მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ოჯახი იაპონელ სიძეს კარგად შეხვდა, ძალიან შეუყვარდათ... მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო, ჩვენებური ღვინო და ქართული სამზარეულო" - ქართულ-იაპონური ოჯახური იდილია
"ჩემი ოჯახი იაპონელ სიძეს კარგად შეხვდა, ძალიან შეუყვარდათ... მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო, ჩვენებური ღვინო და ქართული სამზარეულო" - ქართულ-იაპონური ოჯახური იდილია

ემიგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ტკი­ვი­ლია, რო­მე­ლიც ოდ­ნავ ნელ­დე­ბა, როცა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს. ჩვე­ნი სტუ­მა­რია "ქარ­თვე­ლი კი­ო­ტო­ე­ლი" მა­რი­ამ ინა­ბა, რო­მე­ლიც ჰონ­კონ­გის ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის კი­ო­ტოს ოფი­სის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რია და ოჯახ­თან ერ­თად ამა­ვე ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს:

- ჩემი გვა­რი ბეჟა­ნიშ­ვი­ლია, ინა­ბა კი ქმრის გვა­რია, ია­პო­ნი­ა­ში ასეა მი­ღე­ბუ­ლი: ქალი ოჯახს რომ შექ­მნის, მა­შინ­ვე მე­უღ­ლის გვარ­ზე გა­და­დის. მე­უღ­ლეს კო­სუ­კე ჰქვია, ის ია­პო­ნე­ლია და ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გვაქვს სა­ერ­თო. ერ­თმა­ნეთს 10 წლის წინ შევ­ხვდით. მარ­თა­ლია, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის შვი­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ ჩვენ შო­რის გა­უ­გებ­რო­ბა იშ­ვი­ა­თია.

- ოდეს­მე იფიქ­რებ­დით, რომ ოჯახს ია­პო­ნი­ა­ში შექ­მნი­დით?

- რა თქმა უნდა, არა. ახ­ლაც ჯერ კი­დევ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ დედა ვარ. უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა მაქვს, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ პა­ტა­რა მო­ა­ნა ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. მე და კო­სუ­კე 2015 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ქორ­წინ­დით, მომ­დევ­ნო წლის აპ­რილ­ში კი ია­პო­ნუ­რი ქორ­წი­ლი გვქონ­და. ჩემი ოჯა­ხი ია­პო­ნელ სი­ძეს კარ­გად შეხ­ვდა, ჩემს მშობ­ლებს ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­დათ. რაც მთა­ვა­რია, ხე­და­ვენ, რომ მე ბედ­ნი­ე­რი ვარ და მშო­ბელს მეტი რა უნდა? ერთი შვი­ლი გვყავს - პა­ტა­რა მო­ა­ნა და სა­ნამ მას გა­ვა­ჩენ­დი, ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რეთ, ვის­წავ­ლეთ, კა­რი­ე­რუ­ლად წინ წა­ვე­დით და როცა ფი­ნან­სუ­რად შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ვაღ­წი­ეთ, მა­შინ გა­დავ­წყვი­ტეთ, ბავ­შვი გვყო­ლო­და. შვი­ლის აღ­ზრდა და მოვ­ლა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მო­ა­ნა ჯერ პა­ტა­რაა, მისი ბაგა-ბაღ­ში მიყ­ვა­ნა არ მინ­და სამ წლამ­დე მა­ინც, მინ­და ჩვენ ვი­ყოთ ძი­რი­თა­დი აღ­მზრდე­ლე­ბი.

- პირ­ვე­ლად რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე ია­პო­ნი­ამ?

