საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია კანონპროექტის მიღებიდან რამდენიმე საათში: დაღუპულია 5 მიგრანტი, მათ შორის 7 წლის გოგონა - "მათ ინგლისში გადასვლა სურდათ"
ტრაგედია კანონპროექტის მიღებიდან რამდენიმე საათში: დაღუპულია 5 მიგრანტი, მათ შორის 7 წლის გოგონა - "მათ ინგლისში გადასვლა სურდათ"

ლა-მან­შის სრუ­ტის გა­და­ლახ­ვის მცდე­ლო­ბი­სას 5 მიგ­რან­ტი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი ბავ­შვია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა ცხედ­რებს 23 აპ­რილს, ვი­მე­რო­ქ­სის სა­ნა­პი­რო­ზე მი­აკ­ვლი­ეს. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ახ­ლო­ე­ბით 100 მიგ­რან­ტი გა­და­არ­ჩი­ნეს და ფრან­გუ­ლი სამ­ხედ­რო გე­მის ბორტზე მო­ა­თავ­სეს.

ფრან­გი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ნავ­მა, რო­მელ­საც მიგ­რან­ტე­ბი გა­დაჰ­ყავ­და, საფ­რან­გე­თის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ვი­მე­როს სა­ნა­პი­რო დღეს დი­ლით და­ტო­ვა. იგი "მძი­მედ დატ­ვირ­თუ­ლი" იყო და მას­ზე 112 ადა­მი­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რივ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟაკ ბი­ლან­ტმა სამ­შა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ სას­წრა­ფო სამ­სა­ხუ­რებ­მა 47 მიგ­რან­ტი გა­და­არ­ჩი­ნეს, ოთხი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მი­სი­ვე თქმით, რომ 50-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნავ­ზე დარ­ჩე­ნა და ინ­გლი­სის­კენ მოგ­ზა­უ­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი და დე­ლი­კა­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, 57 ადა­მი­ა­ნი კვლავ ბორტზე დარ­ჩა, არ სურ­დათ გა­დარ­ჩე­ნა, მო­ა­ხერ­ხეს ძრა­ვის გა­დატ­ვირ­თვა და გა­აგ­რძე­ლეს გზა დიდი ბრი­ტა­ნე­თის­კენ, სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ" - თქვა ბი­ლან­ტმა.

გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 7 წლის გო­გო­ნას მა­მის ემო­ცი­ებს იხ­სე­ნე­ბენ:

"სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. ხმა­მაღ­ლა ტი­რო­და. ქა­ლიშ­ვი­ლი თვალ­წინ და­ე­ღუ­პა. მას კარ­გად ვიც­ნობთ, რად­გან პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს ხში­რად გვი­ნა­ხავს." - ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ი­ღო თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის რუ­ან­და­ში დე­პორ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად უწყობ­და ხელს ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რიში სუ­ნა­კი, ყვე­ლა რუ­ან­დე­ლი, ვინც უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა ლა-მან­შის სრუ­ტე, დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ძა­ლა­ში მას შემ­დეგ შევა, რაც მას დიდი ბრი­ტა­ნე­თის მეფე ჩარლზ III მო­ა­წერს ხელს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მე­ბის თა­ნახ­მად, მიგ­რან­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პირ­ვე­ლი რე­ი­სი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ივ­ლის­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. ბრი­ტა­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლია 350 ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგორი
2

ყველა მიგრანტი მეცოდება.უდიდესი უმრავლესობა გაჭირვების გამო ტოვებს სამშობლოს, მაგრამ მეორე მხრივ ხომ ყველას გვაქვს უფლება საკუთარ სახლში არ შევუშვათ უცხოები!

თამაზი
6

მდაააა, ეტყობა, ინგლისი ძაან შეაწუხეს ლტოლვილებმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ტრაგედია კანონპროექტის მიღებიდან რამდენიმე საათში: დაღუპულია 5 მიგრანტი, მათ შორის 7 წლის გოგონა - "მათ ინგლისში გადასვლა სურდათ"

ტრაგედია კანონპროექტის მიღებიდან რამდენიმე საათში: დაღუპულია 5 მიგრანტი, მათ შორის 7 წლის გოგონა - "მათ ინგლისში გადასვლა სურდათ"

ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას 5 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა ცხედრებს 23 აპრილს, ვიმეროქსის სანაპიროზე მიაკვლიეს. მედიის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის შედეგად დაახლოებით 100 მიგრანტი გადაარჩინეს და ფრანგული სამხედრო გემის ბორტზე მოათავსეს.

ფრანგი ოფიციალური პირების თქმით, ნავმა, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ვიმეროს სანაპირო დღეს დილით დატოვა. იგი "მძიმედ დატვირთული" იყო და მასზე 112 ადამინი იმყოფებოდა.

ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟაკ ბილანტმა სამშაბათს განაცხადა, რომ სასწრაფო სამსახურებმა 47 მიგრანტი გადაარჩინეს, ოთხი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, რომ 50-ზე მეტმა ადამიანმა ნავზე დარჩენა და ინგლისისკენ მოგზაურობის გაგრძელება გადაწყვიტა.

"მიუხედავად რთული და დელიკატური სიტუაციისა, 57 ადამიანი კვლავ ბორტზე დარჩა, არ სურდათ გადარჩენა, მოახერხეს ძრავის გადატვირთვა და გააგრძელეს გზა დიდი ბრიტანეთისკენ, საზღვაო ძალების მეთვალყურეობის ქვეშ" - თქვა ბილანტმა.

გადარჩენილები შემთხვევის შედეგად დაღუპული 7 წლის გოგონას მამის ემოციებს იხსენებენ:

"საშინელი სანახაობა იყო. ხმამაღლა ტიროდა. ქალიშვილი თვალწინ დაეღუპა. მას კარგად ვიცნობთ, რადგან პატრულირების დროს ხშირად გვინახავს." - ამბობენ თვითმხილველები.

ცნობისთვის, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, რომელსაც აქტიურად უწყობდა ხელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, ყველა რუანდელი, ვინც უკანონოდ გადაკვეთა ლა-მანშის სრუტე, დეპორტირებული იქნება დიდი ბრიტანეთიდან. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III მოაწერს ხელს. ხელისუფლების გეგმების თანახმად, მიგრანტებისთვის განკუთვნილი პირველი რეისი დიდი ბრიტანეთიდან ივლისში გაემგზავრება. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიაში შეყვანილია 350 ადამიანი.