პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ ლოიალურნი არ არიან" - ვის აწყობს ჩვენში შიშის და პანიკის დათესვა?
"შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ ლოიალურნი არ არიან" - ვის აწყობს ჩვენში შიშის და პანიკის დათესვა?

გუ­შინ, 21 აპ­რილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მათ შო­რის "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე", რუ­სულ ენა­ზე გავ­რცელ­და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ 22 აპ­რილს თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­სა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ზე თავ­დას­ხმა იგეგ­მე­ბო­და.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აპ­რილს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, კერ­ძოდ ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცია "ტე­ლეგ­რამ­ში“ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში შე­საძ­ლო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ მუ­ქა­რის ფაქ­ტებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად რა­ი­მე სა­ხის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ან მო­წყო­ბი­ლო­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა“.

"შე­საძ­ლოა, ეს უკავ­შირ­დე­ბო­დეს რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ იმ ქვეყ­ნე­ბის ახალ­გაზ­რდო­ბის და­ში­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის მი­მართ არ არი­ან ლო­ი­ა­ლურ­ნი. გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­თა­ვი­სოდ ამ სხვის მიერ და­გეგ­მილ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ოპე­რა­ცი­ას, ეს სხვა სა­კი­თხია“, - ამ­ბობს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ან­დრო გო­ცი­რი­ძე.

"ამ­გვა­რი მუ­ქა­რა ახა­ლი არ არის, მიმ­დი­ნა­რე თვე­ში ზუს­ტად იგი­ვე ტექ­სტი და მუ­ქა­რა იმა­ვე არ­ხე­ბით გავ­რცელ­და ას­ტა­ნი­სა და ერევ­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის მი­მართ. შე­საძ­ლოა, ეს უკავ­შირ­დე­ბო­დეს რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ იმ ქვეყ­ნე­ბის ახალ­გაზ­რდო­ბის და­ში­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის მი­მართ არ არი­ან ლო­ი­ა­ლურ­ნი. ცნო­ბი­ლია, რომ ყა­ზა­ხეთ­მაც და სომ­ხეთ­მაც ბოლო დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. ახალ­გაზ­რდო­ბა ყო­ველ­თვის ამ ბრძო­ლის ავან­გარ­დშია. ამას გარ­და, შე­საძ­ლოა, რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ამოწ­მე­ბენ ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის მდგრა­დო­ბას, კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში მოქ­მე­დე­ბის წესს, ჩარ­თულ ძა­ლებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხა­რისხსა და არ­ხებს.

პა­ნი­კის და­თეს­ვა, ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სეთს უნდა აწყობ­დეს, მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდო­ბა მკვეთ­რად და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­საა და მო­ცე­მულ მო­მენ­ტშიც ე.წ. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ცხა­დია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რდებ­ში საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის კლე­ბით, თუმ­ცა ამ პრო­ვო­კა­ცი­ის და­გეგ­მვას მას ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ და­ვაბ­რა­ლებთ. რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ზუს­ტად იმა­ვე ხელ­წე­რით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ად­გი­ლი ჰქონ­და სხვა ქვეყ­ნებ­შიც. რამ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ სხვის მიერ და­გეგ­მილ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ოპე­რა­ცი­ას, ეს სხვა სა­კი­თხია.

ასეთ დროს სა­ხელ­მწი­ფო აკე­თებს იმას, რა­საც უნდა აკე­თებ­დეს:

ტარ­დე­ბა პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მოწ­მდე­ბა სიგ­ნა­ლი, მიმ­დი­ნა­რე­ობს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო მზა­ო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ გა­ვავ­რცე­ლოთ ტე­რო­რის­ტუ­ლი მო­წო­დე­ბის ფო­ტო­ე­ბი ან ში­ნა­არ­სი, არ ვი­სა­უბ­როთ თით­ქოს­და, სა­დღაც აღ­მო­ჩე­ნილ ია­რაღ­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლებ­ზე, არ შე­ვუ­წყოთ ხელი პა­ნი­კის გავ­რცე­ლე­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა ენ­დოს მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მიჰ­ყვეს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ჩვე­ნი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და და­სავ­ლურ წარ­მა­ტე­ბულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში, მათი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ტექ­ნი­კუ­რი თუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით, ასე რომ, მათ შეს­წევთ უნა­რი, მო­ახ­დი­ნონ მსგავ­სი საფრ­თხის პრე­ვენ­ცია“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
1

რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეგენი თავისიანებს არ ინდობენ და სხვას დაინდობენ? ფეხზე კიდიათ თავიანთი დატბორილი ქალაქები, სამაგიეროდ სხვა ქვეყნებს არ ეშვებიან. 

