საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა" - ნიაზ დიასამიძის ექსკლუზიური ინტერვიუ
"რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა" - ნიაზ დიასამიძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა რთუ­ლი საქ­მეა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა ამა­შიც დაგ­ვეხ­მა­რა - სა­ფეხ­ბურ­თო თე­მა­ზე სა­უ­ბარ­ზე უა­რის თქმა აღარ გა­მო­დი­სო. ჰოდა, ვი­ლა­პა­რა­კეთ კი­დეც: მუ­სი­კა­ზე, ფეხ­ბურთზე, მუ­სი­კი­სა და სპორ­ტის კავ­შირ­ზე, 26 მარ­ტის ემო­ცი­ებ­სა და ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ წინ კი­დევ არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბაა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გავა ჯგუ­ფი­დან! ნი­აზ­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით და­ვი­წყეთ:

- სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც - 35 წლის შემ­დეგ, ისევ გვი­წევს რუ­სეთ­სა და მის გავ­ლე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი. ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვერ იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თუ ბო­ლომ­დე არ მოს­წყდე­ბა რუ­სულ გავ­ლე­ნას. რუ­სე­თის­კენ ჩვე­ნი მიბ­რუ­ნე­ბის ამ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ახალ თა­ო­ბას­თან ეს აღარ გა­მო­ვა. ეს ახალ­გაზ­რდე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი, ბო­ლომ­დე აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასს და ვერც ხვდე­ბი­ან, რა­ტომ უნდა ის­წრა­ფოდ­ნენ რუ­სე­თის­კენ, სა­ერ­თოდ რა დაგ­ვრჩე­ნია იქ?! სა­ქარ­თვე­ლოს გზა არის ევ­რო­პა­ში, სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პა და აღა­რას­დროს უნდა დაბ­რუნ­დეს არც ერთ რუ­სულ ნა­რა­ტივ­ში! გვყავს ახა­ლი, ბო­ლომ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბა, რო­მელ­მაც სა­მუ­და­მოდ უნდა და­ას­რუ­ლოს რუ­სე­თის მი­მართ ეს ერ­თგვა­რად ნოს­ტალ­გი­უ­რი“ გან­წყო­ბა.

- სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სწო­რედ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ებ­ში უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ძა­ლი­ან ემო­ცი­ურ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. 26 მარტს მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩი ხომ მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბა არ ყო­ფი­ლა: ემო­ცი­ე­ბის ზღვა იყო და იმის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი - რა ძალა აქვს ერ­თო­ბას!

- 9 აპ­რი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის თავ­გან­წირ­ვას ნიშ­ნავს! მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე იყო 1989 წლის აპ­რილ­ში. მად­ლო­ბა მათ, ვინც სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას შეს­წი­რა თავი... რამ­დე­ნი წე­ლიც უნდა გა­ვი­დეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბათ ეს დღე და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა 26 მარტს, ეს იყო უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლის დღე, რო­მე­ლიც გას­ცდა სა­ფეხ­ბურ­თო მო­ედ­ნის ფარ­გლებს, ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე მხო­ლოდ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლებ­მაც თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლით მო­ი­პო­ვეს ეს გა­მარ­ჯვე­ბა, მაგ­რამ ამა­ვე დროს არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ის ერ­თი­ა­ნო­ბა და მუხ­ტი, რაც მო­ე­დან­ზე, ტრი­ბუ­ნებ­ზე, მთელ ქვე­ყა­ნა­ში იგ­რძნო­ბო­და. ამ ენერ­გი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით ყვე­ლამ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვეთ! თუმ­ცა ეი­ფო­რია დიდ­ხანს არ უნდა გაგ­რძელ­დეს. საქ­მი­სად­მი პრო­ფე­სი­უ­ლი მიდ­გო­მა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ვემ­ზა­დოთ და შე­დე­გიც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. წინ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბაა!

- ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლით არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა. პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი ახლა იწყე­ბა!

- უფრო სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვით, რომ გრძელ­დე­ბა. ქარ­თულ ფეხ­ბურთს ისე­თი ის­ტო­რია აქვს, რომ სხვაგ­ვა­რად ვერ იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა ვხე­დავთ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ალს, ვხე­დავთ, რომ მა­გა­რი ბი­ჭე­ბი არი­ან. ახლა მხო­ლოდ ბევ­რი თა­მა­ში სჭირ­დე­ბათ და კი­დევ ბევ­რჯერ გაგ­ვა­ხა­რე­ბენ, მათ შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

- სა­ბერ­ძნეთ­თან მატჩს ტრი­ბუ­ნი­დან უყუ­რეთ?

