პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე... სამწუხაროდ, ერთი წელია გიორგისთან ურთიერთობა არა მაქვს" - ზურა ყიფშიძე
"მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე...  სამწუხაროდ, ერთი წელია გიორგისთან ურთიერთობა არა მაქვს" - ზურა ყიფშიძე

რას ამ­ბობს ზურა ყიფ­ში­ძე პო­ლი­ტი­კა­ზე, აქ­ცი­ებ­სა და შვილ­თან უთან­ხმო­ე­ბა­ზე

ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია უკვე მე­ო­რედ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ". არ წყდე­ბა ცხა­რე კა­მა­თი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. ზო­გი­ერთ ოჯახ­ში უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე დგა­ნან და თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებ­საც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ. მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე ერთ-ერთი ის ახალ­გაზ­რდაა, ვის­თვი­საც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია და მან ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის პირ­და­პირ ეთერ­შიც ისა­უბ­რა, რომ აქ­ცი­ებ­ზე ის ქვეყ­ნის მო­მა­ვალს იცავს, რა­საც მისი ბა­ბუა, ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ნა­ტა­ლი­ას მიერ "ფე­ის­ბუკ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა: "ვაი, მე! სადა ბა­ნა­ობ, შვი­ლო! შე ვი­რიშ­ვი­ლო, ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რა­საც ამ­ბობ? ცოტა გა­ერ­კვი­ეთ! გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი და დაც­ქვი­ტეთ ყუ­რუშ­კე­ბი! შენ, ჩვე­ნი თა­ო­ბის მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი, სა­ო­ცა­რია, ასე ვინ და­გა­ბო­ლა? ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ! სამ­წუ­ხა­როა". ნა­ტა­ლი­ამ კი ბა­ბუს ასე უპა­სუ­ხა: "მეც ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ, ბა. მო­გე­წე­რა ან და­გე­რე­კა, ასე თუ შეგ­ტკი­ვა გული. მეც არ გე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ არ მოგ­მარ­თავ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხალ­ხოდ. სამ­წუ­ხა­როა, ნამ­დვი­ლად".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნა­ტა­ლი­ას "კე­დელ­ზე" ბა­ბუ­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ზე ასე­თი მი­ნა­წე­რიც ვი­ხი­ლეთ: "და მარ­თლაც, "ბითლზ­ზე" მე­ტად მიყ­ვარ­ხარ, ბა".

ზურა ყიფ­ში­ძე მისი თა­ო­ბის (და არა მხო­ლოდ) ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბია და მას ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, ბა­ბუ­ი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის ეს დი­ა­ლო­გი ზოგ­მა ნა­ხევ­რად იუ­მო­რით მი­ი­ღო, ზოგ­მა კი ძა­ლი­ან მწვა­ვედ. გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ინ­ტერ­ვი­უც, სა­დაც ის მა­მას­თან უთან­ხმო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს, რომ თით­ქმის ერთი წე­ლია არ ელა­პა­რა­კე­ბა.

გა­დავ­წყვი­ტეთ ბა­ტონ ზუ­რას გავ­სა­უბ­რე­ბო­დით და პი­რა­დად მის­გან მოგ­ვეს­მი­ნა, რას ფიქ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ახ­ლან­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე:

- ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს რომ ავ­ყვეთ, ვერ გავ­ჩერ­დე­ბით, მე რომ ჩემს შვი­ლიშ­ვილს კო­მენ­ტა­რი და­ვუ­წე­რე ნა­ხევ­რად იუ­მო­რით, ისე­თი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა მი­ვი­ღე, სა­სა­ცი­ლოც კია. სირ­ცხვი­ლია, რა ამ­ბა­ვიც აა­გო­რეს. ნა­ტა­ლი­კო ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის მუ­სი­კას უს­მენს, "ბითლზის" ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბოლო ოთხი ფოტო სწო­რედ მას ვა­ჩუ­ქე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გვაქვს, იმი­ტო­მაც მივ­მარ­თე ასე იუ­მო­რით! რა ვი­ცო­დი, თუ ასეთ აჟი­ო­ტაჟს გა­მო­იწ­ვევ­და, თო­რემ სულ არ დავ­წერ­დი არა­ფერს, ისე ვე­ტყო­დი, ყურ­ში... მწყინს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გეს, რა და რო­გორ არის, იყე­ნე­ბენ მათ და ესაა სა­წყე­ნი. ეს ბავ­შვე­ბი უჭ­კუ­ო­ე­ბი და გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ასე არაა, პი­რი­ქით, აზ­როვ­ნე­ბენ, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გე­მოვ­ნე­ბა აქვთ და უც­ბად... რა არის ეს?!

- თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ იმ აქ­ცი­ა­ზე დგა­ნან?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ჯერ ერთი, უნდა გა­ერ­კვე ადა­მი­ა­ნი, რა კა­ნო­ნია და რა ხდე­ბა. რაც არ ვიცი, მე იმა­ში ცხვირს არ ვყოფ.

ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ, ნი­კუ­შა 23 წლი­საა და ახ­ლაც ჩემ­თა­ნაა, ნა­ტა­ლია გა­და­ვი­და, თო­რემ ხში­რად მო­დის, თა­ვის პა­ტა­რა და-ძმას ეფე­რე­ბა, უვ­ლის. მწყინს, რომ ალექ­სან­დრე, ჩემი შუ­ა­თა­ნა შვი­ლიშ­ვი­ლი, ცოტა დაგ­ვე­კარ­გა. გე­ნი­ო­სი ბი­ჭია. მე და ნა­ტა­ლი­ას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რო­გო­რიც ბა­ბუ­ა­სა და შვი­ლიშ­ვილს უნდა ჰქონ­დეს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართლის მთქმელი
7

მიხვდი და გაჩერდი შე კაი კაცო, რა გიღირს ასეთი სტატიების ფასად ოჯახზე, თუნდაც ნებისმიერნაირ შვილზე... გარეგნობა მოუცია ღმერთს შენტვის და სულე გ იყო თურმე...

ხათუნა
11

ნუ შეჭამეთ ეს პიროვნება. ლამაზი და ნიჭიერი მსახიობია. ზედმეტად თამამი და ცანცარა შვილები კი ყავს ოღონდ. ჯერ დაწერენ საქვეყნოდ გამოამზიურებენ თავიანთ პრობლემებს და მერე ხალხს ანამუსებენ სხვანაირად გაიგეთო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე... სამწუხაროდ, ერთი წელია გიორგისთან ურთიერთობა არა მაქვს" - ზურა ყიფშიძე

"მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე...  სამწუხაროდ, ერთი წელია გიორგისთან ურთიერთობა არა მაქვს" - ზურა ყიფშიძე

რას ამბობს ზურა ყიფშიძე პოლიტიკაზე, აქციებსა და შვილთან უთანხმოებაზე

ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიური განხილვის საგანია უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". არ წყდება ცხარე კამათი სოციალურ ქსელებშიც. ზოგიერთ ოჯახში უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციაზე დგანან და თავიანთ მოსაზრებებსაც სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. მსახიობი ნატალია ყიფშიძე ერთ-ერთი ის ახალგაზრდაა, ვისთვისაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მიუღებელია და მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა, რომ აქციებზე ის ქვეყნის მომავალს იცავს, რასაც მისი ბაბუა, ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ზურა ყიფშიძე გამოეხმაურა და ნატალიას მიერ "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში დაწერა: "ვაი, მე! სადა ბანაობ, შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ! გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები! შენ, ჩვენი თაობის მუსიკის მოყვარული, საოცარია, ასე ვინ დაგაბოლა? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა". ნატალიამ კი ბაბუს ასე უპასუხა: "მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ, განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა, ნამდვილად".

მოგვიანებით, ნატალიას "კედელზე" ბაბუასთან ერთად გადაღებულ ვიდეოზე ასეთი მინაწერიც ვიხილეთ: "და მართლაც, "ბითლზზე" მეტად მიყვარხარ, ბა".

ზურა ყიფშიძე მისი თაობის (და არა მხოლოდ) ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია და მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ბაბუისა და შვილიშვილის ეს დიალოგი ზოგმა ნახევრად იუმორით მიიღო, ზოგმა კი ძალიან მწვავედ. განხილვის საგანი გახდა გიორგი ყიფშიძის ინტერვიუც, სადაც ის მამასთან უთანხმოებაზე საუბრობს, რომ თითქმის ერთი წელია არ ელაპარაკება.

გადავწყვიტეთ ბატონ ზურას გავსაუბრებოდით და პირადად მისგან მოგვესმინა, რას ფიქრობს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებსა და ქვეყანაში არსებულ ახლანდელ ვითარებაზე:

- ამ სისულელეებს რომ ავყვეთ, ვერ გავჩერდებით, მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე, სასაცილოც კია. სირცხვილია, რა ამბავიც ააგორეს. ნატალიკო ჩემი ახალგაზრდობის მუსიკას უსმენს, "ბითლზის" ჩემი საყვარელი ბოლო ოთხი ფოტო სწორედ მას ვაჩუქე. არაჩვეულებრივი ურთიერთობა რომ გვაქვს, იმიტომაც მივმართე ასე იუმორით! რა ვიცოდი, თუ ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, თორემ სულ არ დავწერდი არაფერს, ისე ვეტყოდი, ყურში... მწყინს, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, ბოლომდე ვერ გაიგეს, რა და როგორ არის, იყენებენ მათ და ესაა საწყენი. ეს ბავშვები უჭკუოები და გაუნათლებლები რომ იყვნენ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ასე არაა, პირიქით, აზროვნებენ, თავიანთი შეხედულებები, გემოვნება აქვთ და უცბად... რა არის ეს?!

- თქვენთვის მიუღებელია, რომ იმ აქციაზე დგანან?

- რასაკვირველია. ჯერ ერთი, უნდა გაერკვე ადამიანი, რა კანონია და რა ხდება. რაც არ ვიცი, მე იმაში ცხვირს არ ვყოფ.

ჩემი შვილიშვილები ჩემს ხელში გაიზარდნენ, ნიკუშა 23 წლისაა და ახლაც ჩემთანაა, ნატალია გადავიდა, თორემ ხშირად მოდის, თავის პატარა და-ძმას ეფერება, უვლის. მწყინს, რომ ალექსანდრე, ჩემი შუათანა შვილიშვილი, ცოტა დაგვეკარგა. გენიოსი ბიჭია. მე და ნატალიას აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეს. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: