საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აიმაღლოთ მოტივაცია, თუ სამუშაო მოსაწყენია - 5 გზა
როგორ აიმაღლოთ მოტივაცია, თუ სამუშაო მოსაწყენია - 5 გზა

ზოგ­ჯერ თქვე­ნი მო­ტი­ვა­ცია ეცე­მა, თუ თქვენს უნა­რებს ბო­ლომ­დე ვერ გა­მო­ი­ყე­ნებთ. ზოგ­ჯერ კი შე­იძ­ლე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩეთ თქვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბის­გან, რომ­ლებ­საც თქვენ ხელ­მძღვა­ნე­ლობთ, ან რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შა­ოს­გან, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნას. ასეთ დროს, ცხოვ­რე­ბა ნაკ­ლე­ბად ხა­ლი­სი­ა­ნი ხდე­ბა.

აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლეთ კო­ლე­გებ­თან

როცა სულ კომ­პი­უ­ტერ­თან ზი­ხართ, ას­რუ­ლებთ და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლებ­ზეც უშუ­ა­ლოდ ხართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ივი­წყებთ კომ­პა­ნი­ის მი­სი­ას. შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს, რომ მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­დე­გად გრძნობთ, რომ ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გაქვთ. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­ლე­გებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია.

თუ გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობთ, შე­ე­ცა­დეთ შექ­მნათ ეს ატ­მოს­ფე­რო. გა­და­აჯ­გუ­ფეთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, შეც­ვა­ლეთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზა, ან შეც­ვა­ლეთ სა­ო­ფი­სე კულ­ტუ­რის ზო­გი­ერ­თი ელე­მენ­ტი ისე, რომ ადა­მი­ა­ნებს მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდეთ ერ­თად მუ­შა­ო­ბის. თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, მო­ი­ძი­ეთ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი: შექ­მე­ნით რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი კო­ლე­გებ­თან ერ­თად, შეს­თა­ვა­ზეთ დახ­მა­რე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეთ დის­კუ­სი­ებ­ში.

გა­და­ხე­დეთ სხვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას

შე­საძ­ლოა, გსურთ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ არ გაქვთ ამის მო­ტი­ვა­ცია ან ცოდ­ნა. იპო­ვეთ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­გა­ნაც მი­ი­ღებთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ვინ­მე, რო­მელ­საც იც­ნობთ ან თქვენს სფე­რო­ში ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რი გსმე­ნი­ათ.

მო­ი­ძი­ეთ წიგ­ნე­ბი შთა­გო­ნე­ბის­თვის

ჩვე­ნი იდე­ე­ბი პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ მიერ აღ­ქმულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. ასე რომ, თუ თავს ჩა­კე­ტი­ლად გრძნობთ, აი­ღეთ წიგ­ნი, რო­მე­ლიც არის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. მი­ი­ღებთ ახალ იდე­ებს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. მო­ი­ძი­ეთ ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თქვენს სფე­როს­თან, რად­გან ისი­ნი ბევ­რს ფიქ­რობ­დნენ იმა­ვე სა­კი­თხებ­ზე, რო­მელ­ზეც თქვენ.

მარ­კუს რაშ­ფორ­დი „მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი­სა“ და ინ­გლი­სის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შეა − ეს უკვე დიდი მიღ­წე­ვაა! მაგ­რამ მხო­ლოდ კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბით არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლა − მან სა­კუ­თა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ში და­ი­ნა­ხა − ბავ­შვთა შიმ­ში­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო და ასო­ბით ბავ­შვს ბავ­შვო­ბა გა­უ­ლა­მა­ზა. ეს მარ­კუს რაშ­ფორ­დია, რო­მე­ლიც ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­გლი­სე­ლი ბიჭი იყო, ცხოვ­რობ­და მან­ჩეს­ტე­რის სამ­ხრე­თით, უი­დენ­შო­ში, და ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და... მარ­კუს­მა მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა, დიდ მიზ­ნებ­საც მი­აღ­წია და წარ­მა­ტე­ბე­ბის გზე­ბი­თაც იარა და ახლა ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­როს. „შენ ჩემ­პი­ო­ნი ხარ“ ბევ­რი მე­ოც­ნე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მეგ­ზუ­რი და ერ­თგუ­ლი მრჩე­ვე­ლი გახ­და. ამ წიგნ­ში აღ­მო­ა­ჩენ, თუ რო­გორ გახ­დე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი; რო­გორ და­ი­სა­ხო დიდი მიზ­ნე­ბი და მერე რო­გორ გა­ი­ა­რო ამ მიზ­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი; გა­მო­ი­მუ­შაო ჩემ­პი­ო­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი, იმუ­შაო სა­კუ­თა­რი თა­ვის სრულ­ყო­ფა­ზე და არა­სო­დეს შე­წყვი­ტო სწავ­ლა.

მო­ი­თხო­ვეთ უკუ­კავ­ში­რი

ეს და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ხე­დოთ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას სხვა პერ­სპექ­ტი­ვი­დან. მო­ი­თხო­ვეთ უკუ­კავ­ში­რი თქვე­ნი მე­ნე­ჯე­რის­გან ან გუნ­დის წევ­რე­ბის­გან და ნა­ხავთ, რა ამო­ცა­ნებ­ზე უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა, რა მიზ­ნე­ბი და­ი­სა­ხოთ. მიზ­ნე­ბის ქონა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მუ­შა­ო­თი კმა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის. ეს ხელს უწყობს მო­წყე­ნი­ლო­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის დაძ­ლე­ვას.

იპო­ვეთ ჰობი

თუ ერ­თა­დერ­თი, რა­შიც ენერ­გი­ას დებთ, არის სა­მუ­შაო, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­წყინ­დე­ბათ. ამი­ტომ შე­ე­ცა­დეთ იპო­ვოთ სხვა რამ, რაც გა­ინ­ტე­რე­სებთ. მა­გა­ლი­თად, ახა­ლი ჰობი. ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა და თავს ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნობთ. შე­დე­გად სი­ა­მოვ­ნე­ბით იმუ­შა­ვებთ.

როგორ აიმაღლოთ მოტივაცია, თუ სამუშაო მოსაწყენია - 5 გზა

როგორ აიმაღლოთ მოტივაცია, თუ სამუშაო მოსაწყენია - 5 გზა

ზოგჯერ თქვენი მოტივაცია ეცემა, თუ თქვენს უნარებს ბოლომდე ვერ გამოიყენებთ. ზოგჯერ კი შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ თქვენი გუნდის წევრებისგან, რომლებსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ან რუტინული სამუშაოსგან, რომელიც ხელს უშლის თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. ასეთ დროს, ცხოვრება ნაკლებად ხალისიანი ხდება.

აქტიურად ითანამშრომლეთ კოლეგებთან

როცა სულ კომპიუტერთან ზიხართ, ასრულებთ დავალებებს, რომლებზეც უშუალოდ ხართ პასუხისმგებელი, ივიწყებთ კომპანიის მისიას. შეიძლება ჩანდეს, რომ მეტის გაკეთება შეუძლებელია. შედეგად გრძნობთ, რომ ბევრი შესაძლებლობა არ გაქვთ. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია კოლეგებთან კომუნიკაცია.

თუ გუნდს ხელმძღვანელობთ, შეეცადეთ შექმნათ ეს ატმოსფერო. გადააჯგუფეთ თანამშრომლები, შეცვალეთ კომუნიკაციის გზა, ან შეცვალეთ საოფისე კულტურის ზოგიერთი ელემენტი ისე, რომ ადამიანებს მოტივაცია გაუჩნდეთ ერთად მუშაობის. თუ ჩვეულებრივი თანამშრომელი ხართ, მოიძიეთ სხვა შესაძლებლობები: შექმენით რაიმე ღირებული კოლეგებთან ერთად, შესთავაზეთ დახმარება, მონაწილეობა მიიღეთ დისკუსიებში.

გადახედეთ სხვების გამოცდილებას

შესაძლოა, გსურთ რაიმე კონკრეტულის მიღწევა, მაგრამ არ გაქვთ ამის მოტივაცია ან ცოდნა. იპოვეთ ადამიანი, რომლისგანაც მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს ვინმე, რომელსაც იცნობთ ან თქვენს სფეროში ცნობილი პროფესიონალი, რომლის შესახებაც ბევრი გსმენიათ.

მოიძიეთ წიგნები შთაგონებისთვის

ჩვენი იდეები პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენ მიერ აღქმულ ინფორმაციაზე. ასე რომ, თუ თავს ჩაკეტილად გრძნობთ, აიღეთ წიგნი, რომელიც არის შთაგონების წყარო. მიიღებთ ახალ იდეებს, გადაწყვეტილებებს. მოიძიეთ ავტორები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს სფეროსთან, რადგან ისინი ბევრს ფიქრობდნენ იმავე საკითხებზე, რომელზეც თქვენ.

მარკუს რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშეა − ეს უკვე დიდი მიღწევაა! მაგრამ მხოლოდ კარიერული წარმატებით არ დაკმაყოფილებულა − მან საკუთარი სამოქალაქო ვალდებულება სოციალურ აქტივობაში დაინახა − ბავშვთა შიმშილობის წინააღმდეგ შთამაგონებელი კამპანია წამოიწყო და ასობით ბავშვს ბავშვობა გაულამაზა. ეს მარკუს რაშფორდია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ინგლისელი ბიჭი იყო, ცხოვრობდა მანჩესტერის სამხრეთით, უიდენშოში, და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა... მარკუსმა მთავარი ოცნება აიხდინა, დიდ მიზნებსაც მიაღწია და წარმატებების გზებითაც იარა და ახლა ცდილობს საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. „შენ ჩემპიონი ხარ“ ბევრი მეოცნებისთვის ცხოვრებისეული მეგზური და ერთგული მრჩეველი გახდა. ამ წიგნში აღმოაჩენ, თუ როგორ გახდე თავდაჯერებული; როგორ დაისახო დიდი მიზნები და მერე როგორ გაიარო ამ მიზნებამდე მისასვლელი გზები; გამოიმუშაო ჩემპიონის უნარ-ჩვევები, იმუშაო საკუთარი თავის სრულყოფაზე და არასოდეს შეწყვიტო სწავლა.

მოითხოვეთ უკუკავშირი

ეს დაგეხმარებათ შეხედოთ თქვენს საქმიანობას სხვა პერსპექტივიდან. მოითხოვეთ უკუკავშირი თქვენი მენეჯერისგან ან გუნდის წევრებისგან და ნახავთ, რა ამოცანებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა მიზნები დაისახოთ. მიზნების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისა და სამუშაოთი კმაყოფილებისთვის. ეს ხელს უწყობს მოწყენილობისა და მოტივაციის ნაკლებობის დაძლევას.

იპოვეთ ჰობი

თუ ერთადერთი, რაშიც ენერგიას დებთ, არის სამუშაო, დროთა განმავლობაში მოგწყინდებათ. ამიტომ შეეცადეთ იპოვოთ სხვა რამ, რაც გაინტერესებთ. მაგალითად, ახალი ჰობი. ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება და თავს ბედნიერად იგრძნობთ. შედეგად სიამოვნებით იმუშავებთ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"