ავტორი:

ბიშიმბაევის ტელეფონში არსებულმა ვიდეომ მოსამართლე შოკში ჩააგდო - რა მოხდა ყაზახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესზე

ბიშიმბაევის ტელეფონში არსებულმა ვიდეომ მოსამართლე შოკში ჩააგდო - რა მოხდა ყაზახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესზე

ყაზახეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში სალტანატ ნუკენოვა მეუღლემ, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა მოკლა. დღეს მოსამართლემ ბრალდებულის კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში არსებული ვიდეო მასალა შეისწავლა.

  • ბრალდებულის მობილურში არსებულმა ვიდეომ მოსამართლე შოკში ჩააგდო. საქმეში შეტანილ კადრებში კუანდიკ ბიშიმბაევი სასტიკად ნაცემ ქალს აიძულებს, რომ ღალატი აღიაროს.

კერძოდ, მას აინტერესებდა ცოლის კავშირი ყოფილ მეგობარ ბიჭთან, ბიზნესმენ რაიმბეკ ბატალოვთან (რაიმბეკის მეუღლემ უკვე უარყო ქმრის კავშირი ნუკენოვასთან).

"შენ იყავი მისი საყვარელი? გეძინა მასთან? - ეკითხება ბიშიმბაევი ნაცემ ქალს. ამ დროს ნუკენოვა რესტორნის კუპედან გასვლას ცდილობს, რათა ტუალეტში შევიდეს, მაგრამ ქმარი არ უშვებს.

პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ვიდეო გადაღებულია ნუკენოვას მკვლელობის დღეს - 2023 წლის 9 ნოემბერს. თუმცა, ბიშიმბაევმა დაჟინებით დაიწყო იმის მტკიცება, რომ მისი ტელეფონი გატეხეს და ვიღაცამ შეგნებულად გააყალბა ვიდეო.

ამავდროულად, ბიშიმბაევმა არ აღიარა ცოლზე ზეწოლა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალმა თავად მიიყვანა ამ მდგომარეობამდე.

"ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანა... თავს ცუდად ვგრძნობდი... ჩემი დამცირების გამო იმავეთი მინდოდა მეპასუხა. ჩემი საჩუქრები უნიტაზში ჩაყარა. ექვსი საათის განმავლობაში ეს ყველაფერი დაგროვდა. და როცა 7:16 საათზე გამოვედით ლიფტიდან, ძალა აღარ მქონდა, რომ თავი გამეკონტროლებინა. მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, ვერ ავხსნი ჩემს საქციელს. ეს იყო დამცირებაზე დამცირებით პასუხის სურვილი“, - განაცხადა ყოფილმა თანამდებობის პირმა.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის კუანდიკ ბიშიმბაევი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალების საქმეში უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს და ირწმუნება, რომ ქალი არ უცემია. თუმცა სასამართლოზე ექსპერტმა განაცხადა, რომ ქალს ქმარი 7 საათზე მეტხანს აწამებდა - თავში დაარტყა და შემდეგ დაახრჩო.

წაიკითხეთ ასევე: