მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას (ICT) შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და.

მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ, KIU-ს კან­ცლერ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა თორ­ნი­კე სუ­ლა­ბე­რი­ძემ.

მე­მო­რან­დუ­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია ხელს შე­უ­წყობს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს გა­ი­ა­რონ სტა­ჟი­რე­ბა და სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კა, აი­მაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია და და­საქმდნენ. პარტნი­ო­რო­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის, მა­გის­ტრა­ტუ­რი­სა და სხვა პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბით შექ­მნი­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ტრე­ნინგ პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო, სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი (STEM) დარ­გე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ხელს შე­უ­წყო­ბენ რე­გი­ონ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის შექ­მნას და ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას.

მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა KIU-ს პირ­ვე­ლი და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას 40 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 100-ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და 300-ზე მეტი სტუ­დენ­ტი და­ეს­წრო.

KIU-ში, რო­მელ­მაც სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღო, დღე­ი­სათ­ვის 1200-ზე მეტი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. წელს უნი­ვერ­სი­ტეტს პირ­ვე­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ეყო­ლე­ბა.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (KIU) მი­ზა­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­მე­წარ­მეო უნი­ვერ­სი­ტე­ტად და გახ­დეს ინო­ვა­ცი­ე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, მო­ამ­ზა­დოს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდას და გან­ვი­თა­რე­ბას.

KIU არის საქ­ველ­მოქ­მე­დო მე­გაპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც აფი­ნან­სებს სა­ერ­თა­შო­რი­სო-საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ“.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სულაბერიძემ.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაცია ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სხვა პროგრამების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, USAID-ის დაფინანსებით შექმნილი კიბერუსაფრთხოების ტრენინგ პროგრამების განვითარების კუთხით. მემორანდუმის ფარგლებში ორგანიზაციები ითანამშრომლებენ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) დარგების პოპულარიზაციის მიზნით, ხელს შეუწყობენ რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება KIU-ს პირველი დასაქმების ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას 40 ორგანიზაციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და 300-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს სამეწარმეო უნივერსიტეტად და გახდეს ინოვაციების მამოძრავებელი ძალა, მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და ადამიანური კაპიტალი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

KIU არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

NS