პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა" - ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ქართველი მხატვრის შემოქმედების მეტამორფოზა მოჰყვა: რას ჰყვება გიორგი დუნდუა
"გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა" - ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ქართველი მხატვრის შემოქმედების მეტამორფოზა მოჰყვა: რას ჰყვება გიორგი დუნდუა

"მხატ­ვრო­ბა ჩემ­თან ად­რე­ულ ასაკ­ში მო­ვი­და. რაც ჩემი ცნო­ბი­ე­რი ცხოვ­რე­ბა მახ­სოვს, ის ჩემ­თან ყო­ველ­თვის იყო. შემ­დეგ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­იხ­ვე­წა, გან­ვი­თარ­და. თა­ვი­სი ევო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სი გა­ი­ა­რა და ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და,“ - გვე­უბ­ნე­ბა მხატ­ვა­რი და პო­ე­ტი გი­ორ­გი დუნ­დუა, რო­მე­ლიც გა­მო­ფე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა. თუ რა გზა გან­ვლო აქამ­დე, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია მას­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­ტე­ხილ­მა ტკი­ვილ­მა და რა არის მისი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი, ამას Ambebi.ge-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

გი­ორ­გი დუნ­დუა:

- ჩემი მხატ­ვრო­ბის ფორ­მი­რე­ბა სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ხდე­ბო­და. ამ­ჟა­მად უფრო აბ­სტრაქ­ტუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მაქვს. მა­ნამ­დე იყო გრა­ფი­კა, აკ­ვა­რე­ლი, ანი­მა­ცია, ფერ­წე­რა.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ზუ­რაბ ცერ­ცვა­ძე

ეს ჟან­რე­ბი ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნეთს ცვლი­და. სა­ბო­ლო­ოდ კი აბ­სტრაქ­ცი­ამ­დე მი­ვი­და, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მიძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. აბ­სტრაქ­ტუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი არის ამო­უ­წუ­რა­ვი, დიდი ფან­ტა­ზი­ის და ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის უნარს გაძ­ლევს.

მხატ­ვრო­ბა ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფაა. ყო­ველ დღე ვმუ­შა­ობ, სა­ხე­ლოს­ნო­ში დავ­დი­ვარ. ასე­ვე წე­რაც ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფაა და ორი­ვე ერ­თმა­ნეთს ავ­სებს. მეხ­მა­რე­ბა პრო­ცეს­ში, რომ შე­იქ­მნას ის, რაც ჩემი სი­ტყვის თუ ფიქ­რის გა­მო­ძა­ხი­ლი იქ­ნე­ბა.

- 20 წელი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­დით. რა იყო თქვე­ნი იქ გამ­გზავ­რე­ბის მი­ზე­ზი?

- რა­ტომ­ღაც ასე იყო, ბავ­შვო­ბი­დან გერ­მა­ნია და გერ­მა­ნუ­ლი ენა იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი. რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი იქ, სა­დაც შემ­დეგ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დავ­წყვი­ტე. თან ისე მოხ­და, რომ ჩემი გერ­მა­ნე­ლი მე­უღ­ლე ან­თიე აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, რა­ღაც პე­რი­ო­დი თბი­ლის­შიც ვი­ცხოვ­რეთ, შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვე­დით სას­წავ­ლებ­ლად.

10 წელი ჰამ­ბურ­გში და ათი წელი ბერ­ლინ­ში ვცხოვ­რობ­დით.

- და 20 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა ყველ­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია. თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი თავს, სულ გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი. გერ­მა­ნია არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც მომ­ცა დიდი ძალა - ვიყო ის, ვინც ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­რუ­ნე­ბას, დგე­ბა რა­ღაც მო­მენ­ტი, როცა წლე­ბის შემ­დეგ გინ­და, შენ ქვე­ყა­ნა­შიც ხატო და შექ­მნა, გა­ა­კე­თო, ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლად ისა­უბ­რონ, აქაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იცხოვ­რონ. ეს ერ­თგვა­რი გა­დატ­ვირ­თვა­ცაა. არ ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბო­ლო­ოდ დავ­ბრუნ­დი. ორი­ვე ქვე­ყა­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, იქაც ჩავ­დი­ვარ და პრო­ექ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ბერ­ლი­ნის სიმ­ბო­ლო - დათ­ვი მოვ­ხა­ტე. იქა­უ­რო­ბას­თან სულ მაქვს კონ­ტაქ­ტი - ბო­ლომ­დე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლად არ ვგრძნობ თავს. მოკ­ლედ, ახლა მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ნი აქ ვართ. სან­დრო 18 წლის ხდე­ბა, ანნა - 10 წლის.

- შარ­შან ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რამ მოხ­და - თქვენს სა­ხე­ლოს­ნო­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რა­საც თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი შე­ე­წი­რა...

- ზუს­ტად ერთი წლის წინ, 15 მა­ისს, ხან­ძა­რი ერთი ადა­მი­ა­ნის და­უ­დევ­რო­ბის გამო გაჩ­ნდა. გა­მო­ფე­ნამ­დე 5 დღით ადრე თით­ქმის ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მელ­საც გა­მო­ფე­ნის­თვის ვამ­ზა­დებ­დი და რაც სა­ხე­ლოს­ნო­ში მქონ­და, გა­ნად­გურ­და. ეს იყო დიდი ტრა­გე­დია, ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი ამ­ბა­ვი. მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად შევ­ძე­ლი და იმის შემ­დეგ ვაგ­რძე­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. შე­ვუ­დე­ქი ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნას. თა­ვად ის სივ­რცე პრობ­ლე­მუ­რია და არ ვიცი, რო­გორ და რა­ნა­ი­რად გა­ნახ­ლდე­ბა.

- ფო­ტო­ე­ბი არ გქონ­დათ ნა­მუ­შევ­რე­ბის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი?

- მქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლას­თვის არა. შემ­დეგ იმ ფო­ტო­ე­ბით კა­ტა­ლო­გი დავ­ბეჭ­დე. ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აღარ არ­სე­ბობს, იმ კა­ტა­ლოგ­ში შე­ვი­და და პრინ­ტის სა­ხით მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­როს და­უბ­რუნ­და. ეს ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რი კომ­პენ­სა­ცი­აა.

უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რე. თა­ვი­დან არც მე­გო­ნა, ხატ­ვას თუ შევ­ძლებ­დი. ისევ მუ­შა­ო­ბამ, ნა­მუ­შევ­რებ­მა, რო­მე­ლიც მერე შევ­ქმე­ნი და ასე­ვე პო­ე­ზი­ამ გა­და­მარ­ჩი­ნა.

- პო­ე­ზია სულ იქ­ნე­ბო­და თქვენ­ში, მაგ­რამ ამ ტკი­ვი­ლი­ა­ნი ემო­ცი­ის შემ­დეგ ალ­ბათ უფრო იმ­ძლავ­რა, ხომ?

- კი, ჩემს ნა­მუ­შევ­რებს პო­ე­ტუ­რი სა­თა­უ­რე­ბი აქვთ და მერე უბ­რა­ლოდ გან­ვავ­რცე. ასე მოხ­და, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რი პო­ე­ზია ვერ­ბა­ლურ პო­ე­ზი­ა­ში გარ­და­ი­სა­ხა. ასე წა­მო­ვი­და სტრი­ქო­ნე­ბი და ახ­ლა­ხან ჩემი პირ­ვე­ლი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც შედ­გა. კრე­ბულს "სა­მუ­და­მო მგზავ­რის ნა­ბი­ჯე­ბის ხმა“ ჰქვია.

- ასე რა­ტომ და­არ­ქვით?

- ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სამ­ყა­რო­ში სა­მუ­და­მოდ მოვ­ლე­ნი­ლი მგზავ­რე­ბი ვართ. ამი­ტომ ჩვე­ნი ფე­ხის ხმა და მისი ექო სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა სამ­ყა­რო­ში - რა­ღაც ასე­თი მე­ტა­ფო­რაა. სა­მუ­და­მო მგზავ­რის ნა­ბი­ჯე­ბის ხმა მუ­დამ უნდა ის­მო­დეს. ჩემი ლექ­სე­ბი მოკ­ლედ მო­ყო­ლი­ლი გრძე­ლი ამ­ბე­ბია - წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს ნა­ზა­ვია, რაც აქ თუ სხვა ცხოვ­რე­ბა­ში თავს გა­დამ­ხდე­ნია.

- შე­მოქ­მე­დე­ბით უნა­რებს პო­ე­ზი­ა­სა და მხატ­ვრო­ბა­ში მე სამ­ყა­როს­გან ბო­ძე­ბულ სხივს ვუ­წო­დებ, მაგ­რამ ყვე­ლას არ უმარ­თლებს. რა ხდე­ბა მა­შინ, როცა ამ უნა­რე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი?

- ეს რთუ­ლი გზაა, რად­გან აქ არ არ­სე­ბობს კომ­პრო­მი­სე­ბი, უკან და­ხე­ვა. სულ წინსვლის გზაა... ერ­თდრო­უ­ლად ეს არის სა­ჩუ­ქა­რიც და სას­ჯე­ლიც, რომ შეძ­ლო თა­ვის გა­მო­ხატ­ვა ისე, რო­გორც შენ გინ­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად შეძ­ლო ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და პირ­ველ რიგ­ში, შენი თა­ვის­თვის. რა­საც ვქმნი, ჩემი თა­ვის­თვის ვქმნი.

- თქვე­ნი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი რა არის?

- 10 მა­ისს ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა შედ­გე­ბა, რო­მელ­საც ერ­ქმე­ვა - "ქა­ო­სის სიმ­ღე­რა“. ჩემი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა და ამ მენ­ტა­ლურ ბრძო­ლა­ში და თავს და­ტე­ხილ სირ­თუ­ლე­ებ­ში, მათ­თან გამ­კლა­ვე­ბა და შემ­დეგ მათი გარ­დაქ­მნა ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ყო­ფის აღ­მო­ჩე­ნის­კენ იყოს მი­მარ­თუ­ლი.

- რო­გო­რია თქვე­ნი ერთი დღე?

- ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა, მერე ვარ­ჯი­ში, შემ­დეგ სა­ხე­ლოს­ნო, ამავდრო­უ­ლად - წე­რაც და სა­ღა­მო­საც იგი­ვე, ასე­ვე პრო­ექ­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა რამ. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მთავ­რდე­ბა რო­მე­ლი­ღაც სა­ათ­ზე. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ასე აღ­მიქ­ვა­მენ, რომ ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, სი­ახ­ლე­ზე ვმუ­შა­ობ - ეს მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია. ხდე­ბა მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რაც, დრო­ის მათ­თან გა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი დღის და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბე­ლი, რაც არ უნდა დაღ­ლი­ლი ვიყო და სა­ი­და­ნაც არ უნდა მოვ­დი­ო­დე, შინ მო­სუ­ლი, ვჯდე­ბი და ვწერ...

,,,,
0

წარმატებები სულ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა" - ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ქართველი მხატვრის შემოქმედების მეტამორფოზა მოჰყვა: რას ჰყვება გიორგი დუნდუა

"გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა" - ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ქართველი მხატვრის შემოქმედების მეტამორფოზა მოჰყვა: რას ჰყვება გიორგი დუნდუა

"მხატვრობა ჩემთან ადრეულ ასაკში მოვიდა. რაც ჩემი ცნობიერი ცხოვრება მახსოვს, ის ჩემთან ყოველთვის იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში დაიხვეწა, განვითარდა. თავისი ევოლუციური პროცესი გაიარა და ჩემთან ერთად გაიზარდა,“ - გვეუბნება მხატვარი და პოეტი გიორგი დუნდუა, რომელიც გამოფენისთვის ემზადება. თუ რა გზა განვლო აქამდე, რა გავლენა იქონია მასზე მოულოდნელად თავს დატეხილმა ტკივილმა და რა არის მისი მთავარი სურვილი, ამას Ambebi.ge-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი დუნდუა:

- ჩემი მხატვრობის ფორმირება სხვადასხვა ეტაპზე ხდებოდა. ამჟამად უფრო აბსტრაქტული ნამუშევრები მაქვს. მანამდე იყო გრაფიკა, აკვარელი, ანიმაცია, ფერწერა.

ფოტოს ავტორი: ზურაბ ცერცვაძე

ეს ჟანრები ყოველთვის ერთმანეთს ცვლიდა. საბოლოოდ კი აბსტრაქციამდე მივიდა, რისი საშუალებითაც ყველაზე კარგად შემიძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია. აბსტრაქტული ნამუშევარი არის ამოუწურავი, დიდი ფანტაზიის და ინტერპრეტაციის უნარს გაძლევს.

მხატვრობა ჩემი ყოველდღიური ყოფაა. ყოველ დღე ვმუშაობ, სახელოსნოში დავდივარ. ასევე წერაც ჩემი ყოველდღიური ყოფაა და ორივე ერთმანეთს ავსებს. მეხმარება პროცესში, რომ შეიქმნას ის, რაც ჩემი სიტყვის თუ ფიქრის გამოძახილი იქნება.

- 20 წელი გერმანიაში ცხოვრობდით. რა იყო თქვენი იქ გამგზავრების მიზეზი?

- რატომღაც ასე იყო, ბავშვობიდან გერმანია და გერმანული ენა იყო ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. რამდენჯერმე ვიყავი იქ, სადაც შემდეგ სწავლის გაგრძელება ხელოვნების მიმართულებით გადავწყვიტე. თან ისე მოხდა, რომ ჩემი გერმანელი მეუღლე ანთიე აქ, საქართველოში გავიცანი, ერთად ვმუშაობდით, რაღაც პერიოდი თბილისშიც ვიცხოვრეთ, შემდეგ კი გერმანიაში გადავედით სასწავლებლად.

10 წელი ჰამბურგში და ათი წელი ბერლინში ვცხოვრობდით.

- და 20 წლის შემდეგ საქართველოში უკან დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

- ხელოვანის ცხოვრება ყველგან თავისუფალია. თავისუფლად ვგრძნობდი თავს, სულ განვითარების პროცესში ვიყავი. გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა - ვიყო ის, ვინც ვარ. რაც შეეხება დაბრუნებას, დგება რაღაც მომენტი, როცა წლების შემდეგ გინდა, შენ ქვეყანაშიც ხატო და შექმნა, გააკეთო, ბავშვებმა ქართულად ისაუბრონ, აქაც გარკვეული პერიოდი იცხოვრონ. ეს ერთგვარი გადატვირთვაცაა. არ ვფიქრობ, რომ საქართველოში საბოლოოდ დავბრუნდი. ორივე ქვეყანა ჩემი ცხოვრების ნაწილია, იქაც ჩავდივარ და პროექტებში ვმონაწილეობ. ბოლოს საქართველოს სახელით, ბერლინის სიმბოლო - დათვი მოვხატე. იქაურობასთან სულ მაქვს კონტაქტი - ბოლომდე დაბრუნებულად არ ვგრძნობ თავს. მოკლედ, ახლა მეუღლე და შვილები ყველანი აქ ვართ. სანდრო 18 წლის ხდება, ანნა - 10 წლის.

- შარშან ძალიან სამწუხარო რამ მოხდა - თქვენს სახელოსნოში ხანძარი გაჩნდა, რასაც თქვენი ნამუშევრების დიდი ნაწილი შეეწირა...

- ზუსტად ერთი წლის წინ, 15 მაისს, ხანძარი ერთი ადამიანის დაუდევრობის გამო გაჩნდა. გამოფენამდე 5 დღით ადრე თითქმის ყველა ნამუშევარი, რომელსაც გამოფენისთვის ვამზადებდი და რაც სახელოსნოში მქონდა, განადგურდა. ეს იყო დიდი ტრაგედია, ძალიან რთულად გადასატანი ამბავი. მაგრამ რაღაცნაირად შევძელი და იმის შემდეგ ვაგრძელებ საინტერესო პროექტის განხორციელებას. შევუდექი ახალი ნამუშევრების შექმნას. თავად ის სივრცე პრობლემურია და არ ვიცი, როგორ და რანაირად განახლდება.

- ფოტოები არ გქონდათ ნამუშევრებისთვის გადაღებული?

- მქონდა, მაგრამ ყველასთვის არა. შემდეგ იმ ფოტოებით კატალოგი დავბეჭდე. ნამუშევრები, რომლებიც აღარ არსებობს, იმ კატალოგში შევიდა და პრინტის სახით მატერიალურ სამყაროს დაუბრუნდა. ეს ჩემთვის ემოციური კომპენსაციაა.

უმძიმესი დღეები გამოვიარე. თავიდან არც მეგონა, ხატვას თუ შევძლებდი. ისევ მუშაობამ, ნამუშევრებმა, რომელიც მერე შევქმენი და ასევე პოეზიამ გადამარჩინა.

- პოეზია სულ იქნებოდა თქვენში, მაგრამ ამ ტკივილიანი ემოციის შემდეგ ალბათ უფრო იმძლავრა, ხომ?

- კი, ჩემს ნამუშევრებს პოეტური სათაურები აქვთ და მერე უბრალოდ განვავრცე. ასე მოხდა, რომ ვიზუალური პოეზია ვერბალურ პოეზიაში გარდაისახა. ასე წამოვიდა სტრიქონები და ახლახან ჩემი პირველი პოეტური კრებულის პრეზენტაციაც შედგა. კრებულს "სამუდამო მგზავრის ნაბიჯების ხმა“ ჰქვია.

- ასე რატომ დაარქვით?

- ვფიქრობ, რომ ადამიანები ამ სამყაროში სამუდამოდ მოვლენილი მგზავრები ვართ. ამიტომ ჩვენი ფეხის ხმა და მისი ექო სამუდამოდ დარჩება სამყაროში - რაღაც ასეთი მეტაფორაა. სამუდამო მგზავრის ნაბიჯების ხმა მუდამ უნდა ისმოდეს. ჩემი ლექსები მოკლედ მოყოლილი გრძელი ამბებია - წარსულისა და აწმყოს ნაზავია, რაც აქ თუ სხვა ცხოვრებაში თავს გადამხდენია.

- შემოქმედებით უნარებს პოეზიასა და მხატვრობაში მე სამყაროსგან ბოძებულ სხივს ვუწოდებ, მაგრამ ყველას არ უმართლებს. რა ხდება მაშინ, როცა ამ უნარებით დაჯილდოებულია ადამიანი?

- ეს რთული გზაა, რადგან აქ არ არსებობს კომპრომისები, უკან დახევა. სულ წინსვლის გზაა... ერთდროულად ეს არის საჩუქარიც და სასჯელიც, რომ შეძლო თავის გამოხატვა ისე, როგორც შენ გინდა. მაქსიმალურად შეძლო ამ საზოგადოებისთვის და პირველ რიგში, შენი თავისთვის. რასაც ვქმნი, ჩემი თავისთვის ვქმნი.

- თქვენი მთავარი სურვილი რა არის?

- 10 მაისს ჩემი პერსონალური გამოფენა შედგება, რომელსაც ერქმევა - "ქაოსის სიმღერა“. ჩემი მთავარი სურვილია, საქართველო იყოს თავისუფალი და ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა და ამ მენტალურ ბრძოლაში და თავს დატეხილ სირთულეებში, მათთან გამკლავება და შემდეგ მათი გარდაქმნა ჰარმონიული ცხოვრების ყოფის აღმოჩენისკენ იყოს მიმართული.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ბავშვების სკოლაში მიყვანა, მერე ვარჯიში, შემდეგ სახელოსნო, ამავდროულად - წერაც და საღამოსაც იგივე, ასევე პროექტები და სხვადასხვა რამ. ეს ყველაფერი არ მთავრდება რომელიღაც საათზე. ჩემი ოჯახის წევრები ასე აღმიქვამენ, რომ ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, სიახლეზე ვმუშაობ - ეს მუდმივი პროცესია. ხდება მეგობრებთან შეხვედრაც, დროის მათთან გატარება, მაგრამ ყოველი დღის დამაგვირგვინებელი, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო და საიდანაც არ უნდა მოვდიოდე, შინ მოსული, ვჯდები და ვწერ...