საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამდვილად არავისგან მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს" - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი
"ნამდვილად არავისგან მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს" - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი

ნამ­დვი­ლად არა­ვის­გან არ მი­ვი­ღებ მი­თი­თე­ბებს, თუ რა­მეს გა­დავ­წყვეტ, გა­დავ­წყვეტ ისე, რო­გორც ჩემი კომ­პე­ტენ­ცია მი­კარ­ნა­ხებს, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რო­ბის კან­დი­დატ­მა, იო­სებ (სოსო) ბე­რი­კაშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­სა­უბ­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი წევ­რე­ბის გაზ­რდით.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის­თვის, თუ მსოფ­ლი­ოს ბან­კის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო. ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას, მი­თი­თე­ბას, თუ რჩე­ვას ას­რუ­ლებ­დნენ ზედ­მი­წევ­ნით და უკე­თე­სა­დაც, ვიდ­რე მო­ლო­დი­ნე­ბი იყო, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა შარ­შან, გან­სა­კუთ­რე­ბით, თე­ბერ­ვლის შემ­დეგ. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შე­სუს­ტე­ბუ­ლია და ამა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდს გან­ცხა­დე­ბა ჰქონ­და. კერ­ძოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი­დან მისი მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მოს­წორ­დეს. გა­მოს­წო­რე­ბის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა არის მათ შო­რის, ის, რომ თვი­თონ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო შე­ივ­სოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბით, რად­გან დღეს იქ არის მხო­ლოდ 5 წევ­რი, ფორ­მა­ლუ­რად საბ­ჭო კი არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, მაგ­რამ რად­გან ამ 5 წევ­რი­დან 3 არის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და 2 არის არა­აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, ფორ­მა­ლუ­რა­დაც კი მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ხა­რის­ხი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის, მით უმე­ტეს, იმ ფონ­ზე, რა ფონ­ზეც მოხ­და ამ საბ­ჭოს წევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა. ყვე­ლამ ვი­ცით, წინ ამას რა პრო­ცე­სე­ბი უძღო­და და ამას სა­ჯა­რო­დაც ადას­ტუ­რე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­სა­ჯა­რო­დაც შე­სა­ბა­მი­სი კო­მუ­ნი­კა­ცია იქ­ნე­ბო­და.

ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე ერთ-ერთი გა­მო­სა­ვა­ლი არის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბით შევ­სე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მოქ­მე­დი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს, რომ რა­ღა­ცა კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეს და „პი­ა­რუ­ლად“ რა­ღა­ცე­ბი კეთ­დე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. [სა­ჭი­როა] ფუნ­და­მენ­ტუ­რად რა­ღა­ცა შეც­ვა­ლოს, იმი­ტომ, რომ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი ეროვ­ნულ ბანკს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ად­გა. ეს და­სა­მა­ლი არ არის, ყვე­ლამ იცის და ამ ზი­ა­ნის გა­მოს­წო­რე­ბა არის საბ­ჭოს წევ­რე­ბის გაზ­რდა კომ­პე­ტენ­ტუ­რი წევ­რე­ბით და მისი ფუნ­ქცი­უ­რო­ბის გაზ­რდა“, - გა­ნა­ცხა­და ბე­რი­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რო­ბის კან­დი­და­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბას მარ­თავს.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კო­მი­სია გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცესს დღეს და­ას­რუ­ლებს და გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს 2024 წლის პირ­ველ მა­ი­სამ­დე წა­რუდ­გენს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ნამდვილად არავისგან მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს" - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი

"ნამდვილად არავისგან მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს" - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი

ნამდვილად არავისგან არ მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, იოსებ (სოსო) ბერიკაშვილმა ორბელიანების სასახლეში გასაუბრებისას განაცხადა.

  • მისივე შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაციული ზიანის გამოსწორება შესაძლებელია საბჭოს კომპეტენტური წევრების გაზრდით.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, თუ მსოფლიოს ბანკისთვის საქართველო ყოველთვის სამაგალითო იყო. ყველა რეკომენდაციას, მითითებას, თუ რჩევას ასრულებდნენ ზედმიწევნით და უკეთესადაც, ვიდრე მოლოდინები იყო, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა შარშან, განსაკუთრებით, თებერვლის შემდეგ. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შესუსტებულია და ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს განცხადება ჰქონდა. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მისი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება არის მათ შორის, ის, რომ თვითონ ეროვნული ბანკის საბჭო შეივსოს კომპეტენტური ადამიანებით, რადგან დღეს იქ არის მხოლოდ 5 წევრი, ფორმალურად საბჭო კი არის უფლებამოსილი, მაგრამ რადგან ამ 5 წევრიდან 3 არის აღმასრულებელი და 2 არის არააღმასრულებელი, ფორმალურადაც კი მისი უფლებამოსილების ლეგიტიმაციის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა ფონზეც მოხდა ამ საბჭოს წევრობის შემცირება. ყველამ ვიცით, წინ ამას რა პროცესები უძღოდა და ამას საჯაროდაც ადასტურებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სავარაუდოდ, არასაჯაროდაც შესაბამისი კომუნიკაცია იქნებოდა.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოსავალი არის საბჭოს კომპეტენტური ადამიანებით შევსება. მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი ცდილობს, რომ რაღაცა კომუნიკაცია ჰქონდეს და „პიარულად“ რაღაცები კეთდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი. [საჭიროა] ფუნდამენტურად რაღაცა შეცვალოს, იმიტომ, რომ რეპუტაციული ზიანი ეროვნულ ბანკს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიადგა. ეს დასამალი არ არის, ყველამ იცის და ამ ზიანის გამოსწორება არის საბჭოს წევრების გაზრდა კომპეტენტური წევრებით და მისი ფუნქციურობის გაზრდა“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს