აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია, - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იმავდროულად, ამერიკული გამოცემა ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ოპოზიციონერი წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ WSJ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სპეკულაციას წარმოადგენს.
"მე მასალას გავეცანი, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაღალი ხარისხის მასალაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა პესკოვმა.
ნავალნის თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურების დასკვნებს სასაცილო უწოდა.
ეს ჩვენი პოლიტიკოსი რა გამძლე გამოდგა?)))
მართალია პუტინს ნავალნის მოკვლის ბრძანება არ გაუცია, მაგრამ ისე ტანჯავდა და აწამებდა ,როგორც აგერ უკვე ორი წელია აწამებს ვივამედის ჯურღუმულებში გამოკეტილ სწორუპოვარ მამულიშვილს და სექტის დიიიდ ბელადს მიხალო განუბაჟებელს! ხომ დახლოებით მაინც სწორედ გადმოვეცი სექტანტური ნარატივი რას იტყვის (პატივცემული) მიხალოს მრევლი?
და ისა კიდევ 40 დღე გავიდა უკვე? მარჩენალმა ხომ დაიბარა რუსული დემოკრატიის მამის საგლოვად მაგდენი დღე ბნელშიო ჰა ლიბერასტებო? :))