საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდ ბრიტანეთში, ექიმებმა მელანომის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - ეს არის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს
დიდ ბრიტანეთში, ექიმებმა მელანომის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - ეს არის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს

დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში, ექი­მებ­მა უკვე ასო­ბით პა­ცი­ენტზე და­ი­წყეს მე­ლა­ნო­მის ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­ლა­ნო­მა კა­ნის კი­ბოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ფორ­მაა. ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ეს არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც კი­ბოს გან­კურ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­საძ­ლოა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი წამ­ლის დოზა მი­ი­ღო, 52 წლის სტივ იან­გია. კაცს გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და კა­ნის სიმ­სივ­ნუ­რი მო­ნაკ­ვე­თე­ბი ამოკ­ვე­თეს. ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ სტი­ვის იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ უნდა ამო­იც­ნოს და გა­ა­ნად­გუ­როს ორ­გა­ნიზ­მში დარ­ჩე­ნი­ლი კი­ბოს უჯრე­დე­ბი.

ექი­მე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ეს ხელს შე­უშ­ლის და­ა­ვა­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან აც­რილ სხე­ულ­ში ახა­ლი სიმ­სივ­ნე ვე­ღარ წარ­მო­იქ­მნე­ბა.

ვაქ­ცი­ნას, რო­მელ­საც ჯერ სა­ხე­ლიც არ აქვს, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი კოდი mRNA-4157 (V940). ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის კლი­ნი­კის ექი­მე­ბი და­მა­ტე­ბი­თი სიფრ­თხი­ლის­თვის ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად, მო­ხა­ლი­სე­ებს უკე­თე­ბენ პემ­ბრო­ლი­ზუ­მა­ბის (ანუ Keytruda) დო­ზას, რო­მე­ლიც ასე­ვე ეხ­მა­რე­ბა იმუ­ნურ სის­ტე­მას კი­ბოს უჯრე­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში.

კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ერ­თობ­ლი­ვად შე­ი­მუ­შა­ვა ორმა ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ, Moderna-მ და Merck Sharp-მა და ის ჯერ­ჯე­რო­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

ბრი­ტა­ნე­თის გარ­და, ექ­სპე­რი­მენ­ტი პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში - მათ შო­რის ავ­სტრა­ლი­ა­ში. ვაქ­ცი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ირ­ჩე­ვა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის, მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

"ვაქ­ცი­ნა შე­ირ­ჩე­ვა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის. აზრი არ აქვს პრე­პა­რა­ტის მე­ო­რე პი­რის­თვის გა­და­ცე­მას - ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გი არ დად­გე­ბა“, - ამ­ბობს კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რი ჰე­ზერ შოუ.

  • კი­ბოს­თან ბრძო­ლა

სა­ერ­თა­შო­რი­სო კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა­ში ბრი­ტა­ნე­თი­დან მი­ნი­მუმ 60-70 პა­ცი­ენ­ტი ჩა­ერ­თვე­ბა. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, მო­ხა­ლი­სედ ირ­ჩე­ვენ მხო­ლოდ მათ, ვინც ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­სივ­ნის მოკ­ვე­თის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ.

ზო­გი­ერ­თი მო­ხა­ლი­სე ვაქ­ცი­ნის ნაც­ვლად პლა­ცე­ბოს ინი­ექ­ცი­ას მი­ი­ღებს. თუმ­ცა, არც თვი­თონ და არც მათ­მა მკურ­ნალ­მა ექი­მებ­მა არ იცი­ან, რო­მელ ჯგუფ­შია კონ­კრე­ტუ­ლი მო­ხა­ლი­სე.

  • მე­ლა­ნო­მას პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი, რომ­ლებ­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს:

სხე­ულ­ზე ახა­ლი უც­ნა­უ­რი ხა­ლის გა­ჩე­ნა;

არ­სე­ბუ­ლი ხა­ლის პიგმენ­ტა­ცი­ის ზრდა (მა­ტე­ბა) ან ცვლი­ლე­ბა;

კა­ნის რო­მე­ლი­მე უბ­ნის პიგმენ­ტა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა.

რაც უფრო ადრე გა­მოვ­ლინ­დე­ბა სიმ­სივ­ნე, მით უფრო ად­ვი­ლია მისი მო­შო­რე­ბა, რად­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ბა­თო­ბა უფრო მა­ღა­ლია.

დოქ­ტორ შოუს თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას არ აქვს რთუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ამ დროს გა­მო­ხა­ტუ­ლია დაღ­ლი­ლო­ბა და ტკი­ვი­ლი წი­ნამ­ხრის არე­ში (იმ უბან­ზე, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია ხდე­ბა). წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mRNA გადაგვარჩენს საიქიოში
7

კვლავ მოდერნა და კვლავ mRNA უკვდავება 😂

ჰაჰაჰა
39

კაი ერთი, სულ ვაქცინა, ვაქცინა, ცდების პოლიგონად იქცა კაცობრიობა, და არა მარტო ვაქციჰებისთვის

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დიდ ბრიტანეთში, ექიმებმა მელანომის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - ეს არის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს

დიდ ბრიტანეთში, ექიმებმა მელანომის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - ეს არის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს

დიდი ბრიტანეთში, ექიმებმა უკვე ასობით პაციენტზე დაიწყეს მელანომის ვაქცინის გამოცდა. შეგახსენებთ, რომ მელანომა კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფორმაა. ექსპერტთა შეფასებით, ეს არის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ექსპერიმენტული წამლის დოზა მიიღო, 52 წლის სტივ იანგია. კაცს გასული წლის აგვისტოში ოპერაცია ჩაუტარდა და კანის სიმსივნური მონაკვეთები ამოკვეთეს. ვაქცინის მიღების შემდეგ სტივის იმუნურმა სისტემამ უნდა ამოიცნოს და გაანადგუროს ორგანიზმში დარჩენილი კიბოს უჯრედები.

ექიმები იმედოვნებენ, რომ ეს ხელს შეუშლის დაავადების დაბრუნებას, რადგან აცრილ სხეულში ახალი სიმსივნე ვეღარ წარმოიქმნება.

ვაქცინას, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს, მინიჭებული აქვს შემდეგი კოდი mRNA-4157 (V940). ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კლინიკის ექიმები დამატებითი სიფრთხილისთვის ვაქცინასთან ერთად, მოხალისეებს უკეთებენ პემბროლიზუმაბის (ანუ Keytruda) დოზას, რომელიც ასევე ეხმარება იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების განადგურებაში.

კომბინირებული მკურნალობა ერთობლივად შეიმუშავა ორმა ამერიკულმა კომპანიამ, Moderna-მ და Merck Sharp-მა და ის ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტებისთვის.

ბრიტანეთის გარდა, ექსპერიმენტი პარალელურად ჩატარდება რამდენიმე სხვა ქვეყანაში - მათ შორის ავსტრალიაში. ვაქცინის შემადგენლობა ინდივიდუალურად ირჩევა ყველა პაციენტისთვის, მისი იმჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისად.

"ვაქცინა შეირჩევა, აბსოლუტურად, ინდივიდუალურად კონკრეტული პაციენტისთვის. აზრი არ აქვს პრეპარატის მეორე პირისთვის გადაცემას - ამ შემთხვევაში შედეგი არ დადგება“, - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორი ჰეზერ შოუ.

  • კიბოსთან ბრძოლა

საერთაშორისო კლინიკური კვლევაში ბრიტანეთიდან მინიმუმ 60-70 პაციენტი ჩაერთვება. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, მოხალისედ ირჩევენ მხოლოდ მათ, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში სიმსივნის მოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდათ.

ზოგიერთი მოხალისე ვაქცინის ნაცვლად პლაცებოს ინიექციას მიიღებს. თუმცა, არც თვითონ და არც მათმა მკურნალმა ექიმებმა არ იციან, რომელ ჯგუფშია კონკრეტული მოხალისე.

  • მელანომას პირველი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

სხეულზე ახალი უცნაური ხალის გაჩენა;

არსებული ხალის პიგმენტაციის ზრდა (მატება) ან ცვლილება;

კანის რომელიმე უბნის პიგმენტაციის ცვლილება.

რაც უფრო ადრე გამოვლინდება სიმსივნე, მით უფრო ადვილია მისი მოშორება, რადგან წარმატებული მკურნალობის ალბათობა უფრო მაღალია.

დოქტორ შოუს თქმით, ვაქცინაციას არ აქვს რთული გვერდითი მოვლენები. ამ დროს გამოხატულია დაღლილობა და ტკივილი წინამხრის არეში (იმ უბანზე, სადაც ვაქცინაცია ხდება). წყარო