მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეანიმაციიდან დიდ სცენაზე: ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით
რეანიმაციიდან დიდ სცენაზე: ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით

თიკო მა­ხა­რა­ძე და ნუცა სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი დედა-შვი­ლი არი­ან. ამ მუ­სი­კა­ლურ დედა-შვილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, რად­გან ცნო­ბი­ლი "ტი­კტო­კე­რე­ბი" არი­ან. 6 წლის ნუცა სა­ო­ცა­რი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ყო­ვე­ლი მისი ნამ­ღე­რი მსმე­ნე­ლის გა­ო­ცე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. ამ ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნამ­დე, გო­გო­ნას არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო პე­რი­ო­დი აქვს გავ­ლი­ლი. რას­თან ჰქონ­და საქ­მე ნუ­ცას ოჯახს, რა პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა მო­უხ­და ყვე­ლას ერ­თად, ამა­ზე თიკო მა­ხა­რა­ძე, ნუ­ცას დედა გვი­ამ­ბობს:

- ნუცა და­ი­ბა­და 7 თვის - 31 კვი­რის იყო. და­ბა­დე­ბი­სას არ ჰქონ­და რა­ი­მე თან­და­ყო­ლი­ლი პრობ­ლე­მა. ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და შემ­დეგ, ექი­მე­ბი ფილ­ტვებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რომ უკეთ გახ­სნი­ლი­ყო. რო­დე­საც ჟანგბა­დი მი­ა­წო­დეს, თავ­ში კა­პი­ლა­რი გა­უს­კდა, ვერ გა­უძ­ლო, რად­გა­ნაც მისი ნა­ად­რე­ვო­ბის გამო ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ იყო. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ დი­აგ­ნო­ზი - ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა. ბავ­შვმა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­ა­ტა­რა... შემ­დეგ, ამის გამო, 6 თვი­სას თე­რა­პი­ის კურ­სი და­ვუ­წყეთ. დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე მივ­ხვდით, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბო­და და ბრძო­ლა მოგ­ვი­წევ­და. ტვი­ნის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა. მოკ­ლედ უტარ­დე­ბო­და თე­რა­პი­ის კურ­სი და ექი­მე­ბის რჩე­ვებს მივ­ყვე­ბო­დით. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ვერ გა­ივ­ლი­და.

- პირ­ველ ეტაპ­ზე ასე­თი იყო მათი პროგ­ნო­ზი?

- კი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯდო­მაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იდგა. პრო­ცესს მი­ვენ­დეთ, რა­ღაც­ნა­ი­რად გვჯე­რო­და, რომ მა­ინც შეძ­ლებ­და და ნუცა ფეხ­ზე დად­გე­ბო­და. არც ერთი წა­მით იმე­დი არ დაგ­ვი­კარ­გავს. მაქ­სი­მა­ლუ­რად რაც შეგ­ვეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დეთ, რომ სი­ა­რუ­ლი შეს­ძლე­ბო­და. თა­ვი­დან ექი­მე­ბი ზუსტ პა­სუხს ვე­რა­ფერ­ზე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რად­გან ბევ­რი რამ ბავ­შვის მონ­დო­მე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორ იყო­ჩა­ღებ­და და რამ­დე­ნად მხნედ და­უდ­გე­ბო­და ამ გა­მოწ­ვე­ვას. ამ­ბობ­დნენ, თუ 2 წლამ­დე დაჯ­დე­ბა, მა­შინ სი­ა­რულ­ზეც ვი­ფიქ­რო­თო... ხომ ვამ­ბობ, და­მო­უ­კი­დებ­ლად დაჯ­დო­მაც კი სა­თუო იყო, რად­გან თავს ვერ იჭერ­და. ხელ­ში უნდა გვჭე­რო­და, ან რა­ღაც სხვა პო­ზი­ცი­ა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სას­წა­უ­ლი მოხ­და - 2 წლი­სა დაჯ­და. ნუცა დღეს და­დის, 3 წლის იყო პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ გა­ი­ა­რა.

- მა­ნამ­დე, რო­გორც თქვით, თე­რა­პი­ას გა­დი­ო­და და ინ­ტენ­სი­უ­რად ვარ­ჯი­შობ­და..

- დიახ, და­დის ოღონდ, სრუ­ლად ჯერ ვერა, მხო­ლოდ ფე­ხის წვე­რებ­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ბის კი­დეც. უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სი დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტერ­ფის სრუ­ლად დად­გმა უჭირს. სი­ელ­მეც მისი და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გია, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

- ე.ი. თა­ვი­დან­ვე ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყა­ვით გან­წყო­ბი­ლი, არც გი­ფიქ­რი­ათ, რომ რა­ღაც არ გა­მო­ვი­დო­და, რა­ღაც ისე არ იქ­ნე­ბო­და, ხომ?

- მჯე­რო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­დო­და... ძა­ლი­ან თბი­ლი და სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვია. არც თვლის, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა აქვს. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ რა­ღაც დო­ნე­ზე ინ­ფორ­მა­ცია აქვს... ბავ­შვი არის გო­ნი­ე­რი, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე.

- რა მთა­ვა­რია, ნი­ჭი­ე­რი და მას რაც ბევ­რის­გან გა­მო­არ­ჩევს, სა­ო­ცა­რი ხმი­სა და სმე­ნის პატ­რო­ნია. ეს რო­დის და რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- ლა­პა­რა­კიც არ იცო­და, წლის და 2-3 თვის იქ­ნე­ბო­და ნელ-ნელა სიმ­ღე­რა რომ და­ი­წყო, მაგ­რამ რო­გორც ვა­ტყობ­დი, სა­ბავ­შვო სიმ­ღე­რე­ბი არ სი­ა­მოვ­ნებ­და. არა­და, სიმ­ღე­რა­ში მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მომ­წონს, უფრო ბლუზს, ჯაზს ვუს­მენ. რად­გან მივ­ხვდი, რომ ბავ­შვს სხვა რა­ღა­ცე­ბი აინ­ტე­რე­სებ­და, მეც ისეთ მუ­სი­კას ვურ­თავ­დი, რად­გან ვხდე­ბო­დი, რომ ის მე­ტად სი­ა­მოვ­ნებ­და. წლი­ნა­ხევ­რი­დან თვი­თონ და­ი­წყო უცხო­ურ ენა­ზე სიმ­ღე­რა, ან სიმ­ღე­რა­ზე აყო­ლა... 2 წლი­დან ინ­გლი­სუ­რად გა­მარ­თუ­ლად მღე­რის, ამის კად­რე­ბიც მაქვს. მერე ფრან­გუ­ლად, ეს­პა­ნუ­რად, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რად და­ი­წყო მღე­რა. ახლა უკვე 7 ენა­ზე მღე­რის. თა­ვის­თა­ვად სა­ლა­პა­რა­კო უცხო ენა არ იცის, მაგ­რამ სი­ტყვებს, ტექ­სტებს სმე­ნით იმახ­სოვ­რებს.

- მისი აკომ­პა­ნი­ა­ტო­რი, პარტნი­ო­რი, მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი მუ­სი­კა­შიც თქვენ ხართ, ხომ?

- მე და დე­და­ჩე­მი, ანუ ნუ­ცას ბებო. ისიც მუ­სი­კო­სია. გი­ტა­რის მას­წავ­ლე­ბე­ლია...

- მოკ­ლედ მის მუ­სი­კა­ლურ გე­მოვ­ნე­ბას უვი­თა­რებთ, აყა­ლი­ბებთ და ხელს უწყობთ. ამას­თან, დედა-შვილს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, კერ­ძოდ, "ტიკ-ტოკ­ზე" ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გყავთ. იგ­რძნო­ბა, რომ აუ­დი­ტო­რი­ას უყ­ვარ­ხართ.

- კი და ჩვენც გვიყ­ვარს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. რად­გან ვაქ­ტი­უ­რობთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ხალ­ხიც ამი­ტომ ჩვენ­გან სულ სი­ახ­ლეს ელო­დე­ბი­ან. ნუ­ცი­კოს უხა­რია, რომ მის ნამ­ღერს უს­მე­ნენ. უცხო­ელ ლაივ-კრე­ა­ტო­რებ­თა­ნაც გვაქვს ხოლ­მე ჩარ­თვე­ბი - ჩვენც ვმღე­რით და ისი­ნიც მღე­რი­ან, თუ მომ­ღერ­ლებ­თან გვაქვს ჩარ­თვე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ლა­ი­ვე­ბია ხოლ­მე. ნუ­ცას მოს­წონს, ოღონდ მღე­რო­დეს და ვინ­მე უს­მენ­დეს. თუ მას ოდ­ნავ ეკ­რანს მო­ვა­რი­დებ, არ სი­ა­მოვ­ნებს, უნდა, რომ კადრში თვი­თონ გა­მოჩ­ნდეს და უს­მი­ნონ. ზო­გა­დად ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლია. სა­ნამ სიმ­ღე­რას არ ის­წავ­ლის, ალ­ბათ 100-ჯერ გა­და­ახ­ვევს და მი­უბ­რუნ­დე­ბა, ცხა­დია, თუ მოს­წონს. ცოტა ჯი­უ­ტიც არის, შე­იძ­ლე­ბა ჩემი შერ­ჩე­უ­ლი, თუ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი არ გა­ა­კე­თოს. და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­ჩევს ყვე­ლა­ფერს თა­ვის­თვის. მებ­რძო­ლია, თით­ქმის სულ თა­ვი­სი გა­აქვს. მო­სიყ­ვა­რუ­ლეა - უხა­რია, ქუ­ჩა­ში რომ უღი­მი­ან და ესეც ეხუ­ტე­ბა.

- თქვენ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ?

- შვიდ­წლე­დი და­ვამ­თავ­რე და რა­საც ახლა მუ­სი­კა­ში ვა­კე­თებ, მხო­ლოდ ჩე­მით, თვით­ნას­წავ­ლი ვარ. პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ვერ და­ვამ­თავ­რე, რად­გან მა­ლე­ვე და­ვო­ჯახ­დი. ისე, ამას იმ­დე­ნად არ შე­ვუ­ფერ­ხე­ბი­ვარ სწავ­ლის კუ­თხით, უბ­რა­ლოდ ნუ­ცი­კოს პრობ­ლე­მის გამო სწავ­ლა ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე და და­ვას­რუ­ლე... ბავ­შვო­ბა­ში მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი... ამი­ტომ ახლა ვცდი­ლობ, რა­ღაც­ნა­ი­რად ეს და­ნაკ­ლი­სი ავი­ნა­ზღა­უ­რო. კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს ხოლ­მე. მალე ერთ-ერთ შო­უ­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ამით ალ­ბათ ჩემი სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა... ადრე ვმღე­რო­დი, სულ სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. ლატ­ვი­ა­ში კონ­კურ­სში გრანპ­რის მფლო­ბე­ლიც გავ­ხდი. ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩემს და­ო­ჯა­ხე­ბას უძღო­და... ნუ­ცი­კოს გარ­და მყავს 8 წლის ლიზა. ისიც მღე­რის და კარ­გად ხა­ტავს... ცოტა ხან­ში ნუ­ცი­კო მა­ყუ­რე­ბე­ლი ერთ-ერთ მე­გაპ­რო­ექ­ტში იხი­ლავს. ახლა დედა-შვი­ლი ამ პრო­ექ­ტე­ბის წი­ნა­სამ­ზა­დის­ში ვართ. ლა­ი­ვებ­შიც რომ გავ­დი­ვართ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. რა­ღა­ცებს ვგეგ­მავთ ხოლ­მე. ლიზა სკო­ლა­ში და­დის, მე­ო­რე კლას­შია. სკო­ლა­ში რომ მი­დის, სახ­ლში მე და ნუ­ცი­კო ვრჩე­ბით და ახალ სიმ­ღე­რას ვსწავ­ლობთ.

- რა არის თქვე­ნი სურ­ვი­ლი?

- ნუცა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს ჯერ თა­ვის სამ­შობ­ლო­ში და შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად სა­ზღვარ­გა­რე­თაც. ეს იმის­თვის, რომ მისი ადა­მი­ა­ნებს ნი­ჭი­ე­რე­ბა სა­ზღვრებს მიღ­მაც გა­ვაც­ნოთ. მინ­და, რომ ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს და მეც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც მინ­და და რა­ღა­ცე­ბი ვერ შევ­ძე­ლი, შევ­ძლო. მინ­და, ჩე­მი­თაც ამა­ყობ­დნენ შვი­ლე­ბი და ოჯა­ხი. ჰყავ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი დედა, რომ მათ­თვის ვიყო მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნდა მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას. ჩემი მე­უღ­ლე კი ჩვე­ნი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანია
0

დიდება უფალს!

რა ლამაზი და საყვარელია

სჯობს თვალი ახლავე გაუსწოროთ, როგორც წამიკიხტავს როცა პატარაა უფრო ადვილად ხდება

მიდი, ნუცი, წინწინ სულ წინ სულ მაღლააა! წარმატება პატარა გოგოს!

წარმატებები
1

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

რეანიმაციიდან დიდ სცენაზე: ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით

რეანიმაციიდან დიდ სცენაზე: ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით

თიკო მახარაძე და ნუცა საჩეჩელაშვილი დედა-შვილი არიან. ამ მუსიკალურ დედა-შვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ, რადგან ცნობილი "ტიკტოკერები" არიან. 6 წლის ნუცა საოცარი ნიჭით გამოირჩევა, ყოველი მისი ნამღერი მსმენელის გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ნიჭის გამოვლენამდე, გოგონას არც ისე სასიამოვნო პერიოდი აქვს გავლილი. რასთან ჰქონდა საქმე ნუცას ოჯახს, რა პრობლემის გადალახვა მოუხდა ყველას ერთად, ამაზე თიკო მახარაძე, ნუცას დედა გვიამბობს:

- ნუცა დაიბადა 7 თვის - 31 კვირის იყო. დაბადებისას არ ჰქონდა რაიმე თანდაყოლილი პრობლემა. ყველაფერი მოხდა შემდეგ, ექიმები ფილტვებს ეხმარებოდნენ, რომ უკეთ გახსნილიყო. როდესაც ჟანგბადი მიაწოდეს, თავში კაპილარი გაუსკდა, ვერ გაუძლო, რადგანაც მისი ნაადრევობის გამო ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო. ამიტომაც მივიღეთ დიაგნოზი - ცერებრალური დამბლა. ბავშვმა რეანიმაციაში გარკვეული პერიოდი გაატარა... შემდეგ, ამის გამო, 6 თვისას თერაპიის კურსი დავუწყეთ. დიაგნოზის გაგებისთანავე მივხვდით, რომ ამ ყველაფერთან გამკლავება ადვილი არ იქნებოდა და ბრძოლა მოგვიწევდა. ტვინის ძალიან ძლიერი დაზიანება. მოკლედ უტარდებოდა თერაპიის კურსი და ექიმების რჩევებს მივყვებოდით. გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გაივლიდა.

- პირველ ეტაპზე ასეთი იყო მათი პროგნოზი?

- კი და დამოუკიდებელი ჯდომაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. პროცესს მივენდეთ, რაღაცნაირად გვჯეროდა, რომ მაინც შეძლებდა და ნუცა ფეხზე დადგებოდა. არც ერთი წამით იმედი არ დაგვიკარგავს. მაქსიმალურად რაც შეგვეძლო, ყველაფერი ჩავდეთ, რომ სიარული შესძლებოდა. თავიდან ექიმები ზუსტ პასუხს ვერაფერზე მეუბნებოდნენ, რადგან ბევრი რამ ბავშვის მონდომებაზე იყო დამოკიდებული. როგორ იყოჩაღებდა და რამდენად მხნედ დაუდგებოდა ამ გამოწვევას. ამბობდნენ, თუ 2 წლამდე დაჯდება, მაშინ სიარულზეც ვიფიქროთო... ხომ ვამბობ, დამოუკიდებლად დაჯდომაც კი სათუო იყო, რადგან თავს ვერ იჭერდა. ხელში უნდა გვჭეროდა, ან რაღაც სხვა პოზიციაში უნდა ყოფილიყო. სასწაული მოხდა - 2 წლისა დაჯდა. ნუცა დღეს დადის, 3 წლის იყო პირველად დამოუკიდებლად რომ გაიარა.

- მანამდე, როგორც თქვით, თერაპიას გადიოდა და ინტენსიურად ვარჯიშობდა..

- დიახ, დადის ოღონდ, სრულად ჯერ ვერა, მხოლოდ ფეხის წვერებზე. წარმოიდგინეთ ასეთ მდგომარეობაში დარბის კიდეც. უბრალოდ, თავისი დიაგნოზიდან გამომდინარე ტერფის სრულად დადგმა უჭირს. სიელმეც მისი დაავადების შედეგია, რომელიც ოპერაციას ექვემდებარება.

- ე.ი. თავიდანვე ოპტიმისტურად იყავით განწყობილი, არც გიფიქრიათ, რომ რაღაც არ გამოვიდოდა, რაღაც ისე არ იქნებოდა, ხომ?

- მჯეროდა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა... ძალიან თბილი და სხვანაირი ბავშვია. არც თვლის, რომ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე შეზღუდვა აქვს. ამ ყველაფრის შესახებ რაღაც დონეზე ინფორმაცია აქვს... ბავშვი არის გონიერი, საღად მოაზროვნე.

- რა მთავარია, ნიჭიერი და მას რაც ბევრისგან გამოარჩევს, საოცარი ხმისა და სმენის პატრონია. ეს როდის და როგორ აღმოაჩინეთ?

- ლაპარაკიც არ იცოდა, წლის და 2-3 თვის იქნებოდა ნელ-ნელა სიმღერა რომ დაიწყო, მაგრამ როგორც ვატყობდი, საბავშვო სიმღერები არ სიამოვნებდა. არადა, სიმღერაში მე განსხვავებული მიმართულება მომწონს, უფრო ბლუზს, ჯაზს ვუსმენ. რადგან მივხვდი, რომ ბავშვს სხვა რაღაცები აინტერესებდა, მეც ისეთ მუსიკას ვურთავდი, რადგან ვხდებოდი, რომ ის მეტად სიამოვნებდა. წლინახევრიდან თვითონ დაიწყო უცხოურ ენაზე სიმღერა, ან სიმღერაზე აყოლა... 2 წლიდან ინგლისურად გამართულად მღერის, ამის კადრებიც მაქვს. მერე ფრანგულად, ესპანურად, პორტუგალიურად დაიწყო მღერა. ახლა უკვე 7 ენაზე მღერის. თავისთავად სალაპარაკო უცხო ენა არ იცის, მაგრამ სიტყვებს, ტექსტებს სმენით იმახსოვრებს.

- მისი აკომპანიატორი, პარტნიორი, მიმართულების მიმცემი მუსიკაშიც თქვენ ხართ, ხომ?

- მე და დედაჩემი, ანუ ნუცას ბებო. ისიც მუსიკოსია. გიტარის მასწავლებელია...

- მოკლედ მის მუსიკალურ გემოვნებას უვითარებთ, აყალიბებთ და ხელს უწყობთ. ამასთან, დედა-შვილს ინტერნეტსივრცეში, კერძოდ, "ტიკ-ტოკზე" ბევრი გულშემატკივარი გყავთ. იგრძნობა, რომ აუდიტორიას უყვარხართ.

- კი და ჩვენც გვიყვარს მათთან ურთიერთობა. რადგან ვაქტიურობთ სოციალურ ქსელში, ხალხიც ამიტომ ჩვენგან სულ სიახლეს ელოდებიან. ნუციკოს უხარია, რომ მის ნამღერს უსმენენ. უცხოელ ლაივ-კრეატორებთანაც გვაქვს ხოლმე ჩართვები - ჩვენც ვმღერით და ისინიც მღერიან, თუ მომღერლებთან გვაქვს ჩართვები. საინტერესო ლაივებია ხოლმე. ნუცას მოსწონს, ოღონდ მღეროდეს და ვინმე უსმენდეს. თუ მას ოდნავ ეკრანს მოვარიდებ, არ სიამოვნებს, უნდა, რომ კადრში თვითონ გამოჩნდეს და უსმინონ. ზოგადად ძალიან მიზანდასახულია. სანამ სიმღერას არ ისწავლის, ალბათ 100-ჯერ გადაახვევს და მიუბრუნდება, ცხადია, თუ მოსწონს. ცოტა ჯიუტიც არის, შეიძლება ჩემი შერჩეული, თუ შეთავაზებული არ გააკეთოს. დამოუკიდებლად არჩევს ყველაფერს თავისთვის. მებრძოლია, თითქმის სულ თავისი გააქვს. მოსიყვარულეა - უხარია, ქუჩაში რომ უღიმიან და ესეც ეხუტება.

- თქვენ მუსიკალური განათლება გაქვთ?

- შვიდწლედი დავამთავრე და რასაც ახლა მუსიკაში ვაკეთებ, მხოლოდ ჩემით, თვითნასწავლი ვარ. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე უნდა ვყოფილიყავი. ჩავაბარე, მაგრამ ვერ დავამთავრე, რადგან მალევე დავოჯახდი. ისე, ამას იმდენად არ შევუფერხებივარ სწავლის კუთხით, უბრალოდ ნუციკოს პრობლემის გამო სწავლა ვეღარ გავაგრძელე და დავასრულე... ბავშვობაში მომღერლობაზე ვოცნებობდი... ამიტომ ახლა ვცდილობ, რაღაცნაირად ეს დანაკლისი ავინაზღაურო. კონცერტები მაქვს ხოლმე. მალე ერთ-ერთ შოუში მივიღებ მონაწილეობას და ამით ალბათ ჩემი სცენაზე დაბრუნება მოხდება... ადრე ვმღეროდი, სულ სცენაზე ვიდექი. ლატვიაში კონკურსში გრანპრის მფლობელიც გავხდი. ეს გამარჯვება ჩემს დაოჯახებას უძღოდა... ნუციკოს გარდა მყავს 8 წლის ლიზა. ისიც მღერის და კარგად ხატავს... ცოტა ხანში ნუციკო მაყურებელი ერთ-ერთ მეგაპროექტში იხილავს. ახლა დედა-შვილი ამ პროექტების წინასამზადისში ვართ. ლაივებშიც რომ გავდივართ, დღის განმავლობაში, ამისთვის ვემზადებით. რაღაცებს ვგეგმავთ ხოლმე. ლიზა სკოლაში დადის, მეორე კლასშია. სკოლაში რომ მიდის, სახლში მე და ნუციკო ვრჩებით და ახალ სიმღერას ვსწავლობთ.

- რა არის თქვენი სურვილი?

- ნუცა რეალიზებული იყოს ჯერ თავის სამშობლოში და შემდეგ აუცილებლად საზღვარგარეთაც. ეს იმისთვის, რომ მისი ადამიანებს ნიჭიერება საზღვრებს მიღმაც გავაცნოთ. მინდა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს და მეც ამდენი წლის განმავლობაში რაც მინდა და რაღაცები ვერ შევძელი, შევძლო. მინდა, ჩემითაც ამაყობდნენ შვილები და ოჯახი. ჰყავდეთ წარმატებული დედა, რომ მათთვის ვიყო მაგალითი, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ჩემი მეუღლე კი ჩვენი დიდი გულშემატკივარია.