მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწვანე სივრცეების მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში
მწვანე სივრცეების მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში

რას ნიშ­ნავს ეკო სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და რა გავ­ლე­ნა აქვს სამ­ყა­რო­ზე - ეს სა­კი­თხი ბოლო პე­რი­ოდ­ში უფრო და უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეძ­ლონ გა­რე­მო­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის პრე­ვენ­ცია. სამ­ყა­როს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის თვით­შეგ­ნე­ბის ხარ­ჯზე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გარ­შე­მო გამ­წვა­ნე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი და ამ მხრივ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვა სწო­რე­დაც რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე უკვე წლე­ბია, მა­რადმწვა­ნე დე­კო­რი­თა და მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ით „იო­ვერ­დე“ ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნი­ის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­რონ და უფრო და უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ნინო იო­სე­ლი­ა­ნი კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მარ­კე­ტო­ლო­გია. მწვა­ნე კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის შექ­მნა მან ბარ­სე­ლო­ნა­ში და­ი­წყო, წარ­მა­ტე­ბის კვალ­დაკ­ვალ კი, გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­არ­გო. მისი თქმით, ბოლო წლებ­ში ეკომ­დგრა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ნინო სა­უბ­რობს ეკო სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი "მაკ­დო­ნალდსის" ქსე­ლის მწვა­ნე კამ­პა­ნი­აა.

https://www.instagram.com

„ჩვე­ნი დე­კო­რი მზად­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მცე­ნა­რე­ე­ბის­გან და სხვა დე­კო­რა­ტი­უ­ლი გამ­წვა­ნე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა იმით, რომ მას არ სჭირ­დე­ბა მოვ­ლა, მორ­წყვა და და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს ბუ­ნებ­რივ იერ­სა­ხეს.

ეს სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­ტა­ნე, იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­მა­მად შეძ­ლონ მწვა­ნე გა­რე­მოს შექ­მნა რო­გორც ინ­ტე­რი­ერ­ში, ასე­ვე, ექ­სტე­რი­ერ­ში. ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბა მწვა­ნე ბუ­ნებ­რი­ვი დე­კო­რის მი­მართ. ეს ნიშ­ნავს, რომ ეკო­ლო­გი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იზ­რდე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში, კომ­პა­ნი­ებ­საც აქვთ სურ­ვი­ლი - იზ­რუ­ნონ სა­კუ­თარ გა­რე­მო­ზე, თუმ­ცა, მას­შტა­ბუ­რად მა­ინც უჭირთ ბი­უ­ჯე­ტის გა­ღე­ბა, არა­და, გა­რე­მო - სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან პრო­დუქტს და იწ­ვე­ვენ მომ­ხმა­რე­ბელს, არის მათი იმი­ჯი, სახე - რო­მე­ლიც პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას აყა­ლი­ბებს. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე გა­მოვ­ყოფ­დი „მაკ­დო­ნალდსთან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას - კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ეკო­მე­გობ­რუ­ლია და ამ მხრივ არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს დგამს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით",მაკ­დო­ნალდსმა" უკვე გა­ამ­წვა­ნა ორი ობი­ექ­ტი - ერთი თბი­ლის­ში და მე­ო­რე ქუ­თა­ის­ში. ვაგ­რძე­ლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და მი­ხა­რია, რომ მისი სა­ხით არის ნამ­დვი­ლი მა­გა­ლი­თი ეკო სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა. "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ ქმნის გა­რე­მოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს აძ­ლევს მწვა­ნე სი­ცო­ცხლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ენერ­გი­ა­სა და სიმ­შვი­დეს.

თა­ვად „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ ქსე­ლის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ელე­ნე ბა­ღა­თუ­რია კი აღ­ნიშ­ნავს, რომ „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ მრა­ვა­ლი წე­ლია, მწვა­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერთ ინი­ცი­ა­ტი­ვას ნერ­გავს.

https://www.facebook.com

„მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ეკო სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. ჩვენ გვჯე­რა, რომ პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით სა­ბო­ლოო ჯამ­ში ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ვახ­დენთ ბუ­ნე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. ამი­ტომ მრა­ვა­ლი წე­ლია მწვა­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­გვი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია და ბუ­ნებ­რი­ვია დღე­საც ვაგ­რძლებთ.

ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ეს მა­რადმწვა­ნე, ეკო­მე­გობ­რუ­ლი, ულა­მა­ზე­სი ვერ­ტი­კა­ლუ­რი კედ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე ჩვენს ორ რეს­ტო­რან­ში, თბი­ლის­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის რეს­ტო­რან­სა ქუ­თა­ის­ში ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე მაკ­დო­ნალდსის დრა­ივ­ზე მო­ვა­წყვეთ.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, მაკ­დო­ნალდსის ზრუნ­ვა გა­რე­მო­ზე და მწვა­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბის ხაზ­გას­მა მხო­ლოდ მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

· მაკ­დო­ნალ­სი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს პლასტმა­სის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით. ჰეფი მი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია პლასტმა­ისს სა­თა­მა­შო­ე­ბი და ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია ისე­თი ეკო­მე­გობ­რუ­ლი მა­სა­ლე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბით, რო­გო­რე­ბიც არის მუ­ყაო და შაქ­რის ლერ­წა­მი.

