როგორია სამართლებრივი გზა, როდესაც გაქვთ სესხი და მის გადახდას ვეღარ ახერხებთ? - ამ თემაზე რადიო "პალიტრას“ გადაცმაში "თქვენი დრო“ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატმა და სამართლის დოქტორანტმა, გიორგი ქათამაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, სამართალწარმოება საკრედიტო დავალიანებასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში მსესხებლების შესაძლებლობებიდან გამომდინარეა გამოწვეული.
გიორგი ქათამაძე:
"სესხის ხანდაზმულობასთან შესახებ უნდა ვიცოდეთ ის, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას აქვს ხანდაზმულობის ვადა, საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სესხის ხანდაზმულობის ვადა არ დგება თავისით და ის სასამართლომ უნდა აღიაროს... წაიკითხეთ ვრცლად
ეს რა კანონია, გიჟები ვართ პატიოსანი გადამხდელები?ასე შეიძლება?
იმაზე სისულელე არაფერია რომ ხანდაზმულ სესხზე ვითონ მომხმარებელს უწევს ჩივილი და წლები ლოდინი რო სესხი ხანდაზმულია და ისე კრედიტინფოში არ აუქმებენ. ანუ 2 ჯერ 2 რომ ოთხია სასამართლომ უნდა დაამტკიცოს თურმე და თვითონ ვერ ხედავენ ხელშეკრულებაში როდისაა აღებული და რამდენი წელია გასული............ მარაზმია