მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად - პრემიერ-მინისტრის შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა" - რომან ფიფია
"დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად - პრემიერ-მინისტრის შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა" - რომან ფიფია

"დი­ნა­მო თბი­ლი­სი” მუდ­მი­ვად დგას ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ყვე­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბის თუ იდე­ის სა­და­რა­ჯო­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიმ­ტკი­ცის და ერ­თი­ა­ნო­ბის იდე­ის სა­ფუძ­ვე­ლია, - ამის შე­სა­ხებ "დი­ნა­მო თბი­ლი­სის“ პრე­ზი­დენ­ტი რო­მან ფი­ფია გან­ცხა­დე­ბა­ში წერს და ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უნ­დო­და "დი­ნა­მოს“ ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და რომ "ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ზუს­ტად იმ პო­ლი­ტი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და ".

ფი­ფია იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის მო­მენ­ტში არ ფლობ­და შე­სა­ბა­მის ინ­ფო­რამ­ცი­ას, იმ საქ­მე­ებ­თან თუ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც "დი­ნა­მო თბი­ლის­ში“ მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და აცხა­დებს, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ასე­თი შე­ფა­სე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ არა­საკ­მა­ი­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­უძ­ლია ახ­სნას.

რო­მან ფი­ფია გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უბ­რობს იმ მიღ­წე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც "დი­ნა­მო თბი­ლის­ში" მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის მხრი­დან, დი­ნა­მო თბი­ლის­ზე და პი­რა­დად ჩემ­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რო რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც დი­ნა­მო თბი­ლის­ში ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, მსურს ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის ჩა­მო­ვუყ­ვა­ნი­ვარ, მი­თუ­მე­ტეს არც ერთ პო­ლი­ტი­კურ თუ მმარ­თველ ძა­ლას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჯერ კი­დევ 1997 წლი­დან და­ვი­წყე და ასე გრძელ­დე­ბა დი­ნა­მო თბი­ლი­სის შე­ძე­ნამ­დეც, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბას და მის და­სა­წყისს - სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და საკ­ლუ­ბო სტრუქ­ტუ­რა ჩვენ ჩა­ვა­ნაც­ვლეთ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ფეხ­ბურ­თო ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნის, არა­მედ ევ­რო­პის მას­შტა­ბით.

და­ვა­ფუძ­ნეთ ლე­გენ­და­რუ­ლი ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მია, რომ­ლის გახ­სნა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოქ­როს ბურ­თის ორმა მფლო­ბელ­მა, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ და ან­დრეი შევ­ჩენ­კომ, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვან ფეხ­ბურ­თელ კახა კა­ლა­ძეს­თან ერ­თად მი­ი­ღო.

და­ვა­ფუძ­ნეთ ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნი­რი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც პირ­ვე­ლად მი­იქ­ცი­ეს მე­დი­ის და გულ­შე­მატ­კივ­რის ყუ­რა­დღე­ბა გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძემ, ირაკ­ლი აზა­როვ­მა, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ, ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვილ­მა, ლუკა გაგ­ნი­ძემ, გი­ორ­გი აბუ­აშ­ვილ­მა და ეროვ­ნუ­ლი თუ ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის გა­მორ­ჩე­ულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

2015-2023 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დი­ნა­მო თბი­ლი­სის აღ­ზრდილ­მა 21-მა ფეხ­ბურ­თელ­მა ითა­მა­შა, რაც არა მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი, არა­მედ ევ­რო­პუ­ლი მას­შტა­ბი­თაც ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

მხო­ლოდ გა­სულ, 2023 წელს ეროვ­ნულ და ასა­კობ­რივ ნაკ­რე­ბებ­ში დი­ნა­მო თბი­ლი­სის აღ­ზრდილ­მა 60-ზე მეტ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ითა­მა­შა, რაც ასე­ვე რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

დი­ნა­მო თბი­ლი­სის აკა­დე­მი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რე­გი­ო­ნებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ნი­ჭი­ე­რი მო­ზარ­დე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და წა­ხა­ლი­სე­ბას. პრო­ექ­ტი 10-ზე მეტ რე­გი­ონ­ში, 20 ზე მეტ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოქ­მე­დებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ქავს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ფეხ­ბურ­თო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით სა­უ­კე­თე­სო ქარ­თველ და გა­მორ­ჩე­ულ უცხო­ელ მწვრთნე­ლებს, შე­ვუქ­მე­ნით ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა და სამ­ჯერ ვი­თა­მა­შეთ უე­ფას ევ­რო­პა ლი­გის პლეი-ოფის ეტაპ­ზე. ამ პე­რი­ოდ­ში, 6-ჯერ მო­ვი­პო­ვეთ ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნო­ბა, 4-ჯერ და­ვით ყი­ფი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლა­ვა მეტ­რე­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სუ­პერ­თა­სი.