· რეს­ტო­რან­ში ცივი სას­მე­ლე­ბი პლასტმა­სის თავ­სა­ხუ­რე­ბი­სა და საწ­რუ­პე­ბის გა­რე­შე მი­დის მომ­ხმა­რე­ბელ­თან, თუ რა თქმა უნდა მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ მო­ი­თხოვს. 2025 წლის­თვის კი პლასტმა­სის თავ­სა­ხუ­რე­ბი სრუ­ლად ეკო­მე­გობ­რუ­ლით ჩა­ნაც­ვლდე­ბა.

  • პრო­დუქ­ტე­ბის შე­ფუთ­ვის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი მა­სა­ლე­ბით მზად­დე­ბა
  • ჩან­გლე­ბი და კოვ­ზე­ბი ეკო­მე­გობ­რუ­ლია.
  • შე­საწ­ვა­ვი ზეთი მუ­შავ­დე­ბა და სატ­რან­სპორ­ტო ბიო დი­ზე­ლად გარ­და­იქ­მნე­ბა.
  • სატ­რან­სპორ­ტო ყუ­თე­ბი, რი­თიც ხდე­ბა პრო­დუქ­ტის მო­მა­რა­გე­ბა ხელ­მე­ო­რედ მუ­შავ­დე­ბა.
  • ამის გარ­და, ჩვენს ერთ-ერთ რე­სოტ­რან­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია მზის სო­ლარ პა­ნე­ლე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლის ელექტრო დამ­ტე­ნე­ბი, რი­თიც კი­დევ უფრო მე­ტად ხაზს ვუს­ვამთ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა გვაქვს მწვა­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­საც პე­რი­ო­დუ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და გვჯე­რა, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მოს შექ­მნა­ში.

მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა და ამ მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს რო­გორც ჯან­სა­ღი ბუ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ასე­ვე - ზრუნ­ვა ადა­მი­ან­ზე. მწვა­ნე გა­რე­მო ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბა­ზე ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ მოქ­მე­დებს, ხდის მას მე­ტად ენერ­გი­ულ­სა და ბედ­ნი­ერს. უფრო მეტი ასე­თი სივ­რცის არ­სე­ბო­ბა კი თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს აქ­ტი­ურ და ხა­ლი­სი­ან ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას.

(R)

გია
0

ძველ იპოდრომზე არსებობს მწვანე სივრცეები, როგორც ახალი გზის ერთ ასევე მეორე მხარეს. იმ მხარეს, რომელიც სასაფლაოსკენ გზის მიმდებარედაა ფართობი გამწვანებულია და არსთუ ხშირი ნარგაიბით. არხ მანდ ვარგა კორპუსის ცადგამა, მაგრამ გაცილებით მეტი უბედურება ხდება გზის მეორე მხარეს არსებულ ფართობში, სადაც ხშირი გამწვანებული ნარგაობაა და თანაც 5 კორპუსი უნდა შენდეს 70, 60 50 40 და 30 სართულით.

მოკლედ ეკოლოგიური გენოციდია!!!

ველი გამოხმაურებებს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მწვანე სივრცეების მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში

მწვანე სივრცეების მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში

რას ნიშნავს ეკო სოციალური პასუხისმგებლობა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენს ყოველდღიურობაში და რა გავლენა აქვს სამყაროზე - ეს საკითხი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. დედამიწაზე ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეძლონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენცია. სამყაროს თითოეული მოქალაქის თვითშეგნების ხარჯზე, შესაძლებელი იქნება გარშემო გამწვანების ხარისხის კონტროლი და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება. გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა სწორედაც რომ ინდივიდუალური განათლებით არის შესაძლებელი.

ამ მიმართულებით, საქართველოს ბაზარზე უკვე წლებია, მარადმწვანე დეკორითა და მწვანე სივრცეების პოპულარიზაციით „იოვერდე“ ოპერირებს. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, რომ ადამიანებმა მწვანე სივრცეები განსაკუთრებულად შეიყვარონ და უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ მიმართულებით.

ნინო იოსელიანი კომპანიის თანადამფუძნებელი, მარკეტოლოგია. მწვანე კომპოზიციების შექმნა მან ბარსელონაში დაიწყო, წარმატების კვალდაკვალ კი, გამოცდილება საქართველოს მოარგო. მისი თქმით, ბოლო წლებში ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაცია ძალიან აქტუალურია. ნინო საუბრობს ეკო სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი "მაკდონალდსის" ქსელის მწვანე კამპანიაა.

https://www.instagram.com

„ჩვენი დეკორი მზადდება ბუნებრივი მცენარეებისგან და სხვა დეკორატიული გამწვანებისგან განსხვავდება იმით, რომ მას არ სჭირდება მოვლა, მორწყვა და დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ბუნებრივ იერსახეს.

ეს სიახლე, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოში შემოვიტანე, იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა თამამად შეძლონ მწვანე გარემოს შექმნა როგორც ინტერიერში, ასევე, ექსტერიერში. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დაინტერესება მწვანე ბუნებრივი დეკორის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ეკოლოგიური პასუხისმგებლობა იზრდება ადამიანებში, კომპანიებსაც აქვთ სურვილი - იზრუნონ საკუთარ გარემოზე, თუმცა, მასშტაბურად მაინც უჭირთ ბიუჯეტის გაღება, არადა, გარემო - სადაც ადამიანები ქმნიან პროდუქტს და იწვევენ მომხმარებელს, არის მათი იმიჯი, სახე - რომელიც პირველ შთაბეჭდილებას აყალიბებს. ამ პერიოდის მანძილზე გამოვყოფდი „მაკდონალდსთან“ თანამშრომლობას - კომპანიასთან, რომელიც ეკომეგობრულია და ამ მხრივ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. დღეის მდგომარეობით, ,,მაკდონალდსმა,, უკვე გაამწვანა ორი ობიექტი - ერთი თბილისში და მეორე ქუთაისში. ვაგრძელებთ თანამშრომლობას და მიხარია, რომ მისი სახით არის ნამდვილი მაგალითი ეკო სოციალური პასუხისმგებლობისა. ,,მაკდონალდს საქართველო“ ქმნის გარემოს, რომელიც ადამიანებს აძლევს მწვანე სიცოცხლისთვის დამახასიათებელ ენერგიასა და სიმშვიდეს.

თავად „მაკდონალდს საქართველოს“ ქსელის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ელენე ბაღათურია კი აღნიშნავს, რომ „მაკდონალდს საქართველო“ მრავალი წელია, მწვანე მიმართულებით არაერთ ინიციატივას ნერგავს.

https://www.facebook.com

„მაკდონალდს საქართველოსთვის“ ეკო სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ გვჯერა, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით საბოლოო ჯამში ძალიან დიდ გავლენას ვახდენთ ბუნებასა და საზოგადოებაზე. ამიტომ მრავალი წელია მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განგვიხორციელებია და ბუნებრივია დღესაც ვაგრძლებთ.

ამის ნათელი მაგალითია ეს მარადმწვანე, ეკომეგობრული, ულამაზესი ვერტიკალური კედლები, რომლებიც უკვე ჩვენს ორ რესტორანში, თბილისში მარჯანიშვილის რესტორანსა ქუთაისში ევროპის მოედანზე მდებარე მაკდონალდსის დრაივზე მოვაწყვეთ.

უნდა აღინიშნოს, მაკდონალდსის ზრუნვა გარემოზე და მწვანე მიმართულების ხაზგასმა მხოლოდ მწვანე სივრცეების მოწყობით არ შემოიფარგლება.

· მაკდონალსი ძალიან აქტიურად მუშაობს პლასტმასის შემცირების კუთხით. ჰეფი მილიდან ამოღებულია პლასტმაისს სათამაშოები და ჩანაცვლებულია ისეთი ეკომეგობრული მასალებით დამზადებული სათამაშოებით, როგორებიც არის მუყაო და შაქრის ლერწამი.

· რესტორანში ცივი სასმელები პლასტმასის თავსახურებისა და საწრუპების გარეშე მიდის მომხმარებელთან, თუ რა თქმა უნდა მომხმარებელი არ მოითხოვს. 2025 წლისთვის კი პლასტმასის თავსახურები სრულად ეკომეგობრულით ჩანაცვლდება.

  • პროდუქტების შეფუთვის უდიდესი ნაწილი ბიოდეგრადირებადი მასალებით მზადდება
  • ჩანგლები და კოვზები ეკომეგობრულია.
  • შესაწვავი ზეთი მუშავდება და სატრანსპორტო ბიო დიზელად გარდაიქმნება.
  • სატრანსპორტო ყუთები, რითიც ხდება პროდუქტის მომარაგება ხელმეორედ მუშავდება.
  • ამის გარდა, ჩვენს ერთ-ერთ რესოტრანში დამონტაჟებულია მზის სოლარ პანელები და ავტომობილის ელექტრო დამტენები, რითიც კიდევ უფრო მეტად ხაზს ვუსვამთ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას.

ეს ყველაფერი არ არის, სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს მწვანე მიმართულებით რასაც პერიოდულად განვახორციელებთ და გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.

მწვანე სივრცეების არსებობისა და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მთავარ მიზანს წარმოადგენს როგორც ჯანსაღი ბუნების შენარჩუნება, ასევე - ზრუნვა ადამიანზე. მწვანე გარემო ადამიანის განწყობაზე ძალიან სასიამოვნოდ მოქმედებს, ხდის მას მეტად ენერგიულსა და ბედნიერს. უფრო მეტი ასეთი სივრცის არსებობა კი თავისთავად ნიშნავს აქტიურ და ხალისიან ყოველდღიურობას.

(R)