პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს - სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს "სიკვდილი მიუსაჯა"
რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს - სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს "სიკვდილი მიუსაჯა"

რუ­სეთ­ში წიგ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ი­წყეს, მათ შო­რის მოხ­ვდა ჩი­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის ლაო ძის მო­ნოგ­რა­ფია. გა­სულ კვი­რას, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მათი დაწ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა მას მერე, რაც არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (EUSP) სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი რვა წიგ­ნის გა­დარ­ჩე­ნის მო­თხოვ­ნით. მათ შო­რის არის ლაო ძის მო­ნოგ­რა­ფია და წიგ­ნი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მუ­ზე­უ­მებ­ზე. წიგ­ნე­ბი 1997-2004 წლებ­ში იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ცა, რომ­ლე­ბიც წლე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "არა­სა­სურ­ვე­ლად“ აღი­ა­რა. სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ EUSP, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ბრძა­ნა წიგ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა.

EUSP-მა პე­ტერ­ბურ­გის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვის ვებგ­ვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ი­თხო­ვა ძერ­ჟინ­სკის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბა, რო­მელ­მაც 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ა­ჯა­რი­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტი სულ 70 ათა­სი რუბ­ლით რუ­სეთ­ში უცხო­ურ აგენ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბულ არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით.

უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­ა­სა­ჩივ­რა სა­სა­მარ­თლოს ორი იდენ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ორ იდენ­ტურ სა­ჩი­ვარ­ში, მაგ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ამ დრომ­დე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ერთი მათ­გა­ნი. მე­ო­რე მოს­მე­ნა 13 მა­ისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით EUSP ვალ­დე­ბუ­ლია ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში არ­სე­ბუ­ლი "არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის“ მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­ა­ნად­გუ­როს.

ლა­პა­რა­კია 1997-2004 წლებ­ში რუსი გა­მომ­ცემ­ლე­ბის მიერ გა­მო­ცე­მულ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­ლი სპონ­სო­რე­ბის - "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­სა" და კე­ნა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის (ვუდ­რო ვილ­სო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის გან­ყო­ფი­ლე­ბა) დახ­მა­რე­ბით გა­მო­ი­ცა. პირ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­სა­სურ­ვე­ლად ცნო 2015 წელს, მე­ო­რე კი - 2022 წელს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან შე­მოწ­მე­ბი­სა და უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლე­ბის მიერ წიგ­ნე­ბის ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მთლი­ა­ნად ჩა­მო­წე­რა ისი­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კის კო­ლექ­ცი­ი­დან.

EUSP აღ­ნიშ­ნავს, რომ არც "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" და არც კე­ნა­ნის ინ­სტი­ტუ­ტი არ არი­ან არც გა­მომ­ცემ­ლე­ბი და არც წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი და მათი ში­ნა­არ­სი არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "არა­სა­სურ­ვე­ლად“ აღი­ა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას აფი­ნან­სებ­დნენ უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა რუ­სეთ­ში არა­სა­სურ­ვე­ლად არი­ან აღი­ა­რე­ბუ­ლი. სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ ორი წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე და­ტა­ნი­ლია სო­რო­სის "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის" სა­ავ­ტო­რო ლოგო.

პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დიდი ხნით ადრე შე­ი­ტა­ნეს, ვიდ­რე ინ­სტი­ტუ­ტებს ქვე­ყა­ნა­ში არა­სა­სურ­ვე­ლად ცნობ­დნენ და ამის შემ­დეგ "ისი­ნი ინა­ხე­ბო­და სპე­ცი­ა­ლურ და­ხუ­რულ ფონდში“, - ამ­ტკი­ცებს EUSP. გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩა­მო­წე­რა ეს წიგ­ნე­ბი.

სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, რომ წიგ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ ფონდში შე­ნახ­ვა და მათ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­ზღუდ­ვა არ იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და ბიბ­ლი­ო­თე­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, მკი­თხველს წვდო­მა აქვს ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა თა­რო­ზე.

დაც­ვის მხა­რის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ EUSP-დან ამო­ღე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი ასე­ვე ინა­ხე­ბა რუ­სე­თის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, რუ­სე­თის სა­ჯა­რო ის­ტო­რი­ულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და ისი­ნი შე­ტა­ნი­ლია სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში.

მე­ტიც, სა­ნამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს არა­სა­სურ­ვე­ლად ცნობ­დნენ, მათი მხარ­და­ჭე­რით წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა ლე­გი­ტი­მუ­რი იყო.

რე­ა­ლუ­რად წიგ­ნე­ბის ში­ნა­არ­სი არ უკავ­შირ­დე­ბა სო­რო­სი­სა და კე­ნა­ნის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აკ­რძალ­ვა სა­ერ­თოდ არ შე­ე­ხე­ბა მის ში­ნა­არსს.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ ზო­გი­ერ­თი წიგ­ნი, რომ­ლის გა­მოც და­ჯა­რიმ­დნენ, ან სა­ერ­თოდ არ იყო გა­ცე­მუ­ლი მკი­თხველ­ზე (რო­გორც ჩანს, არ იყო მო­თხოვ­ნა­დი), ზოგი კი გა­მო­ი­ცა ბევ­რად ადრე, ვიდ­რე ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონს მი­ი­ღებ­დნენ.

  • შე­ნახ­ვა და გავ­რცე­ლე­ბა

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა რუ­სეთ­ში აქამ­დე არა­სო­დეს მომ­ხდა­რა. კა­ნო­ნი არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­ნახ­ვას უშ­ვებ­და, მაგ­რამ კრძა­ლავ­და გავ­რცე­ლე­ბას, - იხ­სე­ნებს ად­ვო­კა­ტი.

"სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი დიდი ხა­ნია მა­ლა­ვენ მკი­თხვე­ლის­თვის "ტოქ­სი­კურ" პუბ­ლი­კა­ცი­ებს. "ექ­სტრე­მის­ტე­ბის“ და "არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის“ წიგ­ნე­ბის გა­ტა­ნე­ბა შინ და­უშ­ვე­ბე­ლია - ისი­ნი არ­ქივ­შია გა­და­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ ადრე, მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მათ­თან მუ­შა­ო­ბა სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს მოს­კო­ვის ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა.

"ამ­ჟა­მად სა­სა­მარ­თლო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცი­აა, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში წიგ­ნე­ბის შე­ნახ­ვა იგი­ვეა, რაც მათი გავ­რცე­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა“, - გან­მარ­ტა ად­ვო­კატ­მა.

ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც და­არ­სდა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში 1994 წელს. ის თავ­და­პირ­ვე­ლად ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გრან­ტე­ბით ფი­ნანსდე­ბო­და. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ახლა რუ­სეთ­ში არა­სა­სურ­ვე­ლად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ინ­სპექ­ტო­რებ­მა 2023 წლის მა­ის­ში ასე­ვე შე­ის­წავ­ლეს მას­წავ­ლე­ბელ­თა პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბის დი­სერ­ტა­ცი­ე­ბის თე­მე­ბი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, ის­ტო­რი­ა­სა და სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ში. ასე­ვე და­ეს­წრნენ ლექ­ცი­ებს. შე­მოწ­მე­ბა შე­ე­ხო რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მას­წავ­ლე­ბელს და რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ბა­კა­ლავ­რი­ატ­სა და მა­გის­ტრანტს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ აუ­დიტს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ან მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ხურ­ვა. წყა­რო

  • უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წიგ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სეთ­ში სწო­რედ იმ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც მსგავ­სის მი­ღე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იგეგ­მე­ბა.

"ეს მა­სა­ლა ან ინ­ფორ­მა­ცია მომ­ზა­დე­ბუ­ლია/გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, რო­მე­ლიც უცხო­უ­რი აგენ­ტის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს“ - რუ­სეთ­ში "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ რე­ესტრში შე­სუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი იუ­რი­დი­უ­ლი თუ კერ­ძო პირი ვალ­დე­ბუ­ლია, ნე­ბის­მი­ერ სა­ჯა­რო აქ­ტი­ვო­ბას (პუბ­ლი­კა­ცია, ვი­დე­ო­მა­სა­ლა თუ ლექ­ცია) ასე­თი მარ­კი­რე­ბა წა­უმ­ძღვა­როს.

