მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა" გარემოსდაცვით ღონისძიებას - "დედამიწის დღე 2024-ს" შეუერთდა
"თეგეტა" გარემოსდაცვით ღონისძიებას - "დედამიწის დღე 2024-ს" შეუერთდა

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ 22 აპ­რილს დე­და­მი­წის დღე აღ­ნიშ­ნა და, 193 ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად, ყო­ველ­წლი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბას შე­უ­ერ­თდა. დე­და­მი­წის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში 1990 წლი­დან აღი­ნიშ­ნე­ბა.

„დე­და­მი­წის დღე 2024-ის“ მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი - „პლა­ნე­ტა პლასტმა­სას წი­ნა­აღ­მდეგ“ იყო. სწო­რედ ამ მო­წო­დე­ბას უპა­სუ­ხა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ წლე­ვან­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბით - კომ­პა­ნი­ამ მწვა­ნე სო­ცი­ა­ლურ სა­წარ­მო „ტე­ნეს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქე­ებს პლასტმა­სის შეგ­რო­ვე­ბის აქ­ცი­ა­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. „თე­გე­ტას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის, „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბა­სის“ ელექტრო­მან­ქა­ნა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის უბ­ნებ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ებ­ზე კი „ტე­ნეს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან შეგ­რო­ვე­ბულ პლასტმა­სას იბა­რებ­დნენ. აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გად სხვა­ფას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ნა­ხე­ვარ ტო­ნა­ზე მეტი პლასტმა­სა შეგ­როვ­და.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „თე­გე­ტა­ში“ გვჯე­რა, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბით შეგ­ვიძ­ლია, დე­და­მი­წის­თვის ახა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შევ­ქმნათ. სწო­რედ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის იდეა გვა­მოძ­რა­ვებს, როცა გა­რე­მოს­დაც­ვით აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვერ­თვე­ბით. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყო­ველ ჯერ­ზე შე­ვუ­ერ­თდეთ ისეთ გლო­ბა­ლურ მოძ­რა­ო­ბებს, რო­გო­რი­ცაა თუნ­დაც ჩვე­ნი პლა­ნე­ტის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მო­ვუ­წო­დოთ, გა­ვერ­თი­ან­დეთ ამ იდე­ის გარ­შე­მო.

ჩვენს კომ­პა­ნი­ას გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პლექ­სუ­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხედ­ვა აქვს. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის“ საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის (სა­ბუ­რა­ვე­ბის, ზე­თე­ბის, აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის) მარ­თვას ეფექ­ტი­ა­ნად ახერ­ხებს და „თე­გე­ტა­ში“ წარ­მოქ­მნილ ნარ­ჩე­ნებს გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­ში აბა­რებს.

ასე­ვე გა­მო­ვარ­ჩევ­დი კომ­პა­ნი­ის მდგრად სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც ელექტრო­მან­ქა­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს“.

თბი­ლი­სის მას­შტა­ბით შეგ­რო­ვე­ბუ­ლი პლასტმა­სა „ტე­ნემ“ გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში წა­ი­ღო. აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს კი „ტე­ნეს“ დამ­ტე­ნე­ბი გა­და­ე­ცათ. კომ­პა­ნია „ტე­ნეს“ მი­ზა­ნი სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თის მი­ცე­მა, გა­რე­მოს და­სუფ­თა­ვე­ბა, პლასტმა­სის ჩა­ბა­რე­ბა და ამ პრო­ცე­სებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თვაა.

სან­დრო ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია „ტე­ნეს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯერ კი­დევ და­ბა­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის მავ­ნებ­ლო­ბას­თან, ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ის, რომ გა­მო­ყე­ნე­ბულ პლასტმა­სას მუ­ნი­ცი­პა­ლურ ურ­ნებ­ში ვყრით, ეს ნარ­ჩე­ნი იმარ­ხე­ბა ნი­ა­დაგ­ში, რაც სა­ზი­ა­ნო და და­უშ­ვე­ბე­ლია.

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დაგ­ვე­კის­რა, რომ ნარ­ჩე­ნე­ბი და­ვა­ნა­წევ­როთ, ცალ-ცალ­კე ურ­ნა­ში გან­ვა­თავ­სოთ, მაგ­რამ სა­კი­თხი დღემ­დე გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კერ­ძო სექ­ტორს - კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც პარტნი­ო­რო­ბას გვი­წე­ვენ სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის კუ­თხით. სიმ­ბო­ლუ­რად, თუნ­დაც პლასტმა­სის 50 ბოთ­ლის სა­ხუ­რა­ვის ჩა­ბა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­ქა­ლა­ქე­ებს ვა­სა­ჩუქ­რებთ, ვცდი­ლობთ, მათი ძა­ლის­ხმე­ვა წა­ვა­ხა­ლი­სოთ. მსგავს აქ­ტი­ვო­ბებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ამ­ჯე­რად მსგავ­სი აქ­ცია „თე­გე­ტას­თან“ პარტნი­ო­რო­ბით გავ­მარ­თეთ. ერ­თობ­ლი­ვად შე­ვახ­სე­ნეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პლასტმა­სის ნარ­ჩე­ნე­ბი ურ­ნებ­ში არ მოხ­ვდეს. ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ეჩ­ვე­ვი­ან პლასტმა­სის ცალ­კე შეგ­რო­ვე­ბას. ასე ვზრდით სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ვზრუ­ნავთ დე­და­მი­წა­ზე და ვცვლით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქცე­ვას“.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შიდა ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რა ზედ­მი­წევ­ნით ეხ­მა­უ­რე­ბა გზავ­ნილს - „პლა­ნე­ტა პლასტმა­სის წი­ნა­აღ­მდეგ“. კომ­პა­ნი­ის ოფი­სებ­სა და ფი­ლი­ა­ლებ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, პლასტმა­სის შე­საგ­რო­ვე­ბე­ლი მწვა­ნე ყუ­თე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ბოთ­ლი გროვ­დე­ბა და პარტნი­ორ სა­წარ­მო­ში იგ­ზავ­ნე­ბა გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად, რაც გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს.

„ტე­ნეს­თან“ ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ თა­ნამ­შრომ­ლებს „მწვა­ნე გა­მოწ­ვე­ვა“ მო­უ­წყო. „დე­და­მი­წის დღე თე­გე­ტა­ში“ ჰოლ­დინ­გმა შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას­თან - „თე­გე­ტა გრინ პლა­ნეტ­თან“ ერ­თად აღ­ნიშ­ნა. კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვო ოფის­ში „მწვა­ნე სივ­რცე“ მო­ე­წყო, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლებს შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა შე­ეძ­ლოთ, რათა თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნათ პლა­ნე­ტა­ზე ზრუნ­ვის პრო­ცეს­ში. გა­მოწ­ვე­ვა­ში ჩა­ერ­თო „თე­გე­ტას“ ყვე­ლა ფი­ლი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რის შე­დე­გა­დაც ჯამ­ში 1 ტო­ნამ­დე მა­კუ­ლა­ტუ­რა შეგ­როვ­და, რო­მე­ლიც პარტნი­ორ გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ას გა­ეგ­ზავ­ნა.

გა­რე­მოს დაც­ვა­ზე ზრუნ­ვა „თე­გე­ტას“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლია. ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის მიზ­ნით კომ­პა­ნი­ა­ში ქა­ღალ­დის მოხ­მა­რე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ნუ­ლად ეგ­ზავ­ნე­ბა, ჰოლ­დინ­გის შიდა დო­კუ­მენტბ­რუნ­ვა კი სრუ­ლად ელექტრო­ნუ­ლია. „თე­გე­ტა­ში“ მოხ­მა­რე­ბუ­ლი მე­ო­რა­დი ქა­ღალ­დი გროვ­დე­ბა და, პრო­ექტ „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან“ ფარ­გლებ­ში, გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში იგ­ზავ­ნე­ბა. „თე­გე­ტას“ მიერ ქა­ღალ­დის და­ზოგ­ვი­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად, ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 200-ზე მეტი ხის მოჭ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„თე­გე­ტა“ ზრუ­ნავს სა­წარ­მოო მა­სა­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზეც. კომ­პა­ნი­ა­ში ხა­რის­ხდე­ბა მე­ო­რა­დი ზე­თე­ბი, აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი. შემ­დეგ ეს ნარ­ჩე­ნე­ბი „თე­გე­ტას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „გრინ პლა­ნე­ტის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ლი­ცენ­ზი­რე­ბულ გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ებს ჰბარ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა პარტნი­ო­რი სა­წარ­მოს მიერ სა­სარ­გებ­ლო რე­სურ­სად გარ­და­იქ­მნე­ბა.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

ავტორი:

"თეგეტა" გარემოსდაცვით ღონისძიებას - "დედამიწის დღე 2024-ს" შეუერთდა

"თეგეტა" გარემოსდაცვით ღონისძიებას - "დედამიწის დღე 2024-ს" შეუერთდა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

„დედამიწის დღე 2024-ის“ მთავარი გზავნილი - „პლანეტა პლასტმასას წინააღმდეგ“ იყო. სწორედ ამ მოწოდებას უპასუხა „თეგეტა ჰოლდინგმა“ წლევანდელი აქტივობით - კომპანიამ მწვანე სოციალურ საწარმო „ტენესთან“ თანამშრომლობით, ნარჩენების მართვის მიზნით, მოქალაქეებს პლასტმასის შეგროვების აქციაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. „თეგეტას“ შვილობილი კომპანიის, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ელექტრომანქანა მთელი დღის განმავლობაში თბილისის უბნებში გადაადგილდებოდა, კონკრეტულ ლოკაციებზე კი „ტენეს“ წარმომადგენლები მოსახლეობისგან შეგროვებულ პლასტმასას იბარებდნენ. აქტივობის შედეგად სხვაფასხვა ლოკაციაზე ნახევარ ტონაზე მეტი პლასტმასა შეგროვდა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტაში“ გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე შევუერთდეთ ისეთ გლობალურ მოძრაობებს, როგორიცაა თუნდაც ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღე, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოვუწოდოთ, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო.

ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შვილობილი კომპანიის „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების (საბურავების, ზეთების, აკუმულატორების) მართვას ეფექტიანად ახერხებს და „თეგეტაში“ წარმოქმნილ ნარჩენებს გადამმუშავებელ ქარხნებში აბარებს.

ასევე გამოვარჩევდი კომპანიის მდგრად სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ელექტრომანქანების პოპულარიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“.

თბილისის მასშტაბით შეგროვებული პლასტმასა „ტენემ“ გადამამუშავებელ ქარხანაში წაიღო. აქტიურ მოქალაქეებს კი „ტენეს“ დამტენები გადაეცათ. კომპანია „ტენეს“ მიზანი სწორედ საზოგადოებაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, მაგალითის მიცემა, გარემოს დასუფთავება, პლასტმასის ჩაბარება და ამ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვაა.

სანდრო ლილუაშვილი, კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელი: „ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება ნარჩენების მავნებლობასთან, ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემაა ის, რომ გამოყენებულ პლასტმასას მუნიციპალურ ურნებში ვყრით, ეს ნარჩენი იმარხება ნიადაგში, რაც საზიანო და დაუშვებელია.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება დაგვეკისრა, რომ ნარჩენები დავანაწევროთ, ცალ-ცალკე ურნაში განვათავსოთ, მაგრამ საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორს - კომპანიებს, რომლებიც პარტნიორობას გვიწევენ სხვადასხვა აქციის დაფინანსების კუთხით. სიმბოლურად, თუნდაც პლასტმასის 50 ბოთლის სახურავის ჩაბარების სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვასაჩუქრებთ, ვცდილობთ, მათი ძალისხმევა წავახალისოთ. მსგავს აქტივობებს დიდი გამოხმაურება აქვს მოსახლეობაში. ამჯერად მსგავსი აქცია „თეგეტასთან“ პარტნიორობით გავმართეთ. ერთობლივად შევახსენეთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია, პლასტმასის ნარჩენები ურნებში არ მოხვდეს. ამ ტიპის ღონისძიებებით ადამიანები ეჩვევიან პლასტმასის ცალკე შეგროვებას. ასე ვზრდით სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ვზრუნავთ დედამიწაზე და ვცვლით მოქალაქეების ქცევას“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შიდა ორგანიზაციული კულტურა ზედმიწევნით ეხმაურება გზავნილს - „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“. კომპანიის ოფისებსა და ფილიალებში უკვე რამდენიმე წელია, პლასტმასის შესაგროვებელი მწვანე ყუთებია განთავსებული, სადაც თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით ყოველწლიურად ათასობით ბოთლი გროვდება და პარტნიორ საწარმოში იგზავნება გადასამუშავებლად, რაც გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ტენესთან“ ერთად განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობის პარალელურად „თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლებს „მწვანე გამოწვევა“ მოუწყო. „დედამიწის დღე თეგეტაში“ ჰოლდინგმა შვილობილ კომპანიასთან - „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად აღნიშნა. კომპანიის სათავო ოფისში „მწვანე სივრცე“ მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ პლანეტაზე ზრუნვის პროცესში. გამოწვევაში ჩაერთო „თეგეტას“ ყველა ფილიალი საქართველოს მასშტაბით, რის შედეგადაც ჯამში 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამამუშავებელ კომპანიას გაეგზავნა.

გარემოს დაცვაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. ნარჩენების მართვის მიზნით კომპანიაში ქაღალდის მოხმარება შემცირებულია. საჭირო დოკუმენტაცია მომხმარებელს ელექტრონულად ეგზავნება, ჰოლდინგის შიდა დოკუმენტბრუნვა კი სრულად ელექტრონულია. „თეგეტაში“ მოხმარებული მეორადი ქაღალდი გროვდება და, პროექტ „მაკულიტერატურასთან“ ფარგლებში, გადამმუშავებელ ქარხანაში იგზავნება. „თეგეტას“ მიერ ქაღალდის დაზოგვისა და გადამუშავების შედეგად, ყოველწლიურად საშუალოდ 200-ზე მეტი ხის მოჭრის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

„თეგეტა“ ზრუნავს საწარმოო მასალების გადამუშავებაზეც. კომპანიაში ხარისხდება მეორადი ზეთები, აკუმულატორები, საბურავები. შემდეგ ეს ნარჩენები „თეგეტას“ შვილობილი კომპანია „გრინ პლანეტის“ საშუალებით ლიცენზირებულ გადამმუშავებელ საწარმოებს ჰბარდება და სხვადასხვა პარტნიორი საწარმოს მიერ სასარგებლო რესურსად გარდაიქმნება.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS