კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაფიცმა მსაჯულებმა მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს
ნაფიცმა მსაჯულებმა მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა შუ­რის­ძი­ე­ბით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თხმად ცნეს დამ­ნა­შა­ვედ. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს და და­ზა­რა­ლე­ბულს მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით დავა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ.

"ბრალ­დე­ბუ­ლი სა­და­ვო მი­წის ნაკ­ვე­თის მი­სა­კუთ­რე­ბას ცდი­ლობ­და, რა­საც მე­ზო­ბე­ლი არ თან­ხმდე­ბო­და. წარ­მო­შო­ბი­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო 2023 წლის 3 სექ­ტემ­ბერს ბრალ­დე­ბულ­მა ფერ­მი­დან სა­ნა­დი­რო თოფი გა­მო­ი­ტა­ნა და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეს­რო­ლა, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ საქ­მე­ზე წა­რად­გი­ნა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაც ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ადას­ტუ­რებ­და. ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ერ­თხმად ცნეს დამ­ნა­შა­ვედ. სა­სა­მარ­თლომ მას 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასმათი
0

ნაფიცო მსაჯულებო ჯვარიგწერიათ და თქვენი კუთხიდან შეხედეთ ამ სასჯელს დათანხმდებოდით 12 წელს? და არ მოითხოვდით სამუდამოს? 

ნინა
0

არ გვივარგა კანონმდებლობა. წინასწარი განზრახვით გამიზნული მკვლელობა --სამუდამო პატიმრობით უნდა ისჯებოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ნაფიცმა მსაჯულებმა მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.

"ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა მამაკაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარემ საქმეზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.