ავტორი:

ბათუმში ავტომობილი არასრულწლოვანს იმ დროს დაეჯახა, როდესაც მანქანიდან გადმოდიოდა - როგორია მისი მდგომარეობა?

ბათუმში ავტომობილი არასრულწლოვანს იმ დროს დაეჯახა, როდესაც მანქანიდან გადმოდიოდა - როგორია მისი მდგომარეობა?

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. მოზარდი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის მოთავებული. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც მანქანიდან ჩამოდიოდა.

შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა. დაშავებული ერთი ადამიანი, ქედის სამედიცინო ცენტრში არის მოთავსებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ორივე ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276 მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.