პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქკაბელის" მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
"საქკაბელის" მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია

„საქკა­ბელ­მა“ სა­წარ­მოო ხაზი მო­რი­გი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტით - „სო­ლარ“ კა­ბე­ლით (H1Z2Z2-K) გა­ა­ფარ­თო­ვა. კომ­პა­ნია ერთ-ერთი პირ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინც ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით აწარ­მო­ებს და შე­სა­ბა­მის სერ­ტი­ფი­კატს ფლობს.

ცე­ცხლმე­დე­გი, ჰა­ლო­გე­ნის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მო­კა­ლუ­ლი სპი­ლენ­ძის კა­ბე­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­დე­გო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ყვე­ლა ტი­პის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს ერ­გე­ბა, რო­გორც მზის სხი­ვე­ბის ხან­გრძლი­ვი და­ცხუ­ნე­ბის, ისე ძლი­ე­რი უა­მინ­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით. გარ­და ამი­სა, კა­ბელს მი­ნი­მუმ 25 წლი­ა­ნი სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო პე­რი­ო­დი გა­მო­არ­ჩევს, ხოლო მისი სა­მუ­შაო ტემ­პე­რა­ტუ­რა 90-120°C-ია.

"საქკა­ბე­ლის’’ მიერ წარ­მო­ე­ბულ „სო­ლარ“ კა­ბელ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი ჩე­ხე­თის „ელექტრო­ტექ­ნი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა“ გას­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ადას­ტუ­რებს, რომ პრო­დუქ­ცია აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს ჯან­მრთე­ლო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის თუ გა­რე­მოს დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით და ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

„მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წილი იზ­რდე­ბა და ენერ­გი­ის მზით გა­მო­მუ­შა­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოც გლო­ბა­ლურ ტრენ­დს მი­უყ­ვე­ბა და მზის პა­ნე­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. ქვეყ­ნის ენერ­გო­პო­ლი­ტი­კის თა­ნახ­მად, 2030 წლის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გი­ის 35% გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბი­დან იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­დავ­წყვი­ტეთ სა­წარ­მოო ხა­ზის გა­ფარ­თო­ე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის „სო­ლარ“ კა­ბე­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ქსე­ლის სა­ი­მე­დო­ო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

წარ­მო­ე­ბი­სა და ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში ევ­რო­პი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სა­მუ­შაო ჯგუფ­მა მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბის, კა­ბე­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ციკ­ლი დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა.

ჩვენს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი „სო­ლარ“ კა­ბე­ლის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან უპი­რა­ტე­სო­ბას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის მღრღნე­ლე­ბის­გან სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­ნა­მატს შე­ი­ცავს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მზის პა­ნე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­შირ­სა და გრძელ­ვა­დი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას სა­ი­მე­დოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სულ თვეს ჩე­ხე­თის ქა­ლაქ ბრნო­ში გა­მარ­თულ "ამ­პე­რის’’ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­ვად­გი­ნეთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია, მათ შო­რის "სო­ლარ’’ კა­ბე­ლი, რო­მელ­მაც დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის პრო­დუქ­ცი­ით, გვეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა მხო­ლოდ შე­ვამ­ცი­როთ "სო­ლარ’’ კა­ბელ­ზე იმ­პორ­ტი, არა­მედ ავით­ვი­სოთ ახა­ლი სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­ვუ­წი­ოთ კონ­კუ­რენ­ცია სა­კა­ბე­ლო ინ­დუსტრი­ის წამ­ყვან მო­თა­მა­შე­ებს.’’- „საქკა­ბე­ლის“ მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი, და­ვით კა­პა­ნა­ძე.

„სო­ლარ“ კა­ბე­ლის შე­ძე­ნა "საქკა­ბე­ლის’’ ფი­ლი­ა­ლებ­სა და პარტნი­ორ მა­ღა­ზი­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: ქ. ზეს­ტა­ფონ­ში, „საქკა­ბე­ლის“ სა­წარ­მო­ში შე­მა­ვა­ლი შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე, 500 კვტ დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რის მქო­ნე მზის ელექტრო­სად­გუ­რია მო­წყო­ბი­ლი. სად­გუ­რის გე­ნე­რა­ცია პირ­და­პირ სა­წარ­მოო პრო­ცესს ხმარ­დე­ბა და ქსე­ლი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ის წილს ანაც­ვლებს. მზის ელექტრო­სად­გუ­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გია სა­წარ­მოს ჯა­მუ­რი წლი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის 1/3-ს ფა­რავს. შე­სა­ბა­მი­სად, ნეტო-აღ­რი­ცხვის პროგ­რა­მა საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე წლი­ურ და­ნა­ხარ­ჯებს. "საქკა­ბე­ლი’’ აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ყვე­ლა იმ პრო­ექტსა და ინი­ცი­ა­ტი­ვას, რაც გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა და ათ­ვი­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რისი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნიც ქვეყ­ნის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბაა.

R

საბა
0

კარგი წამოწყებაა,ხარისხი დაიცავით და ჩვენც გვერდში დადიდგებით!მე პირადად რემონტებით ვარ დაკავებული და საქკაბელის სადენებს(საჭირო მოდელის არსებობის შემთხვევაში) არ ვერიდები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"საქკაბელის" მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია

"საქკაბელის" მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია

„საქკაბელმა“ საწარმოო ხაზი მორიგი ინოვაციური პროდუქტით - „სოლარ“ კაბელით (H1Z2Z2-K) გააფართოვა. კომპანია ერთ-ერთი პირველია საქართველოში ვინც ევროპული სტანდარტებით აწარმოებს და შესაბამის სერტიფიკატს ფლობს.

ცეცხლმედეგი, ჰალოგენისგან თავისუფალი, მოკალული სპილენძის კაბელი გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევა. ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს ერგება, როგორც მზის სხივების ხანგრძლივი დაცხუნების, ისე ძლიერი უამინდობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კაბელს მინიმუმ 25 წლიანი საექსპლუატაციო პერიოდი გამოარჩევს, ხოლო მისი სამუშაო ტემპერატურა 90-120°C-ია.

,,საქკაბელის’’ მიერ წარმოებულ „სოლარ“ კაბელზე შესაბამისი სერტიფიკატი ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმა“ გასცა. აღნიშნული ადასტურებს, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების თუ გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.

„მსოფლიო მასშტაბით, განახლებადი ენერგიის წილი იზრდება და ენერგიის მზით გამომუშავება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. საქართველოც გლობალურ ტრენდს მიუყვება და მზის პანელებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ქვეყნის ენერგოპოლიტიკის თანახმად, 2030 წლისთვის, საქართველოს ენერგიის 35% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ საწარმოო ხაზის გაფართოება და მომხმარებლისთვის „სოლარ“ კაბელის შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქსელის საიმედოობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

წარმოებისა და ტესტირების პროცესში ევროპიდან მოწვეული ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას. სამუშაო ჯგუფმა მანქანა-დანადგარების, კაბელის მახასიათებლებისა და გამოყენებული ნედლეულის წარმოების სრული ციკლი დეტალურად შეისწავლა.

ჩვენს მიერ წარმოებული „სოლარ“ კაბელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას გამოყენებული იტალიური საიზოლაციო მასალა წარმოადგენს, რომელიც ამერიკული წარმოების მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამატს შეიცავს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, გასულ თვეს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ ,,ამპერის’’ საერთაშორისო გამოფენაზე წარვადგინეთ ჩვენი პროდუქცია, მათ შორის ,,სოლარ’’ კაბელი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

გვეამაყება, რომ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით, გვეძლევა შესაძლებლობა არა მხოლოდ შევამციროთ ,,სოლარ’’ კაბელზე იმპორტი, არამედ ავითვისოთ ახალი საექსპორტო ბაზრები და საერთაშორისო დონეზე გავუწიოთ კონკურენცია საკაბელო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს.’’- „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

„სოლარ“ კაბელის შეძენა ,,საქკაბელის’’ ფილიალებსა და პარტნიორ მაღაზიებშია შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის: ქ. ზესტაფონში, „საქკაბელის“ საწარმოში შემავალი შენობების სახურავებზე, 500 კვტ დადგმული სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგურია მოწყობილი. სადგურის გენერაცია პირდაპირ საწარმოო პროცესს ხმარდება და ქსელიდან იმპორტირებული ენერგიის წილს ანაცვლებს. მზის ელექტროსადგურისგან მიღებული ენერგია საწარმოს ჯამური წლიური მოხმარების 1/3-ს ფარავს. შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის პროგრამა საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიაზე წლიურ დანახარჯებს. ,,საქკაბელი’’ აქტიურად უჭერს მხარს ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რაც განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და ათვისებას ემსახურება, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა.

R