დოი
3

მაინც ოპოზიციის ნაჩალიჩარი მგონია,მათ აწყობთ ეს თემა ყველაზე მეტად!... ეს აჟიტირებული ახალგაზრდებისთვის იქნება გაკეთებული,თემეა ელევათ და მაშველი რგოლიც გამოჩნდა,როგორც ის რუსი პოლიტიკოსები კანონზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ ლოიალურნი არ არიან" - ვის აწყობს ჩვენში შიშის და პანიკის დათესვა?

"შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ ლოიალურნი არ არიან" - ვის აწყობს ჩვენში შიშის და პანიკის დათესვა?

გუშინ, 21 აპრილს სოციალურ ქსელში, მათ შორის "ტელეგრამარხებზე", რუსულ ენაზე გავრცელდა მუქარის შემცველი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმა იგეგმებოდა.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია "ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“.

"შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს რუსული სპეცსამსახურების მიერ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ არ არიან ლოიალურნი. გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება სათავისოდ ამ სხვის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ოპერაციას, ეს სხვა საკითხია“, - ამბობს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

"ამგვარი მუქარა ახალი არ არის, მიმდინარე თვეში ზუსტად იგივე ტექსტი და მუქარა იმავე არხებით გავრცელდა ასტანისა და ერევნის საშუალო სკოლების მიმართ. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს რუსული სპეცსამსახურების მიერ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ არ არიან ლოიალურნი. ცნობილია, რომ ყაზახეთმაც და სომხეთმაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ახალგაზრდობა ყოველთვის ამ ბრძოლის ავანგარდშია. ამას გარდა, შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები ამოწმებენ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის მდგრადობას, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების წესს, ჩართულ ძალებსა და საშუალებებს, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხსა და არხებს.

პანიკის დათესვა, ბუნებრივია, რუსეთს უნდა აწყობდეს, მითუმეტეს, რომ საქართველოს ახალგაზრდობა მკვეთრად დასავლური ორიენტაციისაა და მოცემულ მომენტშიც ე.წ. რუსული კანონის მიღებას უპირისპირდება. ხელისუფლება, ცხადია, დაინტერესებულია ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტის კლებით, თუმცა ამ პროვოკაციის დაგეგმვას მას ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ დავაბრალებთ. როგორც აღინიშნა, ზუსტად იმავე ხელწერით განხორციელებულ ქმედებას ადგილი ჰქონდა სხვა ქვეყნებშიც. რამდენად გამოიყენებს ხელისუფლება ამ სხვის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ოპერაციას, ეს სხვა საკითხია.

ასეთ დროს სახელმწიფო აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს:

ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები, მოწმდება სიგნალი, მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები. ასეთ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია და სამოქალაქო მზაობა. მნიშვნელოვანია, არ გავავრცელოთ ტერორისტული მოწოდების ფოტოები ან შინაარსი, არ ვისაუბროთ თითქოსდა, სადღაც აღმოჩენილ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე, არ შევუწყოთ ხელი პანიკის გავრცელებას. მოსახლეობა უნდა ენდოს მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და მიჰყვეს სახელმწიფო სტრუქტურების რეკომენდაციებს. ჩვენი ანტიტერორისტული დანაყოფები წლების განმავლობაში ყალიბდებოდა დასავლურ წარმატებულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციაში, მათი მატერიალური, ტექნიკური თუ ინტელექტუალური დახმარებით, ასე რომ, მათ შესწევთ უნარი, მოახდინონ მსგავსი საფრთხის პრევენცია“.

იხილეთ ასევე: