ავტორი:

ირანში, ცნობილ რეპერს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს - მიზეზი საპროტესტო აქციების მხარდაჭერაა

ირანში, ცნობილ რეპერს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს - მიზეზი საპროტესტო აქციების მხარდაჭერაა

ირანულმა სასამართლომ ცნობილ ირანელ რეპერ თუმაი სალეჰის 2022-2023 წლების საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის სიკვდილი მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას რეპერის ადვოკატი ავრცელებს.

2022 წლის საპროტესტო აქციებს, რომლებიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, სალეჰი თავისი სიმღერებით ეპასუხებოდა და მხარდაჭერას გამოხატავდა. მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას სწორედ ამან მისცა ბიძგი.

რეპერი 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერი საჯარო განცხადებები გააკეთა. 2023 წელს სალეჰს უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა აარიდა და მას ექვსი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ისპაჰანის რევოლუციურმა სასამართლომ უპრეცედენტო ნაბიჯით არ აღასრულა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება... და სალეჰის უმკაცრესი სასჯელი მიუსაჯა",- განაცხადა რეპერის ადვოკატმა ამირ რაისიანმა.

ირანის სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დაუდასტურებია, სალეჰის კი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 20 დღე აქვს.

ირანში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის ოფისმა წუხილი გამოთქვა და განაცხადა, რომ რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობს, ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს და დემოკრატიული ცვლილებებისადმი, რომელიც ირანელ ხალხს სურს, შიშს გამოხატავს.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა