ავტორი:

"საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსეთს... მოვითხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას" - მოწოდებები ევროპარლამენტიდან

"საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსეთს... მოვითხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას" - მოწოდებები ევროპარლამენტიდან

საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული.

"საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. საქართველოს არსებული ხელისუფლება, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება“, ასევე, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირს შეუერთდეს. სამწუხაროდ, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს განსხვავებულია. სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკან დაიხია უკანასკნელი წლების განმავლობაში. მათ აქვთ პრობლემა საბაზისო თავისუფლებასთან, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან, მედია თავისუფლებასთან.

ლგბტქ+ უფლებებთან. ევროპარლამენტმა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნეს ეს ნაკლი. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. სამწუხაროდ, „უცხოური აგენტების“ კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმ გზის, რომელსაც, როგორც ჩანს, საქართველო მიჰყვება. ეს კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების არეალს, შეამცირებს გამოხატვის თავისუფლებას და გაუხსნის გზას დისკრიმინაციას. სამწუხაროდ, ამას ექნება თავისი შედეგი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.

  • ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ აიღო და რომლებსაც უხეშად არღვევენ ამ კანონის ხელახლა შემოტანით, კიდევ ერთხელ ვითხოვთ ივანიშვილის დასანქცირებას

“არის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ აიღო და რომლებსაც უხეშად არღვევენ ამ კანონის ხელახლა შემოტანით, თუმცა ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ ეს თუ „უცხოური აგენტების“ შესახებ არის, ამაში ჩართული, ერთადერთი „უცხოური აგენტები“ მმართველ პარტიაში არიან, რომლებიც რუსულ კანონებს აკოპირებენ და რუსეთის მმართველობის სტილის ხელშეწყობას ახდენენ, და შეიძლება მათი [რუსეთის] სახელითაც.

ვუყურებ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. ცოტა ხნის წინ ისინი ჯერ კიდევ [ევროპის] სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში იყვნენ და კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ სწორი მიზეზებისთვის. და ამასობაში ისინი ბუდაპეშტში მიდიოდნენ ულტრამემარჯვენე კონფერენციაზე და სპიკერები იყვნენ ბატონ ვილდერსთან და სხვებთან ერთად.

ასე რომ, მართლა მაინტერესებს საით მიდის ეს ქვეყანა და სად მიდის მისი მმართველო პარტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის სურვილს და სრულიად სოლიდარულები ვართ დემონსტრანტებთან, რომლებსაც ქართული და ევროპული დროშები უკავიათ.

და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას და ბატონი ივანიშვილის დასანქცირებას, ვინაიდან, ის არის ის, ვინც უკანა „პლანზეა“, მაგრამ რეალურად მართავს დღის წესრიგს იქ [საქართველოში]”, - განაცხადა გალერმა.

ევროდეპუტატმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება პერმანენტული მიღწევა არ არის და შესაძლოა იყოს ფინანსური შედეგები.

"ძვირფასო კოლეგებო, ერთი წლის წინ ბევრმა ჩვენგანმა აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის“ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია თავისი პირობა და კვლავ გააქვს კანონი. ამასთან ერთად, არსებობს ლგბტქ+ უფლებების შეზღუდვის გეგმა საქართველოში და მშვიდობიანი დემონსტრანტები აწყდებიან რეპრესიებს კიდევ ერთხელ. ყველაფერი ეს არღვევს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნება მომეცით ერთი შედარება გავაკეთო, როდესაც ერთი ქვეყანა, ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომელიც თავდასხმასაც განიცდის, აკეთებს ყველაფერს, რათა დაუახლოვდეს ევროპულ ღირებულებებს, ვგულისხმობ უკრაინას, ცხადია, უფრო მეტად მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს. კანდიდატის სტატუსის მიღება პერმანენტული მიღწევა არ არის და შესაძლოა, იყოს ფინანსური შედეგები. გთხოვთ, არ წაართვათ თქვენს მოქალაქეებს ევროპული გზა“,- განაცხადა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, ქართველო ხალის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით.

"უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

წაიკითხეთ ასევე: