მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური რუსთავის მერიის შენობის წინ - "ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და "გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ხმაური რუსთავის მერიის შენობის წინ - "ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და "გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

რუს­თა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბის წინ ხმა­უ­რია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი, მათ შო­რის, რუს­თა­ვის მერი ნინო ლა­ცა­ბი­ძე და "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რუს­თა­ვის მერს მი­მარ­თეს, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს იმ­პიჩ­მენ­ტი "ნა­ცებ­თან“ ერ­თად გა­მო­უ­ცხა­და.

"ნა­ცებ­თან“ ერ­თად უწყობთ თუ არა იმ­პიჩ­მენტს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს ახლა, ნინო? მი­პა­სუ­ხეთ. თქვენ საკ­მა­რი­სი ხმე­ბი არ გაქვთ "ნა­ცე­ბის“ გა­რე­შე“, - მი­მარ­თა პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტატ­მა ანა ბუ­ჩუ­კურ­მა რუს­თა­ვის მერს, ნინო ლა­ცა­ბი­ძეს.

"თქვე­ნი უსაქ­მუ­რო­ბის დრო დამ­თავ­რდა, თავ­მჯდო­მა­რე გა­დად­გა,“ – მი­მარ­თა რუს­თა­ვის მერ­მა "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რებს.

ნინო ლა­ცა­ბი­ძემ მე­დი­ას­თან გან­მარ­ტა, რომ რუს­თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­და­წყვე­ტენ ოპო­ზი­ცი­უ­რი საკ­რე­ბუ­ლო ეყო­ლე­ბა, თუ არა.

"ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დღეს პირ­ვე­ლად არი­ან რუს­თავ­ში იმის­თვის ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რომ ეს მო­ა­წყონ. ამის უფ­ლე­ბას მე არ მივ­ცემ,“ -გა­ნა­ცხა­და ლა­ცა­ბი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რუს­თა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ნო­დარ შე­რო­ზია, რო­მე­ლიც პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რია, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს. შე­რო­ზი­ას პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხს დე­პუ­ტა­ტებ­მა კენ­ჭი და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში უყა­რეს. კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 21-მა დე­პუ­ტატ­მა მი­ი­ღო, მათ შო­რის 18 იყო მომ­ხრე, 3 ბი­უ­ლე­ტე­ნი კი ბა­თი­ლად გა­მო­ცხად­და.

პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­და დარ­ბა­ზი, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა და­ტო­ვეს, შე­სა­ბა­მი­სად, მათ კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

რუს­თა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დღის წეს­რი­გის მი­ხედ­ვით, ახალ თავ­მჯდო­მა­რეს დღეს­ვე აირ­ჩე­ვენ. ასე­ვე, გა­ნი­ხი­ლა­ვენ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბის გა­და­ყე­ნე­ბის და ახა­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბის არ­ჩე­ვის სა­კი­თხებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოტოგრაფი
0

 ძალიან ცუდად ახასიათებს საიტის სულისკვეთებას, როცა ბლოკავს კომენტარს, რომ რუსთავის დღევანდელი მერი 2013 წლამდე ნაცაქტივისტი იყო /შეგიძლიათ ოილად გადაამოწმოთ/; ასევე - რუსთავის საკრებულოს ქოცდეპუტატებმა ნაცების მხარდაჭერით საამშენებლო კოეფიციენტი გაუზარდეს "არქს" /დოკუმენტები საჯარო სივრცეშია/ სიმართლე სიმართლეა, თუ ისაა, რომელიც ცალკეულ პირება აწყობთ?

ნატა
0

ნეტავ ვინ რისი გამკეთებლები ხართ, ფასადურად რომ ალამაზებთ ქალაქს და ძირეულ პრობლემებზე სირაქლემას პოზიცია გაქვთ ყველას პოზიციასაც, ოპოზიციასაც. უსაქმურების თავშეყრის ადგილია მერიაც, გუბერნიაც და საკრებულოც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ხმაური რუსთავის მერიის შენობის წინ - "ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და "გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ხმაური რუსთავის მერიის შენობის წინ - "ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და "გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. "ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და "გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი "ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა.

"ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ "ნაცების“ გარეშე“, - მიმართა პარტია "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს.

"თქვენი უსაქმურობის დრო დამთავრდა, თავმჯდომარე გადადგა,“ – მიმართა რუსთავის მერმა "გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განმარტა, რომ რუსთავის მოქალაქეები გადაწყვეტენ ოპოზიციური საკრებულო ეყოლება, თუ არა.

"ეს პოლიტიკოსები დღეს პირველად არიან რუსთავში იმისთვის ჩამოსულები, რომ ეს მოაწყონ. ამის უფლებას მე არ მივცემ,“ -განაცხადა ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია "გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

პროცესის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომადა დარბაზი, პროტესტის ნიშნად "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დატოვეს, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ. ასევე, განიხილავენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების და ახალი მოადგილეების არჩევის საკითხებს.