სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლოს ინახავს 1000 წლის წინანდელი ჩაძირული ირლანდიური ტაძარი - "ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას"
რა საიდუმლოს ინახავს 1000 წლის წინანდელი ჩაძირული ირლანდიური ტაძარი - "ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას"

ირ­ლან­დია უძ­ვე­ლე­სი და წარ­მო­უდ­გენ­ლად მდი­და­რი ის­ტო­რი­ის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­თა დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. მისი პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ვე­ბი­დან და კელ­ტუ­რი იდენ­ტო­ბი­დან, ვი­კინ­გე­ბის შე­მო­სე­ვე­ბამ­დე და რე­ვო­ლუ­ცი­ურ ომე­ბამ­დე, ის რე­ა­ლუ­რად ის­ტო­რი­ის წიგ­ნია. მის მი­წებ­ზე, სა­დაც ყო­ვე­ლი ქვა სუ­ლი­ე­რე­ბი­თაა სავ­სე, ბევ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ნას­ტე­რია. კუნ­ძულ Inis Oirr-ზე არის ერთ-ერთი ასე­თი, ყო­ველ­მხრივ უნი­კა­ლუ­რი ეკ­ლე­სია, რო­მელ­საც ჩა­ძი­რულ ეკ­ლე­სი­ას, წმინ­და კა­ვანს უწო­დე­ბენ.

ინიშ ოი­რას ხიბ­ლი

ეკ­ლე­სია და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, მი­ტო­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ლა­მაზ კირ­ქვის კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ზო­გა­დად ინიშ ოი­რა­ზე ბევ­რია ეკ­ლე­სი­ე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის ნან­გრე­ვე­ბი. იქ შეგ­ხვდე­ბათ სიწ­მინ­დე­ე­ბი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტაძ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე უძ­ვე­ლე­სი ხა­ნის გა­ლა­ვა­ნი და ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სავ­სეა იდუ­მა­ლი ლე­გენ­დე­ბით. კუნ­ძულ­ზე მხო­ლოდ 250 მო­სახ­ლეა. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ლე დრო­შიც კი მიხ­ვდე­ბით, რომ კუნ­ძუ­ლი წარ­მო­უდ­გენ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლია ბე­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ღმერ­თთან და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

ინიშ ოირა არის უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ირ­ლან­დი­უ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ხიბ­ლავს ყვე­ლას, ვინც კუნ­ძულს ეს­ტუმ­რე­ბა. ეს ად­გი­ლი ცნო­ბი­ლია მომ­ხიბ­ლა­ვი პე­ი­ზა­ჟე­ბით, ქვი­ში­ა­ნი პლა­ჟე­ბით, უძ­ვე­ლე­სი ნან­გრე­ვე­ბი­თა და უნი­კა­ლუ­რი ფლო­რით.

წმინ­და კა­ვა­ნის ეკ­ლე­სია

ინიშ ოი­რას ჩა­ძი­რუ­ლი ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია მისი მფარ­ვე­ლის კა­ვა­ნის სა­ხე­ლით. ამ წმინ­და­ნის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს. ის­ტო­რი­კო­სე­ბი თვლი­ან, რომ ის იყო წმინ­და კე­ვინ გლენ­და­ლო­უს ძმა. ლე­გენ­დე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და კა­ვა­ნი ცხოვ­რობ­და კუნ­ძულ­ზე, სა­დაც და­ა­არ­სა სა­მო­ნას­ტრო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ზო­გი­ერ­თი წყა­რო ამ­ბობს, რომ ის იყო მკაც­რი ბერი, რო­მე­ლიც ეწე­ო­და ას­კე­ტურ ცხოვ­რე­ბას და თავი ღმერ­თს მი­უ­ძღვნა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­ი­წყეს მისი, რო­გორც წმინ­და­ნის თაყ­ვა­ნის­ცე­მა. მკვლევ­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კა­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი 865 წე­ლია. იგი დაკ­რძა­ლეს იქვე, მოკ­რძა­ლე­ბულ ქვის სა­მარხში, კუნ­ძუ­ლის აღ­მო­სავ­ლეთ კი­დე­ზე. ერთი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ამ ად­გი­ლას ეკ­ლე­სია აშენ­და, რო­მელ­საც მისი სა­ხე­ლი ეწო­და.

