დღეს ცაზე "ვარდისფერი" სავსე მთვარე გამოჩნდება. როგორც Daily mail იტყობინება, ინფორმაცია NASA-მ დააანონსა. ვარდისფერი მთვარე ოფიციალურად პიკს მიაღწევს ოთხშაბათს, 00:49 საათზე და მისი დანახვა სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მას ასე უწოდებენ ამ დროს იაპონიაში ალუბლის ყვავილობის გამო. აპრილის მთვარის სხვა სახელებია: "ბალახის გაჩენილი მთვარე“, "კვერცხის მთვარე“ და "თევზის მთვარე“, ებრაელები კი მას "პასექის მთვარეს" უწოდებენ.
ბუდისტებისთვის, განსაკუთრებით შრი-ლანკაში, ეს ეროვნული დღესასწაულია - სავსე მთვარე აღნიშნავს ბაკ პოიას, დღეს, როდესაც ბუდა ეწვია შრი-ლანკას და თავიდან აიცილა ომი.