პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი გდება და 44 წამში მოგებული ორთაბრძოლა - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა
ულამაზესი გდება და 44 წამში მოგებული ორთაბრძოლა - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

ხორ­ვა­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ ზაგ­რებ­ში ძი­უ­დო­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე სა­შე­ჯიბ­რო დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ტა­ტა­მი­ზე 6 ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი წარ­სდგა, მათ­გან ფი­ნა­ლურ ბლოკ­ში ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (-73 კგ) და ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი (-81 კგ) გა­ვიდ­ნენ.

ოქ­როს მედ­ლის­თვის იჭი­და­ვა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა, რომ­ლის მე­ტო­ქეც იყო ნი­დერ­ლან­დე­ლი ფრანკ დე ვიტი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა ფა­ლა­ვან­მა 44 წამ­ში იპო­ნით და­ა­მარ­ცხა და მე­სა­მედ გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი.

ტა­ტომ ას­პა­რე­ზო­ბა მე­ო­რე წრე­ში და­ი­წყო და ფრანგ ომარ ჯა­ლოს სძლია, მე­სა­მე წრე­ში სერ­ბე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ის­ლამ სო­გე­ნო­ვი და­მა­ტე­ბით დრო­ში და­ა­მარ­ცხა, მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში უნ­გრელ ატი­ლა უნგვარს აჯო­ბა, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი იტა­ლი­ე­ლი ან­ტო­ნიო ეს­პო­სი­ტო და­ა­მარ­ცხა.

შე­გახ­სე­ნებთ, ტატო მსოფ­ლი­ოს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნია.

მა­ნამ­დე კი ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში მოლ­დო­ველ ადილ ოს­მა­ნოვს და­უ­პი­რის­პირ­და და გა­ი­მარ­ჯვა.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის­თვის ეს უკვე მე­ო­თხე მე­და­ლია.

გუ­შინ ოქ­როს მო­პო­ვე­ბა - 66 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შეძ­ლო, ბრინ­ჯაო კი ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა მო­ი­პო­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
9

ისევ ევროპა! რას ერჩიან ამ აზიას, რატო არ ვიღებთ აზიურ ჩემპიონატებში მონაწილეობას?! კავკასია აზიას ეკუთვნის

ვერმიცანა
1

გაუმარჯოს ტატოს! დიდება ქართველ ერს!!!

ავტორი:

ულამაზესი გდება და 44 წამში მოგებული ორთაბრძოლა - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

ულამაზესი გდება და 44 წამში მოგებული ორთაბრძოლა - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამიზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გავიდნენ.

ოქროს მედლისთვის იჭიდავა ტატო გრიგალაშვილმა, რომლის მეტოქეც იყო ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი, რომელიც ქართველმა ფალავანმა 44 წამში იპონით დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შეგახსენებთ, ტატო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

მანამდე კი ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.

საქართველოს დელეგაციისთვის ეს უკვე მეოთხე მედალია.

გუშინ ოქროს მოპოვება - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

იხილეთ ასევე: