ავტორი:

"ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა, ამიტომ..." - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეებზე

"ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა, ამიტომ..." - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეებზე

ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება პირველად მოხდა და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ნატალიას საყვარელი ადამიანების ლანძღვისგან.

"მისთვის ოჯახის წევრებთან მსგავსი, მარტივად რომ ვთქვა უთანხმოება, დარწმუნებული ვარ პირველად მოხდა. სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, ამიტომ ყველა ვინც ოდნავ მაინც სცემთ ამ მებრძოლ და ულამაზეს გოგოს პატივს, მინიმუმ ამის გამო შეიკავეთ თავი.არ მგონია მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით,მას აძლიერებდეთ,თან მისივე გვერდზე.

როგორი მართლებიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს. არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს. Natalia Kipshidze ძალიან მიყვარხარ,მეამაყები და შენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, რომლისთვისაც იბრძვის" - წერს ნანკა კალატოზიშვილი.

  • ცნობისთვის, ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, მისი ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე საჯაროდ დაუპირისპირდა და ნატალიას მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში დაწერა:

“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა ზურა ყიფშიძე.

ნატალია ზურა ყიფშიძის აღნიშნული კომენტარის პასუხად წერს:

“მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”.