"ტვ პირველის" ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" ყოფილი მინისტრი, დიპლომატი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს.
"ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია - შსს-მ "პირველებს" დაუდასტურა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია.
ვიდეოკადრში ჩანს, როგორ გაჰყავთ ტერიტორიიდან პეტრიაშვილი. ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ალექსი პეტრიაშვილი შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს", - ვკითხულობთ ტელეარხის ვებგვერდზე.