ავტორი:

"დიახ, ეროვნებით სომეხი და ქართველი ვარ... ამ საოცარმა პიროვნებამ გამზარდა, ბოტების დიდი ნაწილი ჩემს ეროვნებას დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს" - რას წერს ნატალია ყიფშიძე?

"დიახ, ეროვნებით სომეხი და ქართველი ვარ... ამ საოცარმა პიროვნებამ გამზარდა, ბოტების დიდი ნაწილი ჩემს ეროვნებას დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს" - რას წერს ნატალია ყიფშიძე?

ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო დროს მის მიმართ აგრესიულმა კომენტარებმა იმატა. როგორც ნატალია სოციალურ ქსელში წერს, განსაკუთრებული აქცენტი მის ეროვნებაზე კეთდება, როგორც ცნობილია ის ნახევრად სომეხია.

"ჩემს სოციალურ მედიაში მოიმატა აგრესიული ბოტების კომენტარები (ალბათ ყველასთან ვინც ოდნავ მაინც აქტიურად საუბრობს ქვეყანაში არსებული საფრთხის შესახებ). ამ ბოტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩემს ეროვნებას ( ნახევრად სომეხი ვარ რაზეც ხმამაღლა და სიამაყით ვსაუბრობ ბავშვობიდან) დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს.

დიახ მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ. ბიჭი (არკადი ჰქვია და ბიჭის ეძახიან ბავშვობიდან) ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა და მისი გამოხატვა საჭიროების მიზნით.

ჩემი ბაბუს წინაპრები საქართველოში გადმოვიდნენ მრავალი საუკუნის წინ, მოიტანეს სომხური ენა ჩემ თაობამდეც კი და საქართველოს სამშობლოს ეძახიან. უყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე დიდი პატრიოტია. ბაბუ 25 წელია ვერ დადის და სახლიდან მოვლენებს აკვირდება. პოლიტიკაზე ბაბუ მესაუბრება, მნიშვნელოვანი გადაცემაში წასვლის წინ მიყვება ახალ ამბებს სიღრმისეულად და მამხნევებს აქციებზე ყოფნისას. დილით რომ ვიღვიძებ მეხუტება და მეუბნება რომ ამაყობს ჩემით და მეც ყოველდღე ვიამაყებ ჩემი ბაბიკოთი რომელიც დღემდე ბროწეულის წვენს ხელით მიწურავს და საკუთარი შვილივით მზრდის" - წერს ნატალია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა ყიფშიძების გარშემო სკანდალი არ წყდება. მის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, მისი ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე საჯაროდ დაუპირისპირდა და ნატალიას მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში დაწერა:

“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა ზურა ყიფშიძე.

წაიკითხეთ ასევე: