ავტორი:

"არასოდეს გამიშვა" - კაზუო იშიგურუს ცნობილი რომანის პოპულარული ეკრანიზაცია

"არასოდეს გამიშვა" - კაზუო იშიგურუს ცნობილი რომანის პოპულარული ეკრანიზაცია

„არასოდეს გამიშვა“- შთამბეჭდავი წიგნია, რომელიც სამართლიანად შედის ჟურნალ Time-ის ყველა დროის 100 საუკეთესო ინგლისური რომანის სიაში. მისი ავტორი წარმოშობით იაპონელი, მალკოლმ ბრედბერის ლიტერატურული სემინარის კურსდამთავრებული და ბუკერის პრემიის ლაურეატი (რომანისთვის „დღის ნაშთები“) კაზუო იშიგუროა.

ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებაა. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია.

2005 წელს, რომანის პირველი გამოქვეყნებისთანავე, იშიგუროს შემზარავი და თვალწარმტაცი წიგნი კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო რომანი. ერთი მხრივ, ავტორი ხატავს დაძაბულ და მოულოდნელ სურათს სამყაროზე, რომელშიც ადამიანებმა ისწავლეს საკუთარი თავის კლონირება, მეორე მხრივ, ის საუბრობს პირად ურთიერთობებზე, ჩახლართულ სასიყვარულო სამკუთხედზე ბავშვობის სამ მეგობარს შორის.

„არასოდეს გამიშვა“ - ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური დრამაა, რომელიც დაფუძნებულია კაზუო იშიგუროს რომანზე. ფილმის რეჟისორი მარკ რომანეკია, ხოლო სცენარის ავტორი ალექს გარლანდი. ფილმში მონაწილეობენ: კირა ნაითლი, კერი მალიგანი, ენდრიუ გარფილდი, შარლოტა რემპლინგი და სალი ჰოკინსი.

იშიგურუს რომანის ეკრანიზაციამ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმმა აიღო პრიზები საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის, რეჟისურის, სცენარისა და ვიზუალური ეფექტებისთვის. იგი ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, მსოფლიო მასშტაბით 31 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა შემქმნელებს.

რაშია ფილმის ღირებულება

ფილმი ძალიან მჭიდროდ მიჰყვება რომანის სიუჟეტსა და პერსონაჟებს. კირა ნაითლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ როლებს.

მარკ რომანეკმა შექმნა საოცრად ატმოსფერული და ემოციური ფილმს. სცენარი ზედმიწევნით დამუშავდა: ის ალექს გარლანდს ეკუთვნის, რომელიც რომანის ერთგულია. ფილმს აქვს ლამაზი და დასამახსოვრებელი ვიზუალური სტილი. ფილმი აჩენს მნიშვნელოვან ეთიკურ კითხვებს კლონირების, ორგანოების დონაციისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ეს არის ფილმი, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე და რას ნიშნავს იყო ადამიანი.

იშიგურო მჭიდროდ ჩაერთო სამუშაო პროცესში. მან სცენარისტს თავისუფლება მისცა. გარლანდის ესმოდა, რომ ავტორს დიდი გავლენა ჰქონდა ამ პროცესზე. „იშიგურო ჩართული იყო ყველაფერში, ის კითხულობდა სცენარის ყველა ნაწილს და გვაძლევდა კომენტარს“, — ამბობს გარლანდი „ის დაგვეხმარა იმის გაგებაში, თუ სად შეგვეძლო თხრობის გადარჩენა. ავტორი არ იყო უშუალოდ ჩართული, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი მის უხილავ ყოფნას, რადგან გადაწყვეტილი მქონდა, რაც შეიძლება ბუნებრივად გადმომეტანა რომანი სცენარში. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წარმოვიდგენდი: იშიგუროს იდეების აღება და ეკრანზე გადატანა წარმატებულად განხორციელდა“.

იშიგურუს რომანი იმდენად მდიდარი და ნიუანსებით დატვირთული იყო, რომ გარლანდს ზედმეტი ფიქრი არ სჭირდებოდა. როგორც რომანში, გარლანდმა ფილმში ამბავი სამ ნაწილად დაყო. პირველ ნაწილში, რომელში მოქმედება ჰეილშემში ვითარდება, ჩვენ ვხვდებით ქეითს, ტომს და რუთს, რომლებიც ჩვეულებრივი ინგლისელი სკოლის მოსწავლეები არიან, მაგრამ რაღაც მაინც ბუნდოვანია. მათ არ ჰყავთ მშობლები, ეკრძალებათ სკოლის მოედნის დატოვება, არაფერი იციან საზოგადოებაში ცხოვრების შესახებ და, როგორც მათი მასწავლებელი მის ლუსი საბოლოოდ ცხადყოფს, მათ ამზადებენ საკუთარი თავის გასაწირად სხვებისთვის. მეორე ნაწილში ქეითი, რუთი და ტომი ტოვებენ სკოლას და დასახლდებიან კოტეჯების სახელით ცნობილ ადგილას, სადაც პირველად აღმოჩნდებიან მარტო გარესამყაროში და იწყებენ თავიანთი ნამდვილი წარმომავლობის გაგებას.

ფილმის მხატვრებმა გამოიყენეს მეორადი ტანსაცმლის გროვა, გაცვეთილი, ოდნავ ექსცენტრიული ნივთები. მათ ასევე მიმართეს რამდენიმე ბრიტანულ სკოლა-ინტერნატს ძველი ფორმების მიწოდების თხოვნით - ასე შეიქმნა Hailsham School-ის ფორმა. ”ამ ბავშვებს არ სჭირდებათ საკუთარი თავის იდენტიფიცირება ან მათი სკოლის სხვებისგან დიფერენცირება, ამიტომ ტანსაცმელი ძალიან მარტივია, არ აქვს ემბლემები, სამკერდე ნიშნები ან სხვა საიდენტიფიკაციო სიმბოლოები”, - თქვა ფლემინგმა.

„არასოდეს გამიშვა“ არის აუცილებლად სანახავი ფილმი მათთვის, ვისაც უყვარს სამეცნიერო ფანტასტიკური დრამები და დამაფიქრებელი ისტორიები. ხოლო რომანი აუცილებლად იმსახურებს ადგილს იმ წიგნების სიაში, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა წაიკითხო.

R