ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეწყვიტა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სასამართლომ მისი მეუღლის მიმართ წინასწარი გამოძიება დაიწყო, ქალს ბრალს კორუფციაში სდებენ.
განცხადებაში, რომელიც სანჩესმა გაავრცელა, ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას, თუ უარს იტყვის ამ საპატიო თანამდებობაზე. სანჩესის თქმით, ის გადაწყვეტილებას 29 აპრილს მედიის წინაშე მიიღებს.
როგორც ირკვევა, სასამართლო ბეგონია გომესის წინააღმდეგ წაყენებულ კორუფციის ბრალდებებს იკვლევს. პრემიერი ამბობს, რომ მისი ცოლი ღირსეულად ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.
ბეგონიას ასეთ სკანდალში გახვევას სანჩესი მემარჯვენე პოლიტიკოსებს მიაწერს. X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "შევიწროების სტრატეგია", რომლის სამიზნე მისი მეუღლეა, უკვე თვეებია გრძელდება.
"გულუბრყვილო არ ვარ, ვიცი, რომ ბეგონიას იმისთვის კი არ გმობენ, რომ მან მართლაც რაიმე უკანონო ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ ის ჩემი ცოლია", - ამბობს პრემიერი თავის განცხადებაში.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ზუსტადაც ამიტომაა მისაბაძი ევროპა და ამერიკა რომ როდესაც კორუფციის ან რამე ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტი გამოაშკარავდება ხელისუფლებაში მოსული პირის მიმართ ისინი , მაშინვე თანამდებობას ტოვებენ ან სულაც სასჯელი დაეკისრებათ. აბა პუტინ მედვედევის ან ოცნების კლანის რომელი წევრი იცით რომ კორუფციულ სკანდალს შეეწირა? ვაი თქვენ ვისაც ევროპა აღარ გინდათ
ეს ნიშნის მოგებით და ცინიზმით დაწერილი კომეტარები ევროპის კოეუფციაზე ამ ხალხს რაში აძლევს ხელს ვერ გამიგია