ავტორი:

"საშინელებაა იმის ყურება, როგორ თავხედურად ესხმის თავს ხალხის ნებას, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებს საქართველოს მთავრობა" - ჰელსინკის კომისია

"საშინელებაა იმის ყურება, როგორ თავხედურად ესხმის თავს ხალხის ნებას, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებს საქართველოს მთავრობა" - ჰელსინკის კომისია

საშინელებაა იმის ყურება თუ როგორ თავხედურად ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებს საქართველოს მთავრობა , - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და უმცირესობის ლიდერის მოადგილე, სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია).

“საშინელებაა იმის ყურება თუ როგორ თავხედურად ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას, აშშ-სა და ევროკავშირთან თავის ურთიერთობებს საქართველოს მთავრობა. შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარი იყო, აწვდიდა უსაფრთხოების სფეროში რეალურ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას, და ფინანსური დახმარების მილიარდობით დოლარს. რუსეთს, პირიქით, მხოლოდ უბედურება, განადგურება და სამხედრო ოკუპაცია მოუტანია.

FARA-სთან ან უცხოური გავლენის მონიტორინგის ნებისმიერ სხვა დასავლურ მექანიზმებთან შედარებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომელიც კრემლის ძველ სასაუბრო პუნქტებს იმეორებს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება, და ამ ამ პრინციპების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ”, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: