პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის პოლიტიკასთან არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი მამა?
"გიორგის პოლიტიკასთან არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი მამა?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ბოლო დროს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მი­მართ. გი­ორ­გიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" თა­ვი­სი პა­ტა­რა დის­შვი­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ხელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ჰქონ­და.

ამ პოს­ტის გამო გი­ორ­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს. თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ კი თქვა, - გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის მამა "ნა­ცია "გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ი­და­ნო. შემ­დეგ კი ისიც მო­ა­ყო­ლა, გი­ორ­გი დღეს რომ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რია, თურ­მე მისი "პა­ტა­რა დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის".

პოსტს აქ­ვეყ­ნებს "ფეხ­ბურ­თე­ლის მამა როინ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლიც:

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შავს და თეთ­რს ვერ არ­ჩე­ვენ, ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან, გულ­წრფე­ლად გან­ვიც­დი და რა­ტომ? ჩე­მე­ბი ხართ, ქარ­თვე­ლე­ბი და მა­გი­ტომ! მინ­და სწო­რად აღიქ­ვათ ის, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა!

ჩემი შვი­ლი იმ საქ­მეს აკე­თებს რაც მას უყ­ვარს, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს წა­ად­გე­ბა!!! გი­ორ­გის პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი არც შე­ხე­ბა აქვს და არც სურ­ვი­ლი! მამა სად იქ­ნე­ბა, რო­მელ მხა­რეს, ეს მა­მის გა­და­სა­წყვე­ტია და არა თქვე­ნი!

ამ­ჟა­მად კარ­და­ნა­ხის ვე­ნა­ხე­ბი­დან გწერთ, წა­რა­ფი და კარ­გი ღვი­ნო რომ გვიყ­ვარს, სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, იმ ვაზს და ვე­ნახს ვე­ფე­რე­ბი, (თუ არ მო­ვუვ­ლით სწო­რად, მო­სა­ვალ­საც ვერ მი­ვი­ღებთ) ესე გავ­ზარ­დე მე ჩემი ორი­ვე შვი­ლი, თქვენ თუ არ მოგ­წონთ “ბო­დი­ში”, თქვენ ალ­ბათ იმას აკე­თებთ, რაც მოგ­წონთ, აკე­თებთ იმას, რა­საც თქვე­ნი გო­ნე­ბა ან პატ­რო­ნე­ბი გკარ­ნა­ხო­ბენ!

ჩვენ სხვის “დაკ­რულ­ზე” არ ვცეკ­ვავთ, ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ოჯა­ხის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის საქ­მეს!

პო­ლი­ტი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­და­წყვეტს! ისე სიმ­ბო­ლუ­რი რი­ცხვია 26! აუ­ღე­ბე­ლი პე­ნალ­ტის დღე დად­გე­ბა და ამას ქარ­თვე­ლი, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე და პატ­რი­ო­ტი ხალ­ხი ერ­თად და­არ­ტყამს!!!"

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Popstar
3

მამანაცოვიჩი :)))))))))))))))

დავით 67
6

ჩემი პატივისცემა მამასაც და შვილსაც. სწორად აღნიშნეთ 26 რიცხვი ჯადოსნური რიცხვია ქართული საზოგადოებისთვის. სწორედ 26 რიცხვში დამთავრდება ოცნება 

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გიორგის პოლიტიკასთან არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი მამა?

"გიორგის პოლიტიკასთან არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი მამა?

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი ფეხბურთელებს შორის პირველი იყო, რომელმაც ღია მხარდაჭერა გამოხატა ბოლო დროს თბილისში მიმდინარე აქციების და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. გიორგიმ "ინსტაგრამზე" თავისი პატარა დისშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში ევროკავშირის დროშა ჰქონდა.

ამ პოსტის გამო გიორგი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი თქვა, - გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცია "გახარიას პარტიიდანო. შემდეგ კი ისიც მოაყოლა, გიორგი დღეს რომ ეროვნული ნაკრების წევრია, თურმე მისი "პატარა დამსახურებაც არის".

პოსტს აქვეყნებს "ფეხბურთელის მამა როინ ქოჩორაშვილიც:

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ, ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა სწორად აღიქვათ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება!

ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება!!! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!

ამჟამად კარდანახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და კარგი ღვინო რომ გვიყვარს, სადღეგრძელოები, იმ ვაზს და ვენახს ვეფერები, (თუ არ მოვუვლით სწორად, მოსავალსაც ვერ მივიღებთ) ესე გავზარდე მე ჩემი ორივე შვილი, თქვენ თუ არ მოგწონთ “ბოდიში”, თქვენ ალბათ იმას აკეთებთ, რაც მოგწონთ, აკეთებთ იმას, რასაც თქვენი გონება ან პატრონები გკარნახობენ!

ჩვენ სხვის “დაკრულზე” არ ვცეკვავთ, ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საქმეს!

პოლიტიკას რაც შეეხება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! ისე სიმბოლური რიცხვია 26! აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!!!"

იხილეთ ასევე: