პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში ჟურნალისტების დიდ ნაწილს დღესაც არ შეუშვებენ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით განიხილავს
პარლამენტში ჟურნალისტების დიდ ნაწილს დღესაც არ შეუშვებენ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით განიხილავს

პარ­ლა­მენ­ტში 29 აპ­რილს მხო­ლოდ ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - არა­უ­მე­ტეს ორი ჯგუ­ფი თითო მა­უ­წყებ­ლი­დან და­იშ­ვე­ბი­ან, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნა­ზეც ვერ შევ­ლენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს, მხო­ლოდ ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - არა­უ­მე­ტეს ორი ჯგუ­ფი თითო მა­უ­წყებ­ლი­დან და­იშ­ვე­ბი­ან, ხოლო სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნა­ზეც ვერ შევ­ლენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი 29 აპ­რილს უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ბრძა­ნე­ბით, სა­სახ­ლე­ში იმოქ­მე­დებს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვი­თე­ლი დონე - ვი­ზი­ტო­რებს ეზღუ­დე­ბათ პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში შეს­ვლა.

„სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის 2023 წლის 04 სექ­ტემ­ბრის N1/259/23 ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე წლის 29 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში იმოქ­მე­დებს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვი­თე­ლი დონე - ვი­ზი­ტო­რებს ეზღუ­დე­ბათ პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში შეს­ვლა. და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე (მათ შო­რის კო­მი­ტე­ტის სხდო­მებ­ზე) და­იშ­ვე­ბი­ან მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მიერ მოწ­ვე­უ­ლი პი­რე­ბი. შე­ნო­ბა­ში და­იშ­ვე­ბი­ან ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლე­ბის/ტე­ლე­მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი არა­უ­მე­ტეს ორი ჯგუ­ფი თითო მა­უ­წყებ­ლი­დან, სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის (კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მე­ბის) დას­რუ­ლე­ბამ­დე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში სა­მუ­შაო და უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

29 აპ­რილს, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტში 15 აპ­რილს და­ი­წყო, პირ­ვე­ლი გან­ხილ­ვის პე­რი­ოდ­შიც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მსგავ­სი რე­ჟი­მი მოქ­მე­დებ­და - შე­ნო­ბა­ში და­იშ­ვე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ ტე­ლე­მე­დი­ის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სხვა მე­დი­ას კი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და.

მკითხველი.
0

აუ ვერ გავიგე თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გაიმეორეთ რაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პარლამენტში ჟურნალისტების დიდ ნაწილს დღესაც არ შეუშვებენ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით განიხილავს

პარლამენტში ჟურნალისტების დიდ ნაწილს დღესაც არ შეუშვებენ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით განიხილავს

პარლამენტში 29 აპრილს მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, საკანონმდებლო ორგანოში სხვა მედიასაშუალებები კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ.

საქართველოს პარლამენტში, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს, მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ.

საქართველოს პარლამენტი 29 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - წერია განცხადებაში.

29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განიხილავს. როგორც ცნობილია, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში 15 აპრილს დაიწყო, პირველი განხილვის პერიოდშიც პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი მოქმედებდა - შენობაში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემედიის აკრედიტებული ჟურნალისტები, სხვა მედიას კი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ჰქონდა.