ავტორი:

როგორ გადარჩა ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც 2-მეტრიანი ზვიგენი დაესხა თავს - "ნაპირიდან 10 მეტრის მოშორებით გაათრია..."

როგორ გადარჩა ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც 2-მეტრიანი ზვიგენი დაესხა თავს - "ნაპირიდან 10 მეტრის მოშორებით გაათრია..."

კარიბის კუნძულზე ტურისტად ჩასულ ბრიტანელ მამაკაცს თავს ზვიგენი დაესხა. მსხვერპლის მეუღლის ცნობით, მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა ის უკვე გონს მოვიდა და კომუნიკაციაც შეუძლია.

64 წლის პიტერ სმიტი ჰერტფორდშირიდან კუნძულ ტობაგოს ჩრდილოეთ სანაპიროზე იმყოფებოდა, როცა ზვიგენი თავს დაესხა და ნაპირიდან 10 მეტრის მოშორებით გაათრია.

  • მედიის ცნობით, პიტერს დაზიანებული აქვს ორივე ხელი, მარცხენა ფეხი და ტორსი. შემთხვევა 26 აპრილს, დილით მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 64 წლის მამაკაცს ოპერაცია კვირას ჩაუტარდა და ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"პიტერი უკვე გონს მოვიდა და კომუნიკაციაც შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ ძლიერი მედიკამენტების ქვეშაა",- ამბობს მისი მეუღლე ჯოანა.

დაშავებულის ცოლმა მადლობა გადაუხადა იმ ორ ადამიანს, ვისი წყალობითაც მამაკაცი გადარჩა.

"მადლობა მათ, რადგან 2-მეტრიანი ზვიგენის თავდასხმისას პიტერი მარტო არ მიატოვეს, წყალში დარჩნენ და ბოლომდე მის დახსნას ცდილობდნენ", - აღნიშნა ქალმა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა