სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთის 19 - მილიონიან ქალაქს ტორნადო დაატყდა თავს -  არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ
ჩინეთის 19 - მილიონიან ქალაქს ტორნადო დაატყდა თავს -  არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

ჩი­ნეთ­ში, 19-მი­ლი­ო­ნი­ან ქა­ლაქ გუ­ან­ჯო­უ­ში, 27 აპ­რილს ტორ­ნა­დომ სულ ცოტა ხუთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 35-მდე აღ­წევს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯერ ისევ გრძელ­დე­ბა.

  • გუ­ან­ჯოუ გუ­ანგდონ­გის პრო­ვინ­ცი­ის დე­და­ქა­ლა­ქია და ჰონგ-კონ­გი­დან 130 კმ-ის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს.

ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხლის გამო 141 ქარ­ხა­ნა და­ზი­ან­და.

  • Xinhua-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, გუ­ან­ჯო­უ­ში მე­სა­მე დო­ნის ტორ­ნა­დო და­ფიქ­სირ­და, რაც 2 დო­ნით ჩა­მორ­ჩე­ბა მაქ­სი­მა­ლურს.

სამ­ხრეთ ჩი­ნეთ­ში ქარ­ბორ­ბა­ლა მრა­ვალ­დღი­ან ძლი­ერ წვი­მას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც მთე­ლი რე­გი­ო­ნი მო­იც­ვა, გა­მო­იწ­ვია მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი წყალ­დი­დო­ბე­ბი და ათო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­უქ­მნა. მე­დი­ის ცნო­ბით, მაშ­ვე­ლე­ბი ჯერ კი­დევ ცდი­ლო­ბენ მო­მა­ტე­ბუ­ლი წყლის დო­ნის გამო რე­გი­ონ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას.

ტორ­ნა­დო­ე­ბი ჩი­ნე­თის­თვის არც ისეთ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს. 2015 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, აქ წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 100-მდე ტორ­ნა­დო ფიქ­სირ­დე­ბა. 1961-2011 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა ქარ­ბორ­ბა­ლებ­მა 1772 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

ჩი­ნე­თის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სა­ა­გენ­ტოს თქმით, ძლი­ე­რი წვი­მა და ქა­რიშ­ხა­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

Ჟანა
0

რა 5,სულ მცირე მილიონახევარი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ჩინეთის 19 - მილიონიან ქალაქს ტორნადო დაატყდა თავს -  არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

ჩინეთის 19 - მილიონიან ქალაქს ტორნადო დაატყდა თავს -  არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

ჩინეთში, 19-მილიონიან ქალაქ გუანჯოუში, 27 აპრილს ტორნადომ სულ ცოტა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 35-მდე აღწევს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდება.

  • გუანჯოუ გუანგდონგის პროვინციის დედაქალაქია და ჰონგ-კონგიდან 130 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ძლიერი ქარიშხლის გამო 141 ქარხანა დაზიანდა.

  • Xinhua-ს საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გუანჯოუში მესამე დონის ტორნადო დაფიქსირდა, რაც 2 დონით ჩამორჩება მაქსიმალურს.

სამხრეთ ჩინეთში ქარბორბალა მრავალდღიან ძლიერ წვიმას მოჰყვა, რომელმაც მთელი რეგიონი მოიცვა, გამოიწვია მომაკვდინებელი წყალდიდობები და ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. მედიის ცნობით, მაშველები ჯერ კიდევ ცდილობენ მომატებული წყლის დონის გამო რეგიონში ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციას.

ტორნადოები ჩინეთისთვის არც ისეთ იშვიათობას წარმოადგენს. 2015 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აქ წელიწადში საშუალოდ 100-მდე ტორნადო ფიქსირდება. 1961-2011 წლებში ქვეყანაში დაფიქსირებულმა ქარბორბალებმა 1772 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჩინეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს თქმით, ძლიერი წვიმა და ქარიშხალი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგრძელდება.

იხილეთ ასევე:

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა