ავტორი:

პოლიციამ ჟერარ დაპარდიე დააკავა და დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა - რას ამბობს მომხდარის შესახებ მსახიობის ადვოკატი?

პოლიციამ ჟერარ დაპარდიე დააკავა და დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა - რას ამბობს მომხდარის შესახებ მსახიობის ადვოკატი?

მედიის ცნობით, დღეს ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 75 წლის მსახიობს სექსუალური შევიწროების საქმეზე უჩივიან. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი უკვე გაათავისუფლეს.

"დღე დასრულდა, მეტ დეტალს ვერ გეტყვით", – თქვა დეპარდიეს ადვოკატმა. თავად მსახიობს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მანამდე უარყო სექსუალური ძალადობის სხვა ბრალდებები. გასულ წელს გამოქვეყნებულ ღია წერილში მსახიობი წერდა, რომ "არასოდეს, არასდროს მიძალადია ქალზე“.

ერთ-ერთი ქალი ამტკიცებს, რომ თავდასხმა ფილმის The Green Shutters-ის გადასაღებ მოედანზე მოხდა. მისი თქმით, დერეფანში იმყოფებოდა, რა დროსაც დეპარდიემ ხელში აიტაცა და მკერდზე შეეხო.

2020 წელს დეპარდიეს ბრალი წაუყენეს მსახიობ შარლოტ არნოს გაუპატიურებისთვის. საქმე ამ დრომდე არ დაუხურავთ.

მანამდე ფრანგი კინომსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ესპანელმა ჟურნალისტმა, რუთ ბასამ. ის ამტკიცებს, რომ ეს შემთხვევა 1995 წელს, პარიზში მოხდა, როდესაც ის დეპარდიესგან ინტერვიუს იღებდა. წყარო