გან­ცდით გაჟ­ღენ­თი­ლი ვცდი­ლობ­დი პრო­ცე­სე­ბი არ გა­სუ­ლი­ყო ჩარ­ჩო­ე­ბი­დან!

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის უნა­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა არა­საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად და ვერ გა­დას­ძა­ლა ზემ­დგო­მის და­ვა­ლე­ბა მე და­ვე­ჭი­რეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც გუ­შინ შეკ­რე­ბილ 100 ათას ევ­რო­პელ ქარ­თველს შო­რის! პა­ტი­ვია!

პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზეც უნდა ვთქვა: ეს და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლეს, ცუ­დია, კი­დევ რომ შე­ას­რუ­ლე­ბენ, ესეც ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან არ­ცერ­თი წა­მით არ მი­უ­ცი­ათ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა ან სი­ტყვი­ე­რი ან ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ! სულ ბა­ტო­ნო ალექ­სის ძა­ხი­ლით აღ­მოვ­ჩნდი ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ასე გაგ­რძელ­და სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის ჩათ­ვლით!

მოკ­ლედ, ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­პულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­დამ­წყვეტ გზა­ზე!შევ­ხვდე­ბით აქ­ცი­ებ­ზე!კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა!გა­ი­ხა­რე სა­ქარ­თვე­ლო!" - წერს ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მდააა
0

მერე ვიღაც მეტყვის ადამიანებს რატო უყურებ ასე ნეგატიურად ზოგადადო და აი, ამ კაცს როგორ ვენდობოდით ხალხი მაგრად მიკვირს!!!!!!!!

ავთო
0

ამას და გახარიას დავუჯერებდი,ერთი მაგალითი რო მაინც ეთქვათ ბიძინამ ეს და ეს საქმე დამავალაო...

ავტორი:

"დაკავების მომენტიდან არცერთი წამით არ მიუციათ თავისთვის უფლება შეურაცხყოფა მოეყენებინათ! სულ ბატონო ალექსის ძახილით აღმოვჩნდი ვერტიკალურ მდგომარეობაში" - რას წერს ალექსი პეტრიაშვილი

"დაკავების მომენტიდან არცერთი წამით არ მიუციათ თავისთვის უფლება  შეურაცხყოფა მოეყენებინათ! სულ ბატონო ალექსის ძახილით აღმოვჩნდი ვერტიკალურ მდგომარეობაში" - რას წერს ალექსი პეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დღეს, 29 აპრილს დარბაზიდან გაათავისუფლა.

მომხდართან დაკავშირებით ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"საღამო მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! როგორც იქნა მოვაღწიეთ სახლამდე! ჩემო ძვირფასო! ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულიანი, გულწრფელი და გულმხურვალე თანადგომისთვის! ტელეფონი არ მქონდა და ცხადია ვერ ვნახავდი ამ თქვენს მხარდამჭერ პოსტებს, მაგრამ ვიცოდი, სითბო რომ დამხვდებოდა!

არაფერი განსაკუთრებული - როცა აქციაზე ხარ, როცა მართალი საქმისთვის ხარ, უნდა იცოდე, რომ ასეც შეიძლება მოხდეს!

უბრალოდ, მთელი ტრაგიკომიკურობა ამ ამბავში უკვე ძალიან ბევრს აღგინიშნავთ - მაქსიმალური, 100-%-იანი ევროპულობით და იმ საოცარი ერთად ყოფნის განცდით გაჟღენთილი ვცდილობდი პროცესები არ გასულიყო ჩარჩოებიდან!

სამწუხაროდ, ჩემი მომლაპარაკებლის უნარები და გამოცდილება არასაკმარისი აღმოჩნდა პოლიციელების დასარწმუნებლად და ვერ გადასძალა ზემდგომის დავალება მე დავეჭირეთ მაინცდამაინც გუშინ შეკრებილ 100 ათას ევროპელ ქართველს შორის! პატივია!

პოლიციელებზეც უნდა ვთქვა: ეს დავალება შეასრულეს, ცუდია, კიდევ რომ შეასრულებენ, ესეც ძალიან ცუდია, მაგრამ დაკავების მომენტიდან არცერთი წამით არ მიუციათ საკუთარი თავისთვის უფლება ან სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინათ! სულ ბატონო ალექსის ძახილით აღმოვჩნდი ვერტიკალურ მდგომარეობაში და ასე გაგრძელდა სასამართლოს სხდომის ჩათვლით!

მოკლედ, ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ევროპულ კავშირში გაწევრიანების გადამწყვეტ გზაზე!შევხვდებით აქციებზე!კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!გაიხარე საქართველო!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.