პიცის 3 უჩვეულო რეცეპტი ნამდვილი გურმანებისთვის

პიცის 3 უჩვეულო რეცეპტი ნამდვილი გურმანებისთვის

გთავაზობთ 3 უჩვეულო პიცის რეცეპტს, რომელსაც აუცილებლად დააფასებენ ნამდვილი გურმანები. რეცეპტები აღებულია წიგნიდან: "კულინარიული დღიურები".

1. პიცა ანანასითა და გორგონძოლათი

ამ პიცის მაგალითზე თავად დარწმუნდებით, რომ ანანასი ყველთან შესანიშნავ კომბინაციას ქმნის. გამომცხვარ პიცას სუფრაზე მიტანის წინ ახალდაფქული შავი პილპილი მოაფრქვიეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ულუფა პიცის ცომი
  • 1 ულუფა პომიდვრის სოუსი
  • 3 კბილი ნიორი, დაკეპილი
  • 250 გ. ყველი მოცარელა, თხლად დაჭრილი ან მსხვილად გახეხილი
  • 250 გ. ყველი გორგონძოლა, დაქუცმაცებული
  • 350 გ. დაკონსერვებული ანანასი, გადაწურული
  • შავი პილპილი, მანანის ბურღული - საცხობ სინზე მოსაყრელად
  • ნედლი ორეგანოს ფოთლები - გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. მოზილეთ პიცის ცომი. მოამზადეთ პომიდვრის სოუსი.
  2. გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. პიცის ქვა ან საცხობი სინი შედგით ღუმელში გასაცხელებლად.
  3. საცხობ სინს მოაყარეთ მანანის ბურღული. ცომის გუნდები 23 სმ. დიამეტრზე გააბრტყელეთ. გადაუსვით პომიდვრის სოუსი. თავზე მოაყარეთ ორივე სახეობის ყველი, გადაანაწილეთ ანანასის ნაჭრები და შეაზავეთ შავი პილპილით.
  4. გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში, 10-12 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ ჩადნება, პიცის ქერქი კი ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება.
  5. ახალგამომცხვარი პიცა გააფორმეთ ნედლი ორეგანოს ფოთლებით.

2. პიცა არტიშოკით, თხის ყველითა და ზეთისხილით

სასურველია, თუ ახალგამომცხვარ პიცას სუფრაზე მაღალ ჭიქებში ჩამოსხმული, ცივი ლუდის თანხლებით მიიტანთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ულუფა პიცის ცომი
  • 1 ულუფა პომიდვრის სოუსი
  • 2 კბილი ნიორი, წვრილად დაკეპილი
  • 12 ცალი დამარინადებული არტიშოკი, გადაწურული და სქელ ნაჭრებად დაჭრილი
  • 180 გ. ახალი თხის ყველი, დაქუცმაცებული
  • 50 გ. უკურკო შავი ზეთისხილი
  • 120 გ. პარმეზანი, მსხვილად გახეხილი
  • წვრილად დაფქული მანანის ბურღული - საცხობ ფირფიტაზე მოსაყრელად
  • ნედლი ორეგანოს ფოთლები მოსართავად

მომზადების წესი:

  1. მოზილეთ პიცის ცომი. მოამზადეთ პომიდვრის სოუსი.
  2. გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. საცხობი ფირფიტა შედეთ გასაცხელებლად.
  3. მოაყარეთ ფირფიტას მანანის ბურღული. ცომის გუნდები 23 სმ დიამეტრზე გააბრტყელეთ. გადაუსვით ზემოდან ცომს პომიდვრის სოუსი. თავზე მოაყარეთ დაჭრილი ნიორი, დამარინადებული არტიშოკი, თხის ყველი, ზეთისხილი და პარმეზანი.
  4. გამოაცხვეთ 10-12 წთ. პიცა გააფორმეთ ნედლი ორეგანოს ფოთლებით.

3. პიცა ზღვის პროდუქტებით

ნედლი ან გაყინული ზღვის პროდუქტები სუპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ - კრევეტების, მიდიებისა და კალმარებისგან შემდგარი ნაკრები შესანიშნავი არჩევანია.

ინგრედიენტები:

  • 1 ულუფა პიცის ცომი
  • 1 ულუფა პომიდვრის სოუსი
  • 4-6 ს/კ. წვრილად დაჭრილი ნედლი ოხრახუში
  • 750 გ. შერეული ზღვის პროდუქტები
  • 4 კბილი ნიორი, წვრილად დაკეპილი
  • წვრილად დაფქული მანანის ბურღული - საცხობ ფირფიტაზე მოსაყრელად
  • 1 ჩ/კ. წითელი წიწაკის ფანტელი - გასაფორმებლად
  • ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი ზემოდან მოსასხმელად

მომზადების წესი:

  1. მოზილეთ პიცის ცომი, მოამზადეთ პომიდვრის სოუსი. დაჭრილი ოხრახუშის ნაწილი პამიდვრის სოუსს შეურიეთ.
  2. გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. საცხობი ფირფიტა შედეთ გასაცხელებლად. მოაყარეთ მანანის ბურღული.
  3. ცომის გუნდები 23 სმ. დიამეტრზე გააბრტყელეთ. გადაუსვით პომიდვრის სოუსი. თანაბრად გადაანაწილეთ ზღვის პროდუქტები და მოაყარეთ დაკეპილი ნიორი.
  4. გამოაცხვეთ 10-12 წთ. პიცა გააფორმეთ დაჭრილი ოხრახუშით და წითელი წიწაკის ფანტელით.
  5. ზემოდან მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი.

პიცების, ბურგერების და ნაჩოსების საინტერესო რეცეპტებს იპოვით წიგნში "კულინარიული დღიურები".

პოპულარული პიცა ”მარგარიტა“ და ნეაპოლიტანური კალცონე, სოკოს, ყველისა და ბეკონის უგემრიელესი ბურგერები, ტეხასურ-მექსიკური ნაჩოსი და კიდევ ბევრი სხვა რამ. გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სახლში მომზადებული კლასიკური სამზარეულოს კერძებით. დაძლიეთ სწრაფი, არაჯანსაღი კვებისადმი მიდრეკილება და დარწმუნდით, რომ სახლის პირობებში მაღალი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით მაცდუნებელი და გემრიელი კერძების მომზადება სავსებით შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.