"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან-მოურავიც აკრიტიკებს.
"ამ კანონის მიზნობრიობა გაუგებარია, რადგან, რეალურად, დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ორგანიზაციის გაკონტროლების საშუალებას. თუ რაიმე გაკლია, თუ გინდა, რომ დეკლარაცია იყოს უფრო დეტალური, ამისთვის საკმარისია, რომ დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია იყოს უფრო დახვეწილი. ამასაც არ აკეთებენ. ანუ ახალი კანონი რა საჭიროა, არავის არ ესმის", - განაცხადა მან.
მისი თქმით, 20 000 ახალგაზრდა მომხრე "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს. "ეს ხალხი სულ არ არის "ნაცმოძრაობის" მომხრე, ეს არის ახალგაზრდა ხალხი, იქ შეიძლება, 1000 და 2000 კაცი არის "ნაცმოძრაობის" მომხრე, დანარჩენები არ არიან...
"ამათ მართლა არ უნდათ, დაარწმუნეს ისინი, რომ ეს კანონი არის რუსული. ჩემი აზრით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო. ესენი ითხოვენ, რომ არ გვინდა კანონი და რა არის ასეთი ძნელი 20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს. რა საჭიროა, რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს", - განაცხადა თარხან-მოურავმა.