- დიახ, მეც ტრი­ბუ­ნა­ზე ვი­ყა­ვი. "დი­ნა­მო­ზე" მას შემ­დეგ დავ­დი­ვარ, პირ­ვე­ლად 6 წლი­სა რომ წა­მიყ­ვა­ნეს მა­მამ და მის­მა მე­გობ­რებ­მა... სავ­სე, ერ­თი­ა­ნი სტა­დი­ო­ნი ბევ­რჯერ მახ­სოვს, მაგ­რამ ეს დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო: უჩ­ვე­უ­ლო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო, რა­ღაც­ნა­ი­რი გა­რინ­დუ­ლო­ბა ხმა­უ­რის ფონ­ზე...

ფი­ნა­ლის წინა დღე­ებ­ში ხომ გვეს­მო­და ხოლ­მე, სა­ბერ­ძნე­თი ძლი­ე­რი გუნ­დია, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბაო და სხვა, მაგ­რამ 26 მარ­ტის დი­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ მარ­ცხზე ფიქ­რის დაშ­ვე­ბაც კი დამ­ღუპ­ვე­ლი იყო. იგ­რძნო­ბო­და, რომ მო­გე­ბის გარ­და "სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგ­ვაჩ­ნდა"... მე მჯე­რა ასე­თი ენერ­გი­ის. იმ დღეს იმ­დენ­ჯერ ით­ქვა სი­ტყვა "ვი­გებთ", სხვა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და!

- რას ელით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­გან - რო­გორ ითა­მა­შებს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი?

- ველი, რომ გა­ვაგ­რძე­ლებთ წარ­მა­ტე­ბულ სვლას, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ჯგუ­ფი­დან გა­ვალთ! ისევ 26 მარ­ტის მუხტზე ვარ, ოღონდ თავს კი არ ვი­ტყუ­ებ, კი არ ვოც­ნე­ბობ, ისე­ვე მჯე­რა, რო­გორც ბერ­ძნებ­თან შეხ­ვედ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გვჯე­რო­და ყვე­ლას და სა­ღა­მოს დაგ­ვირ­გვინ­და კი­დეც ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი. მგო­ნია, რომ ჯგუ­ფი­დან აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვალთ, და­ნარ­ჩე­ნი კი მერე ვნა­ხოთ... ბოლო წლებ­ში ფეხ­ბურ­თის სა­ერ­თო დონე გა­თა­ნაბრდა. გარ­და ამი­სა, არა­ვინ იცის, რო­გორ კონ­დი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი. ამი­ტო­მაც გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. მხო­ლოდ ჯგუ­ფი­დან გას­ვლას არ ვგუ­ლის­ხმობ! გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა" - ნიაზ დიასამიძის ექსკლუზიური ინტერვიუ

"რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა" - ნიაზ დიასამიძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ნიაზ დიასამიძის ინტერვიუზე დათანხმება რთული საქმეა. თუმცა საქართველოს ნაკრების წარმატება ამაშიც დაგვეხმარა - საფეხბურთო თემაზე საუბარზე უარის თქმა აღარ გამოდისო. ჰოდა, ვილაპარაკეთ კიდეც: მუსიკაზე, ფეხბურთზე, მუსიკისა და სპორტის კავშირზე, 26 მარტის ემოციებსა და ჩვენი ნაკრების ევროპულ პერსპექტივებზე... დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ არაერთი გამარჯვებაა და საქართველოს ნაკრები აუცილებლად გავა ჯგუფიდან! ნიაზთან ექსკლუზიური ინტერვიუ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ:

- სამწუხაროდ, დღესაც - 35 წლის შემდეგ, ისევ გვიწევს რუსეთსა და მის გავლენაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ბოლომდე არ მოსწყდება რუსულ გავლენას. რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა. ეს ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არიან დაბადებული, ბოლომდე აცნობიერებენ თავისუფლების ფასს და ვერც ხვდებიან, რატომ უნდა ისწრაფოდნენ რუსეთისკენ, საერთოდ რა დაგვრჩენია იქ?! საქართველოს გზა არის ევროპაში, საქართველო არის ევროპა და აღარასდროს უნდა დაბრუნდეს არც ერთ რუსულ ნარატივში! გვყავს ახალი, ბოლომდე თავისუფალი თაობა, რომელმაც სამუდამოდ უნდა დაასრულოს რუსეთის მიმართ ეს ერთგვარად ნოსტალგიური“ განწყობა.

- სიმბოლურია, რომ სწორედ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში უნდა ვილაპარაკოთ ქართველი ფეხბურთელების ძალიან ემოციურ გამარჯვებაზე. 26 მარტს მოგებული მატჩი ხომ მხოლოდ სპორტული წარმატება არ ყოფილა: ემოციების ზღვა იყო და იმის ნათელი მაგალითი - რა ძალა აქვს ერთობას!

- 9 აპრილი თავისუფლებას და თავისუფლებისთვის თავგანწირვას ნიშნავს! მადლობა ყველას, ვინც რუსთაველის პროსპექტზე იყო 1989 წლის აპრილში. მადლობა მათ, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა თავი... რამდენი წელიც უნდა გავიდეს, საქართველოში არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე და მისი მნიშვნელობა.

რაც შეეხება 26 მარტს, ეს იყო უდიდესი სიხარულის დღე, რომელიც გასცდა საფეხბურთო მოედნის ფარგლებს, ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტის სახეობაში მოპოვებული გამარჯვება. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდაუზოგავი ბრძოლით მოიპოვეს ეს გამარჯვება, მაგრამ ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ის ერთიანობა და მუხტი, რაც მოედანზე, ტრიბუნებზე, მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა. ამ ენერგიის დამსახურებით ყველამ ერთად გავიმარჯვეთ! თუმცა ეიფორია დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. საქმისადმი პროფესიული მიდგომა უნდა გავაგრძელოთ, ევროპის ჩემპიონატისთვის სერიოზულად მოვემზადოთ და შედეგიც აუცილებლად იქნება. წინ ბევრი წარმატებაა!

- ევროპის ჩემპიონატზე გასვლით არაფერი დასრულებულა. პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება!

- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გრძელდება. ქართულ ფეხბურთს ისეთი ისტორია აქვს, რომ სხვაგვარად ვერ იქნებოდა. ყველა ვხედავთ ჩვენი ფეხბურთელების პოტენციალს, ვხედავთ, რომ მაგარი ბიჭები არიან. ახლა მხოლოდ ბევრი თამაში სჭირდებათ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე.

- საბერძნეთთან მატჩს ტრიბუნიდან უყურეთ?

- დიახ, მეც ტრიბუნაზე ვიყავი. "დინამოზე" მას შემდეგ დავდივარ, პირველად 6 წლისა რომ წამიყვანეს მამამ და მისმა მეგობრებმა... სავსე, ერთიანი სტადიონი ბევრჯერ მახსოვს, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო: უჩვეულო, განსხვავებული გარემო, რაღაცნაირი გარინდულობა ხმაურის ფონზე...

ფინალის წინა დღეებში ხომ გვესმოდა ხოლმე, საბერძნეთი ძლიერი გუნდია, ძალიან გაგვიჭირდებაო და სხვა, მაგრამ 26 მარტის დილიდან ყველაფერი შეიცვალა. ყველა მიხვდა, რომ მარცხზე ფიქრის დაშვებაც კი დამღუპველი იყო. იგრძნობოდა, რომ მოგების გარდა "სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნდა"... მე მჯერა ასეთი ენერგიის. იმ დღეს იმდენჯერ ითქვა სიტყვა "ვიგებთ", სხვანაირად ვერ იქნებოდა!

- რას ელით ევროპის ჩემპიონატისგან - როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები?

- ველი, რომ გავაგრძელებთ წარმატებულ სვლას, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯგუფიდან გავალთ! ისევ 26 მარტის მუხტზე ვარ, ოღონდ თავს კი არ ვიტყუებ, კი არ ვოცნებობ, ისევე მჯერა, როგორც ბერძნებთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით გვჯეროდა ყველას და საღამოს დაგვირგვინდა კიდეც ჩვენი მოლოდინი. მგონია, რომ ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ, დანარჩენი კი მერე ვნახოთ... ბოლო წლებში ფეხბურთის საერთო დონე გათანაბრდა. გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ კონდიციაში იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდების მოთამაშეები. ამიტომაც გამორიცხული არაფერია. მხოლოდ ჯგუფიდან გასვლას არ ვგულისხმობ! გააგრძელეთ კითხვა