დი­ნა­მო თბი­ლი­სი არის სა­ხალ­ხო კლუ­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად დგას ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ყვე­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბის თუ იდე­ის სა­და­რა­ჯო­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიმ­ტკი­ცის და ერ­თი­ა­ნო­ბის იდე­ის სა­ფუძ­ვე­ლია.

ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტუ­ლია 9 აპ­რი­ლის, იუნ­კე­რე­ბის ხსე­ნე­ბის, აგ­ვის­ტოს ომი­სა თუ სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­სა და მთე­ლი კლუ­ბის სა­ხე­ლით შე­სა­ბა­მის ცე­რე­მო­ნი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში. ჩვენ, ასე­ვე ერ­თგუ­ლად და ერ­თსუ­ლოვ­ნად ვუ­ჭერთ მხარს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის გან­მტკი­ცე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი გუნ­დის მიერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შაო უკვე ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი თუ ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის შე­დე­გებ­თან, უამ­რა­ვი ვარსვკლა­ვის­თვის გზის გაკ­ვალ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა და მათი გან­ცალ­კე­ვე­ბა და ერ­თმა­ნეთ­თან და­შო­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა.

დი­ნა­მო თბი­ლი­სის მმარ­თვე­ლო­ბის 15 წლის თავ­ზე, 60 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია ( მათ შო­რის 20 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით გა­დახ­და) და გა­წე­უ­ლი შრო­მა, არ­ცერ­თი წა­მით არ მი­ნა­ნია და ამა­ყი ვარ ყვე­ლა იმ მიღ­წე­ვით, რო­მელ­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის თუ პრობ­ლე­მუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თად შევ­ძე­ლით.

მე იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის მო­მენ­ტში არ ფლობ­და შე­სა­ბა­მის ინ­ფო­რამ­ცი­ას, იმ საქ­მე­ებ­თან თუ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც დი­ნა­მო თბი­ლის­ში ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და მისი ასე­თი შე­ფა­სე­ბა, შე­მიძ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ არა­საკ­მა­ი­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით ავ­ხსნა”, - წერს ფი­ფია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მშენებელი
0

მაკარ აბა რას ამბობ??? .,..გატყუებენ მაკარ,................ გატყუებენ!!! მაგ სტადიონს ბომბი რო დასცე ვერ დაანგრევ..მაგის გამოცდაზე სანახავად დაჟე გეპეიდან ახალ გამომცხვარი მშენებელი ინჟინრებიც კი წაგვიყვანეს...ქვეყნის სამნშენებლო ინსტიტუტები და ინჟინრები მონაწილეობდნენ.. სტადიონი სალდატებით გადააავსეს და რეზონანსის შესაქმნელად(ანუ დატვირთვების მოსამატებლად) სუ ურა, ურა აძახინეს..ეგ სტადიონი როცა გადავსებულია, მხოლოდ მაშინ არის მოსვენებულ მდგომარეობაშ...დანარჩენი დრო,,უსაქმურობას,, განიცდის. ეგ წინასწარ დაძაბული კონსტრუქციაა..საუკუნეები არ დაინგრევასაქართველოში მაგ დონის ინჟინრული ნაგებობა სულ რანდენიმეა...ჰოოდა თავს ნუ ირცხვენ---- დააანებეთ თავი მაგ სტადიონს...

ზურა
0

შენ ყოფილხარ აღმაშენებელი! ერთი გამოგრჩა - ყველაფერი, რაც ჩამოთვალე, შენი ფულით გააკეთე? სახელმწიფომ რამდენი ჩადო "დინამო" - ს პროექტში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად - პრემიერ-მინისტრის შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა" - რომან ფიფია

"დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად - პრემიერ-მინისტრის შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა" - რომან ფიფია

"დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია, - ამის შესახებ "დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია განცხადებაში წერს და ეხმაურება, საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, თბილისის "დინამოს“ ხელმძღვანელობას უნდოდა "დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა და რომ "ეს არის დამოკიდებულება, რაც ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ".

ფიფია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორამციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც "დინამო თბილისში“ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის ასეთი შეფასება, მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით შეუძლია ახსნას.

რომან ფიფია განცხადებაში საუბრობს იმ მიღწევებზე, რომელიც "დინამო თბილისში" მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

"საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, დინამო თბილისზე და პირადად ჩემზე საუბრის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოვუყვანივარ, მითუმეტეს არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნეს საქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდება დინამო თბილისის შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს - სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დინამო თბილისის აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

მხოლოდ გასულ, 2023 წელს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში დინამო თბილისის აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

დინამო თბილისის აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20 ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შექავს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.

წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.

დინამო თბილისი არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.

ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსვკლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

დინამო თბილისის მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომელსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორამციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით ავხსნა”, - წერს ფიფია განცხადებაში.