- გა­მა­ო­ცა იმან, რომ ქუ­ჩებ­ში უჩ­ვე­უ­ლო სი­სუფ­თა­ვე დამ­ხვდა. ყვე­ლა ქუჩა იმ­დე­ნად სუფ­თაა, რამ­დე­ნიც უნდა იარო, ფეხ­საც­მე­ლი არ და­გეს­ვრე­ბა. მე­ო­რე გა­ო­ცე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც არას­დროს იგ­ვი­ა­ნებს. თუ ტრან­სპორ­ტმა რა­ი­მე მი­ზე­ზით, ოდ­ნავ მა­ინც და­იგ­ვი­ა­ნა, მძღო­ლი უამ­რავ ბო­დიშს იხ­დის, რად­გან ია­პო­ნე­ლებს თი­თო­ე­უ­ლი წუთი გათ­ვლი­ლი აქვთ, რამ­დე­ნი­მე წა­მის გამო შე­იძ­ლე­ბა მეტ­როს სხვა ხაზ­ზე გა­დაჯ­დო­მა ვერ მო­ას­წრონ, რის გა­მოც ან სამ­სა­ხურ­ში და­აგ­ვი­ა­ნონ, ან მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ზე. დაგ­ვი­ა­ნე­ბა ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის ცუდი ტო­ნია. ეს ჩვე­ვა მეც გა­მო­ვი­მუ­შა­ვე: როცა შეხ­ვედ­რა­ზე მივ­დი­ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად 10 წუ­თით ადრე უნდა მი­ვი­დე. თუ მე ვარ მას­პინ­ძე­ლი, მა­შინ უფრო ვჩ­ქა­რობ, რათა ადრე მო­სულ სტუ­მარს დავ­ხვდე.

ია­პო­ნე­ლე­ბი ყვე­ლა დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ და წი­ნას­წარ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. რიგ­შიც ისე ლა­მა­ზად დგა­ნან, მშურს ხოლ­მე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ რი­გის კულ­ტუ­რა არ არის. ია­პო­ნი­ა­ში იმ­დე­ნი და­წე­რი­ლი თუ და­უ­წე­რე­ლი წესი და კა­ნო­ნი აქვთ, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გი­წევს შეს­რუ­ლე­ბა, თუ არა­და, მწვა­ვე კრი­ტი­კას და საყ­ვე­დურს მი­ი­ღებ.

- მათ სამ­ზა­რე­უ­ლოს რო­გორ შე­ეჩ­ვი­ეთ?

- თა­ვი­დან არ მომ­წონ­და, თან მრცხვე­ნო­და რეს­ტორ­ნებ­სა და კა­ფე­ებ­ში მარ­ტო შეს­ვლა. ამი­ტომ ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­სა­დი­ლო­ში მივ­დი­ო­დი ჯგუ­ფე­ლებ­თან ერ­თად, ან სა­დილს სახ­ლში ვი­კე­თებ­დი. მერე თან­და­თან შე­ვეჩ­ვიე და ახლა პირ­ვე­ლი გავ­რბი­ვარ, თუ სად­მე ახა­ლი ობი­ექ­ტი იხ­სნე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
0

ბავშვი რა საყვარელია❤️

Qeto
3

იაპონელებს გენეტიკურად, აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს ალკოჰოლის დამშლელი ფერმენტები... ასე რომ , მთვრალი ივლის კაი ხანი ერთი ჭიქა ღვინით!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემი ოჯახი იაპონელ სიძეს კარგად შეხვდა, ძალიან შეუყვარდათ... მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო, ჩვენებური ღვინო და ქართული სამზარეულო" - ქართულ-იაპონური ოჯახური იდილია

"ჩემი ოჯახი იაპონელ სიძეს კარგად შეხვდა, ძალიან შეუყვარდათ... მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო, ჩვენებური ღვინო და ქართული სამზარეულო" - ქართულ-იაპონური ოჯახური იდილია

ემიგრაცია საქართველოს ტკივილია, რომელიც ოდნავ ნელდება, როცა ქართველი ემიგრანტი უცხოეთში წარმატებას აღწევს. ჩვენი სტუმარია "ქართველი კიოტოელი" მარიამ ინაბა, რომელიც ჰონკონგის ერთ-ერთი კომპანიის კიოტოს ოფისის გენერალური მენეჯერია და ოჯახთან ერთად ამავე ქალაქში ცხოვრობს:

- ჩემი გვარი ბეჟანიშვილია, ინაბა კი ქმრის გვარია, იაპონიაში ასეა მიღებული: ქალი ოჯახს რომ შექმნის, მაშინვე მეუღლის გვარზე გადადის. მეუღლეს კოსუკე ჰქვია, ის იაპონელია და ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ერთმანეთს 10 წლის წინ შევხვდით. მართალია, სხვადასხვა კულტურის შვილები ვართ, მაგრამ ჩვენ შორის გაუგებრობა იშვიათია.

- ოდესმე იფიქრებდით, რომ ოჯახს იაპონიაში შექმნიდით?

- რა თქმა უნდა, არა. ახლაც ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ დედა ვარ. უცნაური გრძნობა მაქვს, მაგრამ მიხარია, რომ პატარა მოანა ჩემი საუკეთესო მეგობარია. მე და კოსუკე 2015 წლის აგვისტოში საქართველოში დავქორწინდით, მომდევნო წლის აპრილში კი იაპონური ქორწილი გვქონდა. ჩემი ოჯახი იაპონელ სიძეს კარგად შეხვდა, ჩემს მშობლებს ძალიან შეუყვარდათ. რაც მთავარია, ხედავენ, რომ მე ბედნიერი ვარ და მშობელს მეტი რა უნდა? ერთი შვილი გვყავს - პატარა მოანა და სანამ მას გავაჩენდი, ბევრი ვიმოგზაურეთ, ვისწავლეთ, კარიერულად წინ წავედით და როცა ფინანსურად შედარებით სტაბილურ მდგომარეობას მივაღწიეთ, მაშინ გადავწყვიტეთ, ბავშვი გვყოლოდა. შვილის აღზრდა და მოვლა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოანა ჯერ პატარაა, მისი ბაგა-ბაღში მიყვანა არ მინდა სამ წლამდე მაინც, მინდა ჩვენ ვიყოთ ძირითადი აღმზრდელები.

- პირველად როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე იაპონიამ?

- გამაოცა იმან, რომ ქუჩებში უჩვეულო სისუფთავე დამხვდა. ყველა ქუჩა იმდენად სუფთაა, რამდენიც უნდა იარო, ფეხსაცმელი არ დაგესვრება. მეორე გაოცება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გამოიწვია, რომელიც არასდროს იგვიანებს. თუ ტრანსპორტმა რაიმე მიზეზით, ოდნავ მაინც დაიგვიანა, მძღოლი უამრავ ბოდიშს იხდის, რადგან იაპონელებს თითოეული წუთი გათვლილი აქვთ, რამდენიმე წამის გამო შეიძლება მეტროს სხვა ხაზზე გადაჯდომა ვერ მოასწრონ, რის გამოც ან სამსახურში დააგვიანონ, ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე. დაგვიანება იაპონელებისთვის ცუდი ტონია. ეს ჩვევა მეც გამოვიმუშავე: როცა შეხვედრაზე მივდივარ, აუცილებლად 10 წუთით ადრე უნდა მივიდე. თუ მე ვარ მასპინძელი, მაშინ უფრო ვჩქარობ, რათა ადრე მოსულ სტუმარს დავხვდე.

იაპონელები ყველა დეტალს ყურადღებას აქცევენ და წინასწარ ითვალისწინებენ. რიგშიც ისე ლამაზად დგანან, მშურს ხოლმე. საქართველოში ხომ რიგის კულტურა არ არის. იაპონიაში იმდენი დაწერილი თუ დაუწერელი წესი და კანონი აქვთ, ძალაუნებურად გიწევს შესრულება, თუ არადა, მწვავე კრიტიკას და საყვედურს მიიღებ.

- მათ სამზარეულოს როგორ შეეჩვიეთ?

- თავიდან არ მომწონდა, თან მრცხვენოდა რესტორნებსა და კაფეებში მარტო შესვლა. ამიტომ ან უნივერსიტეტის სასადილოში მივდიოდი ჯგუფელებთან ერთად, ან სადილს სახლში ვიკეთებდი. მერე თანდათან შევეჩვიე და ახლა პირველი გავრბივარ, თუ სადმე ახალი ობიექტი იხსნება. განაგრძეთ კითხვა