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 2012 წელს - რუ­სეთ­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“. ის ეხე­ბო­და არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­ე­თი­დან იღებ­დნენ და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

2017 წელს კა­ნო­ნი "გა­ფარ­თოვ­და“ - "უცხო­ურ აგენ­ტე­ბად“ უნდა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ ის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას.

2019 წელს კა­ნო­ნი კი­დევ ერთხელ "გა­და­კეთ­და“ - უცხო­ურ აგენ­ტე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს ყვე­ლა ის ფი­ზი­კუ­რი პირი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ "უცხო­ურ აგენტ - მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ან ავ­რცე­ლებ­დნენ მათ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს შე­ე­ხო ყვე­ლას, ვინც სოცქსელ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რობ­და.

2020 წელს "უცხო­ურ აგენ­ტე­ბად“ გა­მო­ცხად­და ყვე­ლა ის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან (არა მხო­ლოდ ფი­ნან­სურს) იღებს დახ­მა­რე­ბას.

2022 წელი ყვე­ლა­ზე "ნა­ყო­ფი­ე­რი“ იყო -" უცხო­ურ აგენ­ტე­ბად“ გა­მო­ა­ცხა­დეს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ იღებ­დნენ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ "ამა თუ იმ ფორ­მით იყ­ვნენ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ“. ასე­ვე, შე­მო­ვი­და მცნე­ბა "უცხო­ურ აგენ­ტთან“ აფი­ლი­რე­ბუ­ლი პირი“ (მაგ. აგენ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი).

გარ­და ამი­სა, კა­ნონს ახა­ლი აკ­რძალ­ვე­ბი და­ე­მა­ტა - "უცხო­ურ აგენ­ტებს“ აეკ­რძა­ლათ მუ­შა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში (ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ჩათ­ვლით); ბავ­შვე­ბის­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­დუქ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა; პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ში გა­წევ­რე­ბა; სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა; სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მი­ტინ­გე­ბი­სა და შეკ­რე­ბე­ბის გა­მარ­თა და ა.შ.

2024 წელს რუ­სეთ­ში აიკ­რძა­ლა რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა "უცხო­ურ აგენ­ტად“ გა­მო­ცხა­დე­ბულ ყვე­ლა კომ­პა­ნი­ი­სა თუ ფი­ზი­კუ­რი პი­რის პლატ­ფორ­მა­ზე (ძი­რი­თა­დად, შე­ე­ხოთ მე­დი­ებს და ბლო­გე­რებს).

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერილინ
15

პროვიკაციური სტატიაა. 

გიორგი
20

რუსეთში რა და როგორ ხდება ვის აინტერესებს? მე არა, ნუ ადარებთ იმ ქვეყანას საქართველოს! ნუ ცდილობთ ქართული კანონის დისკრედიტაციას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს - სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს "სიკვდილი მიუსაჯა"

რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს - სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს "სიკვდილი მიუსაჯა"

რუსეთში წიგნების განადგურება დაიწყეს, მათ შორის მოხვდა ჩინელი ფილოსოფოსის ლაო ძის მონოგრაფია. გასულ კვირას, სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ მათი დაწვის გადაწყვეტილება გამოიტანა მას მერე, რაც არ დააკმაყოფილა სანქტ-პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის (EUSP) სააპელაციო საჩივარი რვა წიგნის გადარჩენის მოთხოვნით. მათ შორის არის ლაო ძის მონოგრაფია და წიგნი სანქტ-პეტერბურგის მუზეუმებზე. წიგნები 1997-2004 წლებში იმ ორგანიზაციების მხარდაჭერით გამოიცა, რომლებიც წლების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ "არასასურველად“ აღიარა. სასამართლომ დაადგინა, რომ EUSP, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ამ ორგანიზაციების საქმიანობაში და ბრძანა წიგნების განადგურება.

EUSP-მა პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. უნივერსიტეტმა მოითხოვა ძერჟინსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმება, რომელმაც 2023 წლის დეკემბერში დააჯარიმა უნივერსიტეტი სულ 70 ათასი რუბლით რუსეთში უცხოურ აგენტად გამოცხადებულ არასასურველი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით.

უნივერსიტეტმა გაასაჩივრა სასამართლოს ორი იდენტური გადაწყვეტილება ერთდროულად ორ იდენტურ საჩივარში, მაგრამ საქალაქო სასამართლომ ამ დრომდე არ დააკმაყოფილა ერთი მათგანი. მეორე მოსმენა 13 მაისს არის ჩანიშნული.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით EUSP ვალდებულია ბიბლიოთეკებში არსებული "არასასურველი ორგანიზაციების“ მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გაანადგუროს.

ლაპარაკია 1997-2004 წლებში რუსი გამომცემლების მიერ გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომებზე, რომლებიც უცხოელი სპონსორების - "ღია საზოგადოების ინსტიტუტისა" და კენანის ინსტიტუტის (ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრის განყოფილება) დახმარებით გამოიცა. პირველი ორგანიზაცია რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად ცნო 2015 წელს, მეორე კი - 2022 წელს.

პროკურატურის მხრიდან შემოწმებისა და უშიშროების ძალების მიერ წიგნების ამოღებისთანავე უნივერსიტეტმა მთლიანად ჩამოწერა ისინი ბიბლიოთეკის კოლექციიდან.

EUSP აღნიშნავს, რომ არც "ღია საზოგადოების ინსტიტუტი" და არც კენანის ინსტიტუტი არ არიან არც გამომცემლები და არც წიგნების ავტორები და მათი შინაარსი არანაირად არ არის დაკავშირებული "არასასურველად“ აღიარებული ორგანიზაციების საქმიანობასთან.

სასამართლომ დაადგინა, რომ წიგნების გამოცემას აფინანსებდნენ უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც ახლა რუსეთში არასასურველად არიან აღიარებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ორი წიგნის ფურცლებზე დატანილია სოროსის "ღია საზოგადოების" საავტორო ლოგო.

პუბლიკაციები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დიდი ხნით ადრე შეიტანეს, ვიდრე ინსტიტუტებს ქვეყანაში არასასურველად ცნობდნენ და ამის შემდეგ "ისინი ინახებოდა სპეციალურ დახურულ ფონდში“, - ამტკიცებს EUSP. გარდა ამისა, პროკურატურის შემოწმების შემდეგ, თავად უნივერსიტეტმა ჩამოწერა ეს წიგნები.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ წიგნების სპეციალურ ფონდში შენახვა და მათზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ იყო დადასტურებული და ბიბლიოთეკის ოფიციალური წესების თანახმად, მკითხველს წვდომა აქვს ბიბლიოთეკის ყველა თაროზე.

დაცვის მხარის თქმით, პროკურატურის მიერ EUSP-დან ამოღებული წიგნები ასევე ინახება რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რუსეთის საჯარო ისტორიულ ბიბლიოთეკაში და ისინი შეტანილია სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გეგმებში.

მეტიც, სანამ ორგანიზაციებს არასასურველად ცნობდნენ, მათი მხარდაჭერით წიგნების გამოცემა ლეგიტიმური იყო.

რეალურად წიგნების შინაარსი არ უკავშირდება სოროსისა და კენანის ინსტიტუტების საქმიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალვა საერთოდ არ შეეხება მის შინაარსს.

უნივერსიტეტში ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი წიგნი, რომლის გამოც დაჯარიმდნენ, ან საერთოდ არ იყო გაცემული მკითხველზე (როგორც ჩანს, არ იყო მოთხოვნადი), ზოგი კი გამოიცა ბევრად ადრე, ვიდრე ე.წ. აგენტების კანონს მიიღებდნენ.

  • შენახვა და გავრცელება

მსგავსი შემთხვევა რუსეთში აქამდე არასოდეს მომხდარა. კანონი არასასურველი ორგანიზაციების მიერ გამოცემული წიგნების შენახვას უშვებდა, მაგრამ კრძალავდა გავრცელებას, - იხსენებს ადვოკატი.

"სხვა უნივერსიტეტები დიდი ხანია მალავენ მკითხველისთვის "ტოქსიკურ" პუბლიკაციებს. "ექსტრემისტების“ და "არასასურველი ორგანიზაციების“ წიგნების გატანება შინ დაუშვებელია - ისინი არქივშია გადატანილი, მაგრამ ადრე, მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი იყო მათთან მუშაობა სამკითხველო დარბაზში“, - განუცხადა BBC-ს მოსკოვის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა.

"ამჟამად სასამართლოსა და პროკურატურის პოზიციაა, რომ ბიბლიოთეკაში წიგნების შენახვა იგივეა, რაც მათი გავრცელება. შესაბამისად, ეს არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობაა“, - განმარტა ადვოკატმა.

ევროპული უნივერსიტეტი არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა სანქტ-პეტერბურგში 1994 წელს. ის თავდაპირველად ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებით ფინანსდებოდა. ამ ორგანიზაციების საქმიანობა ახლა რუსეთში არასასურველად არის აღიარებული.

ინსპექტორებმა 2023 წლის მაისში ასევე შეისწავლეს მასწავლებელთა პუბლიკაციები და სტუდენტების დისერტაციების თემები, მათ შორის პოლიტიკურ მეცნიერებებში, ისტორიასა და სოციოლოგიაში. ასევე დაესწრნენ ლექციებს. შემოწმება შეეხო რამდენიმე ათეულ მასწავლებელს და რამდენიმე ასეულ ბაკალავრიატსა და მაგისტრანტს. უნივერსიტეტი ვარაუდობს, რომ აუდიტს შეიძლება მოჰყვეს უნივერსიტეტის ან მისი ინდივიდუალური პროგრამების დახურვა. წყარო

  • უნდა აღინიშნოს, რომ წიგნების განადგურების გადაწყვეტილება რუსეთში სწორედ იმ კანონის საფუძველზე მიიღეს, რომელიც მსგავსის მიღებაც საქართველოში იგეგმება.

"ეს მასალა ან ინფორმაცია მომზადებულია/გავრცელებულია ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს“ - რუსეთში "უცხოური აგენტების“ რეესტრში შესული ნებისმიერი იურიდიული თუ კერძო პირი ვალდებულია, ნებისმიერ საჯარო აქტივობას (პუბლიკაცია, ვიდეომასალა თუ ლექცია) ასეთი მარკირება წაუმძღვაროს.

ყველაფერი დაიწყო 2012 წელს - რუსეთში მიიღეს კანონი "უცხოური აგენტების შესახებ“. ის ეხებოდა არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ.

2017 წელს კანონი "გაფართოვდა“ - "უცხოურ აგენტებად“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას.

2019 წელს კანონი კიდევ ერთხელ "გადაკეთდა“ - უცხოურ აგენტებად გამოაცხადეს ყველა ის ფიზიკური პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ "უცხოურ აგენტ - მედიასაშუალების“ საქმიანობაში ან ავრცელებდნენ მათ ინფორმაციას. ფაქტობრივად, ეს შეეხო ყველას, ვინც სოცქსელში პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მიმართულებით აქტიურობდა.

2020 წელს "უცხოურ აგენტებად“ გამოცხადდა ყველა ის მოქალაქე, რომელიც პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული და საზღვარგარეთიდან (არა მხოლოდ ფინანსურს) იღებს დახმარებას.

2022 წელი ყველაზე "ნაყოფიერი“ იყო -" უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადეს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არ იღებდნენ საზღვარგარეთიდან დახმარებას, მაგრამ "ამა თუ იმ ფორმით იყვნენ უცხოური გავლენის ქვეშ“. ასევე, შემოვიდა მცნება "უცხოურ აგენტთან“ აფილირებული პირი“ (მაგ. აგენტად გამოცხადებული კომპანიის თანამშრომელი).

გარდა ამისა, კანონს ახალი აკრძალვები დაემატა - "უცხოურ აგენტებს“ აეკრძალათ მუშაობა სახელმწიფო უწყებებში (ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩათვლით); ბავშვებისთვის საინფორმაციო პროდუქციის მომზადება; პოლიტიკურ პარტიებში გაწევრება; სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა; სახელმწიფო დაწესებულებებთან მიტინგებისა და შეკრებების გამართა და ა.შ.

2024 წელს რუსეთში აიკრძალა რეკლამის განთავსება "უცხოურ აგენტად“ გამოცხადებულ ყველა კომპანიისა თუ ფიზიკური პირის პლატფორმაზე (ძირითადად, შეეხოთ მედიებს და ბლოგერებს).

იხილეთ ასევე: