Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი: თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე - ცნობიერი კრანიოტომია
ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი: თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე - ცნობიერი კრანიოტომია

ცნო­ბი­ე­რი კრა­ნი­ო­ტო­მია - ეს არის ოპე­რა­ცია თა­ვის ტვინ­ზე, რო­დე­საც ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პა­ცი­ენ­ტი არის გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი. წი­ნამ­დე­ბა­რე ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი არ­ჩილ ერის­თა­ვი, რო­მელ­საც უკვე არა­ერ­თი ამ ტი­პის ოპე­რა­ცია აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გა­მარ­ჯო­ბა. გმად­ლობთ, რომ დრო დაგ­ვით­მეთ დღეს ჩვენ­თან სა­სა­უბ­როდ. გვი­თხა­რით თუ შე­იძ­ლე­ბა რას ნიშ­ნავს გაღ­ვი­ძე­ბულ პა­ცი­ენტზე ტვი­ნის ოპე­რა­ცია და რო­დის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იგი?

ტვი­ნის ოპე­რა­ცია ცნო­ბი­ერ, ანუ გაღ­ვი­ძე­ბულ პა­ცი­ენტზე (ცნო­ბი­ე­რი კრა­ნი­ო­ტო­მია), არის ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ფხიზ­ლად მყოფ პა­ცი­ენტზე. ამ ტი­პის ოპე­რა­ცი­ე­ბი კეთ­დე­ბა ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის, სის­ხლძარ­ღვთა პა­თო­ლო­გი­ე­ბის (მაგ. არ­ტე­რი­ო­ვე­ნო­ზუ­რი მალ­ფორ­მა­ცი­ე­ბი) ან ეპი­ლეფ­სი­უ­რი კე­რე­ბის დროს, რო­დე­საც ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას სა­ჭი­როა რე­ა­ლურ დრო­ში შე­ფას­დეს გარ­კვე­უ­ლი ტვი­ნის ფუნ­ქცია. ასე­თი ოპე­რა­ცი­ის მთა­ვა­რია მი­ზა­ნია, რა­დი­კა­ლუ­რო­ბის გაზ­რდა და ამავდრო­უ­ლად ტვი­ნის კრი­ტი­კუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

თუ შე­გიძ­ლი­ათ გაგ­ვაც­ნოთ, რო­გო­რია ცნო­ბი­ე­რი ტვი­ნის ოპე­რა­ცი­ის პრო­ცე­სი? რა ეტა­პებს გა­დის პა­ცი­ენ­ტი ამ ტი­პის ოპე­რა­ცი­ის დროს?

ოპე­რა­ცი­ის პრო­ცე­სი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად ეტაპს:

და­სა­წყის­ში, ოპე­რა­ცი­ის მი­და­მოს კანს და რბილ ქსო­ვი­ლებს ვა­ყუ­ჩებთ ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის შეყ­ვა­ნით. ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს პა­ცი­ენ­ტის­თვის ოპე­რა­ცი­იც სა­წყი­სი ეტა­პის კომ­ფორ­ტუ­ლო­ბას. კა­ნის და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, კეთ­დე­ბა კრა­ნი­ო­ტო­მია. არ­სე­ბობს თა­ვის ტვი­ნის ოპე­რა­ცი­ის გაღ­ვი­ძე­ბულ­ზე ჩა­ტა­რე­ბის ორი მე­თო­დი. ერთი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ფხიზ­ლად რჩე­ბა მთლი პრო­ცე­დუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში (ცნო­ბი­ე­რი კრა­ნი­ო­ტო­მია), მე­ო­რე რო­დე­საც მას აღ­ვი­ძე­ბენ მხო­ლოდ იმ ნა­წი­ლის­თვის, რო­დე­საც ნე­ი­რო­ქი­რურ­გი უახ­ლოვ­დე­ბა ან მა­ნი­პუ­ლი­რებს თა­ვის ტვი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრის ახ­ლოს (მძი­ნა­რე-ცნო­ბი­ე­რი-მძი­ნა­რე). მნიშ­ვნე­ლო­ვან უბ­ნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და სენ­სო­რუ­ლი ცენ­ტრე­ბი (პრე­ცენ­ტრა­ლუ­რი და პოსტცენ­ტრა­ლუ­რი ხვე­უ­ლი), ან მე­ტყვე­ლე­ბის წარ­მოქ­მნის უბა­ნი/ბრო­კას უბა­ნი (უკა­ნა ქვე­და შუბ­ლის ხვე­უ­ლი დო­მი­ნან­ტურ ჰე­მის­ფე­რო­ზე) და მე­ტყვე­ლე­ბის აღ­ქმის უბა­ნი/ვერ­ნი­კეს უბა­ნი (სა­ფეთ­ქლის ზედა ხვე­უ­ლის უკა­ნა სეგ­მენ­ტი დო­მი­ნან­ტურ ჰე­მის­ფე­რო­ში).

კრა­ნი­ო­ტო­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ვი­წყებთ ტვი­ნის უბ­ნე­ბის მო­ნიშ­ვნას, რათა გან­ვსა­ზღვროთ და და­ვიც­ვათ ტვი­ნის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­ე­ბი. ჩვენ ხში­რად ვი­ყე­ნებთ სპე­ცი­ა­ლურ ელექტრდებს ტვინ­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რე უბ­ნე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის. ასე­ვე პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა ვთხო­ვოთ, რომ შე­ას­რუ­ლოს ესა თუ ის ქმე­დე­ბა ან უპა­სუ­ხოს კი­თხვებს, სა­ნამ ჩვენ ამ უბ­ნე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას ვახ­დენთ.

ტვი­ნის ამა თუ იმ კრი­ტი­კუ­ლი ზო­ნის მო­ნიშ­ვნის შემ­დეგ, ვაგ­რძე­ლებთ პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლის მო­ცი­ლე­ბას. მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და პა­ცი­ენ­ტის ფუნ­ქცი­ე­ბის რე­ა­ლურ დრო­ში შე­ფა­სე­ბა გვეხ­მა­რე­ბა ოპე­რა­ცი­ის დროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ არ გავ­ცდეთ უსაფრ­თხო ზღვარს. მა­გა­ლი­თად, თუ ჩვენ ვა­შო­რებთ სიმ­სივ­ნეს, პა­ცი­ენ­ტის პა­სუ­ხე­ბი გვეხ­მა­რე­ბა იმის გარ­კვე­ვა­ში, თუ რამ­დე­ნი ქსო­ვი­ლის ამო­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხოდ. ამ გზით, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვზრდით სიმ­სივ­ნის მო­ცი­ლე­ბის რა­დი­კა­ლუ­რო­ბას და მი­ნი­მუ­მამ­დე ვამ­ცი­რებთ ტვი­ნის ჯან­სა­ღი ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბას.

რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს პა­ცი­ენტზე ამ ტი­პის ოპე­რა­ცია? რა არის გაღ­ვი­ძე­ბულ პა­ცი­ენტზე ტვი­ნის ოპე­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი სარ­გე­ბე­ლი?

ნო­ბი­ერ პა­ცი­ენტზე ტვი­ნის ოპე­რა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს:

  1. ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა: ის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გან­ვსა­ზღვროთ და და­ვიც­ვათ ტვი­ნის კრი­ტი­კუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, რო­გო­რიც არის მე­ტყვე­ლე­ბა, მოძ­რა­ო­ბა ან მგრძნო­ბე­ლო­ბა, რაც ამ­ცი­რებს ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დე­ფი­ცი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.
  2. სიმ­სივ­ნის მო­ცი­ლე­ბის რა­დი­კა­ლუ­რო­ბა ანუ მისი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ცი­ლე­ბა: თა­ვის ტვი­ნის ონ­კო­ლო­გი­ის შე­თხვე­ვა­ში, გაღ­ვი­ძე­ბულ პა­ცი­ენტზე ოპე­რა­ცია ხში­რად სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მაქ­სი­მა­ლუ­რად ამო­ვი­ღოთ ტვი­ნის სიმ­სივ­ნე, რაც აუმ­ჯო­ბე­სებს პა­ცი­ენ­ტის გრძელ­ვა­დი­ან პროგ­ნოზს.
  3. ეპი­ლეფ­სი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ასე­თი ოპე­რა­ცია ხელს უწყობს იმ ეპი­ლეფ­სი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის უბ­ნის მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით დად­გე­ნას, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ამო­იჭ­რას უსაფრ­თხოთ ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად.

ვის სჭირ­დე­ბა ამ ტი­პის ოპე­რა­ცია?

ცნო­ბი­ერ პა­ცი­ენტზე ტვი­ნის ოპე­რა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის, რო­დე­საც ონ­კო­ლო­გი­უ­რი კერა, თა­ვის ტვი­ნის კრი­ტი­კულ უბან­ში ან მის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს, ასე­ვე ეპი­ლეფ­სი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა ეპი­ლეფ­ტი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის უბა­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა თა­ვის ტვი­ნის ამა თუ იმ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლებ­ში.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა ექ­სპერტთა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ.

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ გაღ­ვი­ძე­ბულ პა­ცი­ენტზე ტვი­ნის ოპე­რა­ცია არის უაღ­რე­სად სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის და პა­ცი­ენ­ტის ფრთხი­ლად შერ­ჩე­ვას.

ნე­ი­რო­ქი­რურგ არ­ჩილ ერის­თა­ვის შე­სა­ხებ:

ნე­ი­რო­ქი­რურ­გი არ­ჩილ ერის­თა­ვი 22 წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში. მისი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია მო­ი­ცავს თა­ვის ტვი­ნის, ზურ­გის ტვი­ნის, ხერ­ხემ­ლის და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გო­რიც არის ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გია, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ხერ­ხემ­ლის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

ნე­ი­რო­ქი­რურგ არ­ჩილ ერის­თა­ვის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია:

Neurosurgeon.ge

ტელ: +995 599820404

ელ.ფოს­ტა: contact@neurosurgeon.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი: თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე - ცნობიერი კრანიოტომია

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი: თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე - ცნობიერი კრანიოტომია

ცნობიერი კრანიოტომია - ეს არის ოპერაცია თავის ტვინზე, როდესაც ოპერაციის მიმდინარეობისას პაციენტი არის გაღვიძებული. წინამდებარე ინტერვიუში ამ თემაზე გვესაუბრება ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, რომელსაც უკვე არაერთი ამ ტიპის ოპერაცია აქვს ჩატარებული საქართველოში.

გამარჯობა. გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ დღეს ჩვენთან სასაუბროდ. გვითხარით თუ შეიძლება რას ნიშნავს გაღვიძებულ პაციენტზე ტვინის ოპერაცია და როდის გამოიყენება იგი?

ტვინის ოპერაცია ცნობიერ, ანუ გაღვიძებულ პაციენტზე (ცნობიერი კრანიოტომია), არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც ტარდება ფხიზლად მყოფ პაციენტზე. ამ ტიპის ოპერაციები კეთდება ტვინის სიმსივნეების, სისხლძარღვთა პათოლოგიების (მაგ. არტერიოვენოზური მალფორმაციები) ან ეპილეფსიური კერების დროს, როდესაც ოპერაციის მსვლელობისას საჭიროა რეალურ დროში შეფასდეს გარკვეული ტვინის ფუნქცია. ასეთი ოპერაციის მთავარია მიზანია, რადიკალურობის გაზრდა და ამავდროულად ტვინის კრიტიკული ფუნქციების შენარჩუნება.

თუ შეგიძლიათ გაგვაცნოთ, როგორია ცნობიერი ტვინის ოპერაციის პროცესი? რა ეტაპებს გადის პაციენტი ამ ტიპის ოპერაციის დროს?

ოპერაციის პროცესი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:

დასაწყისში, ოპერაციის მიდამოს კანს და რბილ ქსოვილებს ვაყუჩებთ ადგილობრივი ანესთეზიის შეყვანით. ეს უზრუნველყოფს პაციენტისთვის ოპერაციიც საწყისი ეტაპის კომფორტულობას. კანის და რბილი ქსოვილების მობილიზაციის შემდეგ, კეთდება კრანიოტომია. არსებობს თავის ტვინის ოპერაციის გაღვიძებულზე ჩატარების ორი მეთოდი. ერთი, როდესაც პაციენტი ფხიზლად რჩება მთლი პროცედურის განმავლობაში (ცნობიერი კრანიოტომია), მეორე როდესაც მას აღვიძებენ მხოლოდ იმ ნაწილისთვის, როდესაც ნეიროქირურგი უახლოვდება ან მანიპულირებს თავის ტვინის მნიშვნელოვანი ცენტრის ახლოს (მძინარე-ცნობიერი-მძინარე). მნიშვნელოვან უბნებს მიეკუთვნება მამოძრავებელი და სენსორული ცენტრები (პრეცენტრალური და პოსტცენტრალური ხვეული), ან მეტყველების წარმოქმნის უბანი/ბროკას უბანი (უკანა ქვედა შუბლის ხვეული დომინანტურ ჰემისფეროზე) და მეტყველების აღქმის უბანი/ვერნიკეს უბანი (საფეთქლის ზედა ხვეულის უკანა სეგმენტი დომინანტურ ჰემისფეროში).

კრანიოტომიის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ტვინის უბნების მონიშვნას, რათა განვსაზღვროთ და დავიცვათ ტვინის ძირითადი ფუნქციები. ჩვენ ხშირად ვიყენებთ სპეციალურ ელექტრდებს ტვინში პათოლოგიური დაზიანების მიმდებარე უბნების სტიმულირებისთვის. ასევე პაციენტს შეიძლება ვთხოვოთ, რომ შეასრულოს ესა თუ ის ქმედება ან უპასუხოს კითხვებს, სანამ ჩვენ ამ უბნების სტიმულირებას ვახდენთ.

ტვინის ამა თუ იმ კრიტიკული ზონის მონიშვნის შემდეგ, ვაგრძელებთ პათოლოგიური ქსოვილის მოცილებას. მუდმივი მონიტორინგი და პაციენტის ფუნქციების რეალურ დროში შეფასება გვეხმარება ოპერაციის დროს გადაწყვეტილების მიღებაში და უმეტეს შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ არ გავცდეთ უსაფრთხო ზღვარს. მაგალითად, თუ ჩვენ ვაშორებთ სიმსივნეს, პაციენტის პასუხები გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რამდენი ქსოვილის ამოღება შეიძლება უსაფრთხოდ. ამ გზით, ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით სიმსივნის მოცილების რადიკალურობას და მინიმუმამდე ვამცირებთ ტვინის ჯანსაღი ქსოვილის დაზიანებას.

რატომ შეიძლება ჩატარდეს პაციენტზე ამ ტიპის ოპერაცია? რა არის გაღვიძებულ პაციენტზე ტვინის ოპერაციის ძირითადი სარგებელი?

ნობიერ პაციენტზე ტვინის ოპერაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

  1. ტვინის ფუნქციის შენარჩუნება: ის საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ და დავიცვათ ტვინის კრიტიკული ფუნქციები, როგორიც არის მეტყველება, მოძრაობა ან მგრძნობელობა, რაც ამცირებს ოპერაციის შემდგომი ნევროლოგიური დეფიციტის განვითარების რისკს.
  2. სიმსივნის მოცილების რადიკალურობა ანუ მისი მაქსიმალურად მოცილება: თავის ტვინის ონკოლოგიის შეთხვევაში, გაღვიძებულ პაციენტზე ოპერაცია ხშირად საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ამოვიღოთ ტვინის სიმსივნე, რაც აუმჯობესებს პაციენტის გრძელვადიან პროგნოზს.
  3. ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის, ასეთი ოპერაცია ხელს უწყობს იმ ეპილეფსიური აქტივობის უბნის მაღალი სიზუსტით დადგენას, რომლებიც შეიძლება ამოიჭრას უსაფრთხოთ ეფექტური მკურნალობის მისაღწევად.

ვის სჭირდება ამ ტიპის ოპერაცია?

ცნობიერ პაციენტზე ტვინის ოპერაცია განიხილება ტვინის სიმსივნეების მქონე პირებისთვის, როდესაც ონკოლოგიური კერა, თავის ტვინის კრიტიკულ უბანში ან მის მახლობლად მდებარეობს, ასევე ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა ეპილეფტიური აქტივობის უბანი წარმოიქმნება თავის ტვინის ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილებში.

გადაწყვეტილება მიიღება ექსპერტთა მულტიდისციპლინური ჯგუფის ყოვლისმომცველი შეფასების შემდეგ.

ხაზგასასმელია, რომ გაღვიძებულ პაციენტზე ტვინის ოპერაცია არის უაღრესად სპეციალიზებული პროცედურა, რომელიც მოითხოვს კვალიფიციური სამედიცინო გუნდის და პაციენტის ფრთხილად შერჩევას.

ნეიროქირურგ არჩილ ერისთავის შესახებ:

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები.

ნეიროქირურგ არჩილ ერისთავის საკონტაქტო ინფორმაცია:

Neurosurgeon.ge

ტელ: +995 599820404

ელ.ფოსტა: contact@neurosurgeon.ge