ჩა­ძი­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ი­დუმ­ლო

ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო ინი­შე­რის ქვი­ში­ან სა­ნა­პი­როს­თან. ქა­რის ძლი­ე­რი ნა­კა­დი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქვი­შით ფა­რავ­და მას. მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბა თან­და­თან გაქ­რა თვალ­თა­ხედ­ვი­დან და ის­ტო­რი­ამ ის სრუ­ლი­ად და­ი­ვი­წყა.

ახ­ლა­ხან არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ეკ­ლე­სია მი­წის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ტა­ძარ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ზრუ­ნავს. თუმ­ცა, ის მი­წის დო­ნი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის ქვე­მოთ მდე­ბა­რე­ობს და თით­ქოს ჩა­ძი­რუ­ლია. სწო­რედ აქე­დან გაჩ­ნდა სა­ხე­ლი - ჩა­ძი­რუ­ლი ეკ­ლე­სია. ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უნი­კა­ლუ­რია. მისი სა­კურ­თხე­ვე­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლია ირ­ლან­დი­ა­ში, თუმ­ცა ის ფაქ­ტობ­რი­ვად ნან­გრე­ვებ­შია. ქვის კედ­ლე­ბის ნაშ­თე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ასა­ხავს იმ დროს პო­პუ­ლა­რულ კლა­სი­კურ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სტილს, ისე­ვე რო­გორც ირ­ლან­დი­ურ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ტრა­დი­ცი­ებს.

სამ­წუ­ხა­როდ, მის სი­ლა­მა­ზეს მხო­ლოდ სა­კურ­თხე­ვე­ლი და მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე შე­მორ­ჩა. გა­თხრებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ შე­ნო­ბა მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში გა­და­ა­კე­თეს. დღეს­დღე­ო­ბით ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ინი­ში­ერ­ში იმ დროს რე­ლი­გი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ყვა­ო­და. გაც­ვე­თი­ლი ქვე­ბი შე­ი­ცავს უძ­ვე­ლე­სი წარ­სუ­ლის გა­მო­ძა­ხილს, აქ შე­გიძ­ლი­ათ იგ­რძნოთ სუ­ლი­ე­რი ერ­თი­ა­ნო­ბა ღმერ­თთან.

ეკ­ლე­სი­ი­დან არც ისე შორს მდე­ბა­რე­ობს წმინ­და კა­ვა­ნის საფ­ლა­ვი. ეს არის პა­ტა­რა ქვის საფ­ლა­ვი, სა­დაც ყვე­ლას შე­უძ­ლია კი­ბე­ებ­ზე ჩას­ვლა და წმინ­და­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა, ასე­ვე სიმ­შვი­დით დატ­კბო­ბა.

ჩა­ძი­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გარ­და იქ ბევ­რია სა­ნა­ხა­ვი: ლე­გენ­დე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი თვალ­წარმ­ტა­ცი პე­ი­ზა­ჟე­ბი, მე-14 სა­უ­კუ­ნის ო'ბრა­ი­ე­ნის ცი­ხის ნაშ­თე­ბი, წმინ­და ფი­აკ­რას ჭა და შთამ­ბეჭ­და­ვი შუ­ქუ­რა. ინიშ ოირა არის პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლი დიდი ის­ტო­რი­ით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა საიდუმლოს ინახავს 1000 წლის წინანდელი ჩაძირული ირლანდიური ტაძარი - "ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას"

რა საიდუმლოს ინახავს 1000 წლის წინანდელი ჩაძირული ირლანდიური ტაძარი - "ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას"

ირლანდია უძველესი და წარმოუდგენლად მდიდარი ისტორიის ქვეყანაა, რომელიც მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს. მისი პრეისტორიული ფესვებიდან და კელტური იდენტობიდან, ვიკინგების შემოსევებამდე და რევოლუციურ ომებამდე, ის რეალურად ისტორიის წიგნია. მის მიწებზე, სადაც ყოველი ქვა სულიერებითაა სავსე, ბევრი ქრისტიანული მონასტერია. კუნძულ Inis Oirr-ზე არის ერთ-ერთი ასეთი, ყოველმხრივ უნიკალური ეკლესია, რომელსაც ჩაძირულ ეკლესიას, წმინდა კავანს უწოდებენ.

ინიშ ოირას ხიბლი

ეკლესია დასავლეთ სანაპიროზე, მიტოვებული, მაგრამ ლამაზ კირქვის კუნძულზე მდებარეობს. ზოგადად ინიშ ოირაზე ბევრია ეკლესიებისა და მონასტრების ნანგრევები. იქ შეგხვდებათ სიწმინდეები და ქრისტიანული ტაძრები, აგრეთვე უძველესი ხანის გალავანი და ციხესიმაგრეები, რომლებიც სავსეა იდუმალი ლეგენდებით. კუნძულზე მხოლოდ 250 მოსახლეა. იქ გატარებული მოკლე დროშიც კი მიხვდებით, რომ კუნძული წარმოუდგენლად მიმზიდველია ბერებისთვის, რომლებიც ღმერთთან დაახლოებას ცდილობდნენ.

ინიშ ოირა არის უნიკალური კულტურისა და ირლანდიური მემკვიდრეობის კომბინაცია, რომელიც ხიბლავს ყველას, ვინც კუნძულს ესტუმრება. ეს ადგილი ცნობილია მომხიბლავი პეიზაჟებით, ქვიშიანი პლაჟებით, უძველესი ნანგრევებითა და უნიკალური ფლორით.

წმინდა კავანის ეკლესია

ინიშ ოირას ჩაძირული ეკლესია ყველაზე ცნობილია მისი მფარველის კავანის სახელით. ამ წმინდანის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ისტორიკოსები თვლიან, რომ ის იყო წმინდა კევინ გლენდალოუს ძმა. ლეგენდების მიხედვით, წმინდა კავანი ცხოვრობდა კუნძულზე, სადაც დააარსა სამონასტრო საზოგადოება. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ის იყო მკაცრი ბერი, რომელიც ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას და თავი ღმერთს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივებმა დაიწყეს მისი, როგორც წმინდანის თაყვანისცემა. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ კავანის გარდაცვალების თარიღი 865 წელია. იგი დაკრძალეს იქვე, მოკრძალებულ ქვის სამარხში, კუნძულის აღმოსავლეთ კიდეზე. ერთი საუკუნის შემდეგ ამ ადგილას ეკლესია აშენდა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.

ჩაძირული ეკლესიის საიდუმლო

ეკლესია ძალიან ახლოს იყო ინიშერის ქვიშიან სანაპიროსთან. ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას. მიტოვებული შენობა თანდათან გაქრა თვალთახედვიდან და ისტორიამ ის სრულიად დაივიწყა.

ახლახან არქეოლოგებმა სამუშაოების დროს ეკლესია მიწისგან გაათავისუფლეს და ტაძარზე ადგილობრივი მოსახლეობა ზრუნავს. თუმცა, ის მიწის დონიდან რამდენიმე მეტრის ქვემოთ მდებარეობს და თითქოს ჩაძირულია. სწორედ აქედან გაჩნდა სახელი - ჩაძირული ეკლესია. ის აბსოლუტურად უნიკალურია. მისი საკურთხეველი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულია ირლანდიაში, თუმცა ის ფაქტობრივად ნანგრევებშია. ქვის კედლების ნაშთები შესანიშნავად ასახავს იმ დროს პოპულარულ კლასიკურ არქიტექტურულ სტილს, ისევე როგორც ირლანდიურ არქიტექტურულ ტრადიციებს.

სამწუხაროდ, მის სილამაზეს მხოლოდ საკურთხეველი და მის გარშემო არსებული სივრცე შემორჩა. გათხრებმა აჩვენა, რომ შენობა მე-11 საუკუნეში გადააკეთეს. დღესდღეობით ნათელი მაგალითია იმისა, რომ ინიშიერში იმ დროს რელიგიური ცხოვრება ყვაოდა. გაცვეთილი ქვები შეიცავს უძველესი წარსულის გამოძახილს, აქ შეგიძლიათ იგრძნოთ სულიერი ერთიანობა ღმერთთან.

ეკლესიიდან არც ისე შორს მდებარეობს წმინდა კავანის საფლავი. ეს არის პატარა ქვის საფლავი, სადაც ყველას შეუძლია კიბეებზე ჩასვლა და წმინდანის პატივისცემა, ასევე სიმშვიდით დატკბობა.

ჩაძირული ეკლესიის გარდა იქ ბევრია სანახავი: ლეგენდებით გაჟღენთილი თვალწარმტაცი პეიზაჟები, მე-14 საუკუნის ო'ბრაიენის ციხის ნაშთები, წმინდა ფიაკრას ჭა და შთამბეჭდავი შუქურა. ინიშ ოირა არის პატარა კუნძული დიდი ისტორიით.