მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ათი ადამიანი - მედიაში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება
მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ათი ადამიანი - მედიაში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

მა­ლა­ი­ზი­ა­ში, სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის რე­პე­ტი­ცი­ის დროს, სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ორი ვერ­ტმფრე­ნი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ბორტზე მყო­ფი 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ინ­ცი­დენ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 09:30 სა­ათ­ზე მა­ლა­ი­ზი­ის ქა­ლაქ ლუ­მუ­ტში მოხ­და, სწო­რედ აქ მდე­ბა­რე­ობს სა­მე­ფო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ბაზა.

ერთ-ერთი ვერ­ტმფრე­ნი, HOM M503-3, რომ­ლის ბორტზე შვი­დი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, სარ­ბენ მო­ე­დან­ზე ჩა­მო­ვარ­და. მე­ო­რე, Fennec M502-6, ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ცუ­რაო აუზ­ში ჩა­ვარ­და.

"ბორტზე მყო­ფე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკვე და­დას­ტურ­და. ცხედ­რე­ბი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იგ­ზავ­ნეს", - ნათ­ქვა­მია სა­ზღვაო ფლო­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში. შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზებს კო­მი­ტე­ტი გა­მო­ი­ძი­ებს.

ტრა­გე­დი­ას მა­ლა­ი­ზი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან­ვარ იბ­რა­ჰი­მი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ერი გლო­ვობს სუ­ლის შემ­ძვრელ ტრა­გე­დი­ას. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს. ღმერ­თს ვთხოვ, მოგ­ვცეს ძალა ამ უბე­დუ­რე­ბის და­საძ­ლე­ვად", - ამ­ბობს იბ­რა­ჰი­მი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მარ­ტშიც მოხ­და, თუმ­ცა მა­შინ მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა - მა­ლა­ი­ზი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის ვერ­ტმფრე­ნი საწ­ვრთნე­ლი ფრე­ნის დროს ზღვა­ში ჩა­მო­ვარ­და. პი­ლო­ტი და ბორტზე მყო­ფი ორი მგზავ­რი მე­თევ­ზე­ებ­მა იპო­ვეს და გა­და­არ­ჩი­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ათი ადამიანი - მედიაში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ათი ადამიანი - მედიაში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

მალაიზიაში, სამხედრო აღლუმის რეპეტიციის დროს, საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 10 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მალაიზიის ქალაქ ლუმუტში მოხდა, სწორედ აქ მდებარეობს სამეფო საზღვაო ძალების ბაზა.

ერთ-ერთი ვერტმფრენი, HOM M503-3, რომლის ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, სარბენ მოედანზე ჩამოვარდა. მეორე, Fennec M502-6, ახლომდებარე საცურაო აუზში ჩავარდა.

"ბორტზე მყოფების გარდაცვალება უკვე დადასტურდა. ცხედრები იდენტიფიკაციისთვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიგზავნეს", - ნათქვამია საზღვაო ფლოტის განცხადებაში. შემთხვევის მიზეზებს კომიტეტი გამოიძიებს.

ტრაგედიას მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი გამოეხმაურა:

"ერი გლოვობს სულის შემძვრელ ტრაგედიას. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთს ვთხოვ, მოგვცეს ძალა ამ უბედურების დასაძლევად", - ამბობს იბრაჰიმი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/PE32ezrNAPM?si=BKelMJF38w5zMtoh" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა მარტშიც მოხდა, თუმცა მაშინ მსხვერპლი არ ყოფილა - მალაიზიის სანაპირო დაცვის ვერტმფრენი საწვრთნელი ფრენის დროს ზღვაში ჩამოვარდა. პილოტი და ბორტზე მყოფი ორი მგზავრი მეთევზეებმა იპოვეს და გადაარჩინეს.