პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა 11 წლის გოგონა მოიტაცა, რათა შვილისთვის "იდეალურ ცოლად" აღეზარდა - ამბავი, რომელმაც ჩინეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია
ქალმა 11 წლის გოგონა მოიტაცა, რათა შვილისთვის "იდეალურ ცოლად" აღეზარდა - ამბავი, რომელმაც ჩინეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია

გა­სულ კვი­რას ჩი­ნეთ­ში მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. იუ­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ის მცხოვ­რებ­მა ქალ­მა და მის­მა 27 წლის ვაჟ­მა 11 წლის გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცეს, რად­გან "მო­მა­ვალს დე­დამ­თილს" შვი­ლის­თვის "იდე­ა­ლუ­რი ცოლი" აღე­ზარ­და.

ქალი გვა­რად იან­გი ერთ დღეს ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ­ში 11 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლეს შეხ­ვდა. თი­ნე­ი­ჯერ­მა გო­გო­ნამ ჩი­ნე­ლი ქალი თა­ვი­სი მა­ნე­რე­ბით იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა, რომ ქალ­ბა­ტონ­მა იან­გმა გა­და­წყვი­ტა, რომ სწო­რედ ეს გო­გო­ნა იყო მისი რძლო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი. მე­ო­რე დღეს ქალი თა­ვის 27 წლის შვილ­თან ერ­თად ოჯახ­ში ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად მი­ვი­და. მარ­თა­ლია, ბავ­შვის მა­მამ ისი­ნი უა­რით გა­ის­ტუმ­რა, მაგ­რამ ქა­ლის­თვის ეს დაბ­რკო­ლე­ბა სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდა.

გა­ტა­ცე­ბა

დედა-შვილ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ შე­სა­ფე­რის მო­მენტს და­ლო­დე­ბოდ­ნენ და ბავ­შვი გა­ე­ტა­ცათ. ამის­თვის კი შე­არ­ჩი­ეს დრო, რო­დე­საც სკო­ლის მოს­წავ­ლის მშობ­ლე­ბი სახ­ლში არ იყ­ვნენ და გო­გო­ნა მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს და ქა­ლაქ­ში წა­იყ­ვა­ნეს. რო­დე­საც გო­გო­ნას მშობ­ლებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ მათი შვი­ლი გა­ი­ტა­ცეს, პო­ლი­ცი­ა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, დედა-შვი­ლი გა­ტა­ცე­ბულ ბავ­შვთან ერ­თად პო­ლი­ცი­ამ მალე იპო­ვა. გო­გო­ნამ მხო­ლოდ ოთხი დღე გა­ა­ტა­რა „დე­დამ­თი­ლის“ სახ­ლში. ქალი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს, მო­მა­ვა­ლი ქმა­რი კი თა­ვად მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში.

სა­სა­მარ­თლომ ქალ­სა და მის შვილს ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბის­თვის 2 წლი­თა და 7 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. თუმ­ცა გო­გო­ნას მშობ­ლებ­მა სას­ჯე­ლი გა­ა­სა­ჩივ­რეს და მო­ი­თხო­ვეს დედა-შვი­ლი უფრო მკაც­რად და­ე­სა­ჯათ, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ მათი მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

ტრა­დი­ცი­ე­ბი

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჩი­ნეთ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თლაც არ­სე­ბობ­და ტრა­დი­ცია, რომ გო­გო­ნებს ად­რე­ულ ასაკ­ში იტა­ცებ­დნენ და მას მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლი და მა­მა­თი­ლი ზრდიდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით„იდე­ა­ლუ­რი ცოლი“ ერთ-ერთი ვა­ჟის ცოლი ხდე­ბო­და.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ეს ტრა­დი­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად აიკ­რძა­ლა და სა­ბედ­ნი­ე­როდ თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას გა­ტა­ცე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა. თუმ­ცა ამ ტრა­დი­ცი­ის მიმ­დევ­რე­ბი პრო­ვინ­ცი­ა­ში მა­ინც რჩე­ბი­ან, მათ შო­რის არი­ან იან­გი და მისი 27 წლის ვაჟი.

წყა­რო

:/
1

ეტყობა ადგილობრივი "ტრადიცია" გაითვალისწინეს და იმიტომაც აკმარეს მხოლოდ 2 წელი. აბა სხვაგან ყოფილიყო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ქალმა 11 წლის გოგონა მოიტაცა, რათა შვილისთვის "იდეალურ ცოლად" აღეზარდა - ამბავი, რომელმაც ჩინეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია

ქალმა 11 წლის გოგონა მოიტაცა, რათა შვილისთვის "იდეალურ ცოლად" აღეზარდა - ამბავი, რომელმაც ჩინეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია

გასულ კვირას ჩინეთში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოებაში წარმოუდგენელი რეზონანსი გამოიწვია. იუნანის პროვინციის მცხოვრებმა ქალმა და მისმა 27 წლის ვაჟმა 11 წლის გოგონა გაიტაცეს, რადგან "მომავალს დედამთილს" შვილისთვის "იდეალური ცოლი" აღეზარდა.

ქალი გვარად იანგი ერთ დღეს ახლომდებარე სოფელში 11 წლის სკოლის მოსწავლეს შეხვდა. თინეიჯერმა გოგონამ ჩინელი ქალი თავისი მანერებით იმდენად მოხიბლა, რომ ქალბატონმა იანგმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ეს გოგონა იყო მისი რძლობისთვის შესაფერისი. მეორე დღეს ქალი თავის 27 წლის შვილთან ერთად ოჯახში ხელის სათხოვნელად მივიდა. მართალია, ბავშვის მამამ ისინი უარით გაისტუმრა, მაგრამ ქალისთვის ეს დაბრკოლება სულაც არ აღმოჩნდა.

გატაცება

დედა-შვილმა გადაწყვიტეს, რომ შესაფერის მომენტს დალოდებოდნენ და ბავშვი გაეტაცათ. ამისთვის კი შეარჩიეს დრო, როდესაც სკოლის მოსწავლის მშობლები სახლში არ იყვნენ და გოგონა მშობლიური სოფლიდან გაიტაცეს და ქალაქში წაიყვანეს. როდესაც გოგონას მშობლებმა გაარკვიეს, რომ მათი შვილი გაიტაცეს, პოლიციაში დაუყოვნებლივ განცხადება შეიტანეს.

საბედნიეროდ, დედა-შვილი გატაცებულ ბავშვთან ერთად პოლიციამ მალე იპოვა. გოგონამ მხოლოდ ოთხი დღე გაატარა „დედამთილის“ სახლში. ქალი ადგილზე დააკავეს, მომავალი ქმარი კი თავად მივიდა პოლიციაში.

სასამართლომ ქალსა და მის შვილს ბავშვის გატაცებისთვის 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა გოგონას მშობლებმა სასჯელი გაასაჩივრეს და მოითხოვეს დედა-შვილი უფრო მკაცრად დაესაჯათ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ტრადიციები

საინტერესოა, რომ ჩინეთში დიდი ხნის განმავლობაში მართლაც არსებობდა ტრადიცია, რომ გოგონებს ადრეულ ასაკში იტაცებდნენ და მას მომავალი დედამთილი და მამათილი ზრდიდნენ. მოგვიანებით„იდეალური ცოლი“ ერთ-ერთი ვაჟის ცოლი ხდებოდა.

გასული საუკუნის შუა წლებში ეს ტრადიცია ოფიციალურად აიკრძალა და საბედნიეროდ თინეიჯერი გოგონას გატაცება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. თუმცა ამ ტრადიციის მიმდევრები პროვინციაში მაინც რჩებიან, მათ შორის არიან იანგი და მისი 27 წლის ვაჟი.

წყარო