პირველად საქართველოში Afflelou Paris-მა მომხმარებელს უპრეცედენტო აქცია შესთავაზა

პირველად საქართველოში Afflelou Paris-მა მომხმარებელს უპრეცედენტო აქცია შესთავაზა

18 აპრილს, ა. პუშკინის 11 ნომერში ფრანგული ოპტიკის ბრენდის „აფლელუ პარიზის“ რიგით მე-4 ოპტიკური სალონი საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებაზე მისულ ასობით სტუმარს „აფლელუ პარიზის“ რეგიონულმა წარმომადგენლებმა თავად უმასპინძლეს და ლენტი სწორედ მათი აპლოდისმენტების ფონზე გაჭრეს.

ღონისძიებაზე მისულ ასობით სტუმარს „აფლელუ პარიზის“ რეგიონულმა წარმომადგენლებმა თავად უმასპინძლეს და ლენტი სწორედ მათი აპლოდისმენტების ფონზე გაჭრეს. გახსნის ცერემონიალის კულმინაცია იყო აქცია, რომელიც ახალი სივრცის პირველ 100 მომხმარებელს ელოდა: თითოეულ მათგანს საჩუქრად ოპტიკური სათვალე გადაეცა.

შეთავაზებით სარგებლობისა და ბრენდის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტუმრებმა ღონისძიების დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე მოიყარეს თავი.

ფრანგულმა მუსიკამ, საზეიმო დეკორაციებმა და ბრენდის საჩუქრებმა მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.

„აფლელუ პარიზი“ ოპტიკის სფეროში თითქმის 45 წელია ოპერირებს. დღეს ის მსოფლიოს 20 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშია წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი ნიშაა ელეგანტურობა, მინიმალიზმი, ღირებულებებისადმი პატივისცემა და კომფორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ხარისხთან სინთეზში. აღნიშნული მიდგომის გამო, „აფლელუ პარიზმა“ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ლოიალური მომხმარებელი შეიძინა.

ბრენდი საქართველოში 2021 წლის აგვისტოში შემოვიდა. გახსნის დღიდან „აფლელუ პარიზი“ მომხმარებელს სთავაზობს მუდმივ „ჩინ-ჩინ“ აქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრენდის სათვალისა და ჩარჩოს შეძენისას მომხმარებელი „აფლელუს“ კოლექციიდან მეორე სასურველ სათვალეს 1 ლარად მიიღებს.

კონცეპტუალურ სივრცეებში, მათ შორის უკვე ა. პუშკინის 11 ნომერში, „აფლელუს“ ბრენდის პროდუქციის გარდა წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდები როგორიცააTom Ford, Gucci, Montblanc, Mykita, Ray-ban, Persol, Celine, Prada და ექსკლუზიურად Moscot, Kaleos, Carolina Lemke.

ფრანგული ბრენდი, გარდა პრემიუმ-ხარისხის პროდუქციისა, გამორჩეულია სრული ოპტიკური მომსახურებით. უფრო კონკრეტულად კი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მის სივრცეებში ისარგებლონ ოფთალმოლოგისა და ტექნიკოსის სერვისით, რაც დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემთ.

„აფლელუ პარიზი“ აგრძელებს საქართველოში განვითარებას და მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა აქციასა და შეთავაზებას.

R