მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასოდეს გამიშვა" - ნობელიანტი მწერლის კაზუო იშიგუროს ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო მოიარა
"არასოდეს გამიშვა" - ნობელიანტი მწერლის კაზუო იშიგუროს ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

რო­გო­რია შენი ცხოვ­რე­ბა, როცა იცი, რომ ადა­მი­ა­ნი კი არა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­მომ­ხმა­რებ­ლო რე­სურ­სი ხარ? - ეს არის მთა­ვა­რი კი­თხვა, რაც ია­პო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის კა­ზუო იში­გუ­როს რო­მან­ში - „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“ არის დას­მუ­ლი.

ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი 2005 წელს გა­მო­ი­ცა. ეს მისი რი­გით მე­ექ­ვსე ნო­ვე­ლაა, რო­მე­ლიც გვი­ამ­ბობს 1990-იანი წლე­ბის ინ­გლი­სის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მა­სობ­რი­ვად ქმნი­ან კლო­ნებს და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გა­ლუ­რია.

2010 წელს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და მარკ რო­მა­ნე­კის ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს კირა ნა­ით­ლი, კერი მა­ლი­გა­ნი და ენ­დრიუ გარ­ფილ­დი ას­რუ­ლე­ბენ. „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი დრა­მაა, რაც შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ.

კა­ზუო იში­გუ­რომ შექ­მნა ის­ტო­რია, სა­დაც ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის იდეა სამი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლით­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რუთი, ქე­ი­თი და ტომი ინ­გლი­სის გა­ნა­პი­რას მდე­ბა­რე პან­სი­ო­ნის, ჰე­ილ­შე­მის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ეს თით­ქოს გარე სამ­ყა­როს­გან მო­წყვე­ტი­ლი ად­გი­ლია, სა­დაც უც­ნა­უ­რი, მის­ტი­კუ­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს, სა­დაც მათი ცხოვ­რე­ბა და­გეგ­მი­ლია, ბედი - წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი; სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად შთა­ა­გო­ნე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს, რომ ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ­ნი არი­ან. რა­ტომ არი­ან ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ­ნი? რა გა­მო­არ­ჩევს "ჰე­ილ­შე­მის შვი­ლებს" სხვე­ბის­გან? - ბავ­შვე­ბის­თვის პა­სუ­ხი უც­ნო­ბია. ისი­ნი კლო­ნე­ბი არი­ან, სა­მო­მავ­ლოდ კი დო­ნო­რე­ბი უნდა გახ­დნენ. უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა... წლე­ბის შემ­დეგ კი ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ქე­ი­თი უკვე ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­დე­საც რუთი და ტომი კვლავ ჩნდე­ბი­ან მის ცხოვ­რე­ბა­ში. პირ­ვე­ლად, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ჩნდე­ბა იმე­დიც. ქე­ი­თი იხ­სე­ნებს მათ სა­ერ­თო წარ­სულს, ის ხვდე­ბა, თუ რა აქ­ცევს მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და რა გავ­ლე­ნა აქვს ბე­დის ამ „სა­ჩუ­ქარს“ მათ მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ზე.

მწე­რალს ნო­ბე­ლის პრე­მია ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში 2017 წელს მი­ე­ნი­ჭა. იში­გუ­რო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მწე­რა­ლია. გა­მორ­ჩე­უ­ლია მისი სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, „დღის ნარ­ჩე­ნე­ბი“, რის­თვი­საც ბუ­კე­რის პრე­მია მი­ა­ნი­ჭეს. აღ­ნიშ­ნულ პრე­მი­ა­ზე კა­ზუო იში­გუ­რო 4-ჯერ იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბის­თვის: „მო­ფარ­ფა­ტე მსოფ­ლი­ოს ხე­ლო­ვა­ნი“, „რო­დე­საც ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით“, „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“ და რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, „დღის ნარ­ჩე­ნე­ბი“.

„არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“ ჟურ­ნალ­მა Time-მა 1923 წლის შემ­დეგ და­წე­რილ 100 სა­უ­კე­თე­სო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან რო­მანს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. 2008 წელს იში­გუ­როს ამა­ვე გა­მო­ცე­მის სი­ა­ში „1945 წლის შემ­დგომ მოღ­ვა­წე სა­უ­კე­თე­სო 50 ბრი­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლი“ 32-ე ად­გი­ლი მი­ე­ნი­ჭა.

კა­ზუო იში­გუ­როს აქვს უნა­რი, რო­მა­ნებ­ში შექ­მნას მძაფ­რი ემო­ცი­უ­რი ფონი, რის გა­მოც მკი­თხვე­ლი სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი ეც­ნო­ბა მის შე­მოქ­მე­დე­ბას.

მწერ­ლის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი თარ­გმნი­ლია ქარ­თულ ენა­ზე და ხელ­მი­საწ­ვდო­მია „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დსა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში. რო­მა­ნებს შო­რი­საა: „დღის მი­წუ­რულს“, „როცა ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით“, „და შემ­დეგ“, „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“, „დაფ­ლუ­ლი გო­ლი­ა­თი“, „კლა­რა და მზე“.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"არასოდეს გამიშვა" - ნობელიანტი მწერლის კაზუო იშიგუროს ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

"არასოდეს გამიშვა" - ნობელიანტი მწერლის კაზუო იშიგუროს ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

როგორია შენი ცხოვრება, როცა იცი, რომ ადამიანი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ სამომხმარებლო რესურსი ხარ? - ეს არის მთავარი კითხვა, რაც იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს რომანში - „არასოდეს გამიშვა“ არის დასმული.

ნობელიანტი მწერლის ანტიუტოპიური რომანი 2005 წელს გამოიცა. ეს მისი რიგით მეექვსე ნოველაა, რომელიც გვიამბობს 1990-იანი წლების ინგლისის ალტერნატიულ რეალობაზე, რომელშიც ადამიანებისგან მასობრივად ქმნიან კლონებს და ეს აბსოლუტურად ლეგალურია.

2010 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა მარკ რომანეკის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ. „არასოდეს გამიშვა“ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დრამაა, რაც შეიძლება ნახოთ.

კაზუო იშიგურომ შექმნა ისტორია, სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს, სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ. უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც. ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს, ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ „საჩუქარს“ მათ მომავალ ცხოვრებაზე.

მწერალს ნობელის პრემია ლიტერატურაში 2017 წელს მიენიჭა. იშიგურო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული თანამედროვე ინგლისურენოვანი მწერალია. გამორჩეულია მისი სხვა ნაწარმოებები, მაგალითად, „დღის ნარჩენები“, რისთვისაც ბუკერის პრემია მიანიჭეს. აღნიშნულ პრემიაზე კაზუო იშიგურო 4-ჯერ იყო ნომინირებული რომანებისთვის: „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“, „როდესაც ობლები ვიყავით“, „არასოდეს გამიშვა“ და როგორც აღვნიშნეთ, „დღის ნარჩენები“.

„არასოდეს გამიშვა“ ჟურნალმა Time-მა 1923 წლის შემდეგ დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა. 2008 წელს იშიგუროს ამავე გამოცემის სიაში „1945 წლის შემდგომ მოღვაწე საუკეთესო 50 ბრიტანელი მწერალი“ 32-ე ადგილი მიენიჭა.

კაზუო იშიგუროს აქვს უნარი, რომანებში შექმნას მძაფრი ემოციური ფონი, რის გამოც მკითხველი სუნთქვაშეკრული ეცნობა მის შემოქმედებას.

მწერლის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები თარგმნილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და წიგნის მაღაზიებში. რომანებს შორისაა: „დღის მიწურულს“, „როცა ობლები ვიყავით“, „და შემდეგ“, „არასოდეს გამიშვა“, „დაფლული გოლიათი“, „კლარა და მზე“.

R