ავტორი:

"როცა სასტიკად ნაცემი ქალი სიკვდილს ებრძოდა, მისი ქმარი გვერდითა დარბაზში ორ ქალს ემესიჯებოდა" - პირდაპირ ეთერში რეზონანსულ საქმეზე ახალი დეტალები გასაჯაროვდა

"როცა სასტიკად ნაცემი ქალი სიკვდილს ებრძოდა, მისი ქმარი გვერდითა დარბაზში ორ ქალს ემესიჯებოდა" - პირდაპირ ეთერში რეზონანსულ საქმეზე ახალი დეტალები გასაჯაროვდა

ყაზახეთში მიმდინარე ხმაურიან პროცესზე, რომელიც "იუთუბის" საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ყოველდღიურად უფრო და უფრო საშინელი დეტალები ირკვევა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის სალტანატ ნუკენოვა მისმა მეუღლემ, რესპუბლიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა მოკლა.

ტრაგედია 2023 წლის 9 ნოემბერს ბიშიმბაევის რესტორან "ბაუში“ მოხდა. რამდენიმე საათის განმავლობაში კუანდიკი ცოლს სცემდა და თან ტელეფონზე იღებდა ქალის შეურაცხყოფის დეტალებს. მოგვიანებით სასიკვდილოდ ნაცემი ქალი ქმარმა მიატოვა, რესტორნის დარბაზში დაბრუნდა და სტუმრებთან ერთად მაგიდას მიუჯდა. სწორედ ამ დროს მისწერა ორ ქალს, მათ შორის ერთ-ერთი იულია სუპერი გახლდათ. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ის ესკორტის ქალია.

კუანდიკისა და იულიას მიმოწერა პროცესზე გამოქვეყნდა.

19:07 საათზე ბიშიმბაევმა იულია სუპერს მისწერა "როგორ ხარ?"

სუპერი: "გამარჯობა. ყველაფერი კარგადაა. შენ როგორ ხარ?

ბიშიმბაევი: "რას აკეთებ? თავისუფალი ხარ?"

იულია: "წამწამები გავიკეთე. Რა დროს გინდა შეხვედრა?".

გარდა ამისა, ბიშიმბაევის ტელეფონში იპოვეს მიმოწერა გულნარა ნასირბეკოვასთან. "ვარდის სურნელი გაქვს", - მისწერა გულნარამ კუანდიკს. თუმცა, დაკითხვისას კაცმა განაცხადა, რომ ეს შეტყობინება ქალმა მეგობარს მისწერა და ნომერი შეეშალა. აღსანიშნავია, რომ სალტანატის მკვლელობის დღეს ყოფილი ჩინოვნიკი ნასირბეკოვას რესტორანში შეხვდა.

გუშინ სასამართლო სხდომაზე მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს აჩვენეს შემზარავი ვიდეო, რომელშიც ყოფილი თანამდებობის პირი აიძულებს ცოლს აღიაროს ღალატი ბიზნესმენ რაიმბეკ ბატალოვთან. ვიდეო ეთიკური მიზეზების გამო დარბაზში მსხდომთ არ უნახავთ, მაგრამ მოსამართლის სახის გამომეტყველებით ჩანდა, უმძიმეს კადრებს უყურებდა.

"ეს ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც საბრალდებო დასკვნაშია წარმოდგენილი. იყო წამება, წამება და მკვლელობა. როგორც ვიცი, ბრალდებულსა და ბატალოვს დაპირისპირება ჰქონდათ - იმ დროიდან, როცა ბრალდებული მინისტრი იყო. სალტანატი შემთხვევით შეხვდა ბატალოვს თვითმფრინავში, მაგრამ სწორედ აქ დასრულდა მათი ნაცნობობა“, - თქვა ნუკენოვას ძმამ აიტბეკმა.

საზოგადოება იმედოვნებს, რომ კუანდიკ ბიშიმბაევი კანონს ვერ გაექცევა და ის ციხეში უვადოდ წავა.

წაიკითხეთ ასევე: