მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"29 აპრილს, როცა "ქართული ოცნების" რუსული მარში“ შედგება, "ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე" - ირაკლი კუპრაძე
"29 აპრილს, როცა "ქართული ოცნების" რუსული მარში“ შედგება, "ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე" - ირაკლი კუპრაძე

"ლე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ირაკ­ლი კუპ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 29 აპ­რილს, პარ­ლა­მენ­ტთან ან პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ლე­ლოს“ არა­ნა­ი­რი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა არ ექ­ნე­ბათ.

რო­გორც კუპ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი უერ­თდე­ბი­ან ახალ­გაზ­რდე­ბის საპ­რო­ტეს­ტო ჯგუფს, რომ­ლებ­მაც დღეს გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა, რომ 29 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ან მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­ი­მე ტი­პის აქ­ტი­ვო­ბას არ აპი­რე­ბენ.

ამას­თან, ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, რომ აქ­ტი­ვო­ბე­ბი მხო­ლოდ იზო­ლი­რე­ბუ­ლად და­გეგ­მონ, "შორს იმ პრო­ვო­კა­ცი­ის­გან, რის­კე­ნაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ მო­წო­დე­ბუ­ლი.“

"დღეს ახალ­გაზ­რდულ­მა საპ­რო­ტეს­ტო ჯგუ­ფებ­მა გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა, რომ 29 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ან მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ აპი­რე­ბენ რა­ი­მე ტი­პის აქ­ტი­ვო­ბას. "ლელო“ უერ­თდე­ბა ახალ­გაზ­რდებს და ჩვენც იმა­ვე პო­ზი­ცი­ით, რომ არ შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მაშ­ველ რგო­ლად იქ­ცეს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს ამ ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. "ლელო“ სწო­რედ ამ პრინ­ცი­პებ­ზე დგას და ვამ­ბობთ, რომ 29 აპ­რილს, როცა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი "რუ­სუ­ლი მარ­ში“ შედ­გე­ბა, მათ შო­რის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლებ­საც ცდი­ლო­ბენ, იძუ­ლე­ბით წა­მო­იყ­ვა­ნონ და და­ა­ყე­ნონ ამ ან­ტი­ე­როვ­ნულ აქ­ცი­ა­ზე, ჩვენ არა­ნა­ი­რი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა არ გვექ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტთან ან პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ, რომ აქ­ტი­ვო­ბე­ბი მხო­ლოდ იზო­ლი­რე­ბუ­ლად და­გეგ­მონ, შორს, იმ პრო­ვო­კა­ცი­ის­გან, რის­კე­ნაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ მო­წო­დე­ბუ­ლი და ემ­ზა­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"29 აპრილს, როცა "ქართული ოცნების" რუსული მარში“ შედგება, "ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე" - ირაკლი კუპრაძე

"29 აპრილს, როცა "ქართული ოცნების" რუსული მარში“ შედგება, "ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე" - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, 29 აპრილს, პარლამენტთან ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნებათ.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ისინი უერთდებიან ახალგაზრდების საპროტესტო ჯგუფს, რომლებმაც დღეს გააკეთეს განცხადება, რომ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ტიპის აქტივობას არ აპირებენ.

ამასთან, ირაკლი კუპრაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ აქტივობები მხოლოდ იზოლირებულად დაგეგმონ, "შორს იმ პროვოკაციისგან, რისკენაც "ქართული ოცნებაა“ მოწოდებული.“

"დღეს ახალგაზრდულმა საპროტესტო ჯგუფებმა გააკეთეს განცხადება, რომ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ აპირებენ რაიმე ტიპის აქტივობას. "ლელო“ უერთდება ახალგაზრდებს და ჩვენც იმავე პოზიციით, რომ არ შეიძლება "ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად იქცეს მოქალაქე, რომელსაც გააზრებული აქვს ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. "ლელო“ სწორედ ამ პრინციპებზე დგას და ვამბობთ, რომ 29 აპრილს, როცა რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების“ დაანონსებული "რუსული მარში“ შედგება, მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც ცდილობენ, იძულებით წამოიყვანონ და დააყენონ ამ ანტიეროვნულ აქციაზე, ჩვენ არანაირი ტიპის აქტივობა არ გვექნება პარლამენტთან ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ აქტივობები მხოლოდ იზოლირებულად დაგეგმონ, შორს, იმ პროვოკაციისგან, რისკენაც "ქართული ოცნებაა“ მოწოდებული და ემზადება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.