სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზისგან დამცავ საშუალებებს  კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - მისი გამოყენების წესები
მზისგან დამცავ საშუალებებს  კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - მისი გამოყენების წესები

კა­ნის ნა­ად­რე­ვი და­ბე­რე­ბა, პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ფერი, მე­ლა­ნო­მის გა­მომ­წვე­ვი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი - ეს იმ პრობ­ლე­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც მზის UVA/UVB გა­მოს­ხი­ვე­ბა იწ­ვევს, თუ დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებს არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რის­კის ქვეშ კი წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს ვართ, მათ შო­რის ღრუბ­ლი­ან ამინ­დშიც, ამი­ტომ დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი ცხოვ­რებს გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ვაქ­ცი­ოთ.

რო­გორ მოქ­მე­დებს მზის UVA/UVB სხი­ვე­ბი კან­ზე?

UVA – (Ultraviolet A Rays) - ულტრა­ი­ის­ფე­რი A სხი­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რია 10:00 სა­ა­თი­დან 16:00 სა­ა­თამ­დე, ღრმად აღ­წევს კა­ნის შრე­ებ­ში, აჩ­ქა­რებს და­ბე­რე­ბას, იწ­ვევს მუ­ტა­ცი­ურ პრო­ცესს, რაც შემ­დგომ­ში შე­იძ­ლე­ბა უჯრე­დე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბი­სა და მათ შო­რის სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

UVB – (Ultraviolet B Rays) - ულტრა­ი­ის­ფე­რი B სხი­ვე­ბი UVA-ს მსგავ­სად 10:00-დან 16:00 სა­ა­თამ­დეა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი, ამი­ტომ დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ამ პე­რი­ოდ­ში პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ვე­რი­დოთ. სწო­რედ UVB სხი­ვე­ბის­გან ვი­ღებთ დამ­წვრო­ბა­სა და რუჯს. ამას­თან, ტერ­მი­ნი „უსაფრ­თხო გა­რუ­ჯვა“ არ არ­სე­ბობს, გა­რუ­ჯვის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა ახ­დენს ჩვენს კან­ზე უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას, ხოლო მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა ზი­ა­ნის გარ­კვე­ულ­წი­ლად შემ­ცი­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

თუ სა­ნა­პი­რო­ზე, პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ დიდ დროს ვა­ტა­რებთ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ 2 სა­ათ­ში ერთხელ და­ვი­ტა­ნოთ კან­ზე და აღ­ნიშ­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბა ყო­ვე­ლი წყლი­დან ამოს­ვლის შემ­დეგ გა­ვი­მე­ო­როთ. ძლი­ერ დამ­წვრო­ბას კა­ნის უჯრე­დე­ბის სა­მუ­და­მოდ და­ზი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია, რისი მოგ­ვა­რე­ბაც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მხო­ლოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით ან ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტი­პე­ბი და მათი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი:

  • ქი­მი­უ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი

ქი­მი­უ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი იწო­ვე­ბა კან­ში, ფილტრავს მზის სხი­ვებს, გარ­დაქ­მნის და გა­მო­დევ­ნის მათ ორ­გა­ნიზ­მი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მუ­ლით შედ­გე­ნი­ლი მზის­გან დამ­ცა­ვე­ბის ტექ­სტუ­რა თხე­ლია, გა­ცხი­მოვ­ნე­ბის გა­რე­შე ატე­ნი­ა­ნებს კანს. ჩა­მოთ­ვლი­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გამო, რო­გორც წესი ქი­მი­ურ SPF-ს სა­ხის და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლებ­ში ვხვდე­ბით-ხოლ­მე.

ქი­მი­უ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი შე­ი­ცავს ისეთ ინ­გრე­დი­ენ­ტებს, რო­გო­რი­ცაა: ავო­ბენ­ზო­ნი, ოქ­სი­ბენ­ზო­ნი და ოქ­ტოკ­რი­ლე­ნი.

  • მი­ნე­რა­ლუ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი

მი­ნე­რა­ლუ­რი, იგი­ვე ფი­ზი­კუ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ტი­ტა­ნის დი­ოქ­სი­დი და თუ­თი­ის ოქ­სი­დი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილტრე­ბი ქმნის ბა­რი­ერს, შე­სა­ბა­მი­სად, მზის სხი­ვე­ბი აი­რეკ­ლე­ბა და ვე­ღარ აღ­წევს კან­ში. ამ­გვარ ფილტრებს ძი­რი­თა­დად, ტა­ნის დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში იყე­ნე­ბენ, რად­გან რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ტო­ვებს ცხი­მი­ან კვალ­სა და თეთრ ლა­ქებს, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რის მსგავ­სად, ეფექ­ტუ­რად გვი­ცავს ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან.

მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლურ დაც­ვა­სა და კა­ნის სი­ჯან­სა­ღეს უზ­რუნ­ველ­ყოფს:

დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ბრენ­დის „ეს­ვი­ე­რის“ მზის­გან დამ­ცა­ვი რძე იდე­ა­ლუ­რია მზის მი­მართ ჰი­პერმგრძნო­ბი­ა­რე კა­ნის­თვის. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ჩვი­ლებ­ში, ისე ბავ­შვებ­სა და მოზ­რდი­ლებ­ში სა­ხე­სა და სხე­ულ­ზე. მზის­გან დამ­ცა­ვი თხე­ლი ტექ­სტუ­რის წყა­ლო­ბით სწრა­ფი და მარ­ტი­ვია გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, გა­მო­ირ­ჩე­ვა უხი­ლა­ვი დაც­ვით და ტო­ვებს შე­უმ­ჩნე­ველ, არა­წე­ბო­ვან კვალს. ამას­თან, მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს კა­ნის მზის სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. რაც მთა­ვა­რია, პრო­დუქ­ტი არ შე­ი­ცავს პარ­ფი­უმს.

ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფრან­გუ­ლი ბრენ­დის „ეს­ვი­ე­რის“ სა­ხის კრე­მი SPF50-ით, გა­მო­ირ­ჩე­ვა ნაზი არო­მა­ტით, მსუ­ბუ­ქი, ქა­ფი­სებ­რი უხი­ლა­ვი ტექ­სტუ­რით, კანს ხდის ხა­ვერ­დო­ვანს და მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს მას მზის სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან.

სწრა­ფად შე­წო­ვა­დი ფორ­მუ­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, კრე­მი კა­ნის მა­კი­ა­ჟის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლა­დაც თა­მა­მად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. „ეს­ვი­ე­რის“ მზის­გან დამ­ცა­ვი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კა­ნის­თვის, მო­ზარ­დებ­სა და ზრდას­რუ­ლებ­ში.

„ეს­ვი­ე­რის“ ეს უნი­კა­ლუ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი აღ­მო­ჩე­ნაა მათ­თვის, ვი­საც ცხი­მი­ა­ნი ან კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი კანი აქვს ან სა­ცხს გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ 2 სა­ათ­ში იმა­ტებს.

მისი მსუ­ბუ­ქი, ხა­ვერ­დო­ვა­ნი ტექ­სტუ­რა სწრა­ფად შე­ი­წო­ვე­ბა კან­ში, არ ტო­ვებს კვალს, გა­ნი­ჭებთ კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბას. პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა 3 წლის ასა­კი­დან ყვე­ლა ტი­პის კა­ნის­თვის ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში.

„ბი­ო­დერ­მას“ შე­ფე­რი­ლი მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, ერთი მხრივ იზ­რუ­ნოთ კან­ზე და მე­ო­რე მხრივ, მი­ა­ნი­ჭოთ მას ჯან­სა­ღი, ბზინ­ვა­რე ეფექ­ტი. ოქ­როს­ფე­რი ტექ­სტუ­რა კანს ანი­ჭებს ერ­თგვა­რო­ვან იერს და სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში, როცა მა­კი­აჟ­ზე უა­რის თქმა გვი­წევს.

მზის­გან დამ­ცა­ვი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა ტი­პის კა­ნის­თვის, არ შე­ი­ცავს პა­რა­ბე­ნებს და არა­კო­მე­დო­გე­ნუ­რია.

Missha მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი კო­რე­უ­ლი ბრენ­დია თა­ვის მოვ­ლის მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი, თუმ­ცა ეფექ­ტუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ით. მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, მათ შო­რის ლო­კო­კი­ნას ექ­სტრაქ­ტზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მოკ­ლე დრო­ში იძ­ლე­ვა შე­სამ­ჩნევ შე­დეგს.

ბრენ­დის მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაც მა­ღა­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მისი მსუ­ბუ­ქი ტექ­სტუ­რა არ ტო­ვებს კან­ზე კვალს, თუმ­ცა ღრმად ატე­ნი­ა­ნებს მას. მზის­გან დამ­ცა­ვის შე­მად­გენ­ლო­ბის 75% წყა­ლია, რაც ზა­ფხუ­ლის დღე­ებ­ში კან­ზე სიმ­სუ­ბუ­ქი­სა და კომ­ფორ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

ამას­თან, პრო­დუქ­ტი არის არა­კო­მე­დო­გე­ნუ­რი, ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი დაც­ვით და სა­უ­კე­თე­სოა ნა­ო­ჭე­ბი­სა და პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის. Missha-ს მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის მიერ.

რუ­ჯის ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი, დამ­ცა­ვი წყა­ლი გი­ცავთ მზის­გან და ფო­ტო­და­ბე­რე­ბის­გან, ატე­ნი­ა­ნებს კანს და არ ამ­ძი­მებს მას. იდე­ა­ლუ­რია მათ­თვის, ვინც უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს მსუ­ბუქ, წყლის ბა­ზა­ზე დამ­ზა­დე­ბულ კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს. მისი უცხი­მო ტექ­სტუ­რა უზ­რუნ­ველ­ყოფს კან­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბას.

ეს­პა­ნუ­რი დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ბრენ­დი „მარ­ტი­დერ­მი“ გა­მო­ირ­ჩე­ვა ინო­ვა­ცი­უ­რი, უსაფრ­თხო და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ბრენ­დის გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­დუქ­ტია ტა­ნის მზის­გან დამ­ცა­ვი სპრეი, რო­მე­ლიც სწრა­ფად შე­ი­წო­ვე­ბა, არ ტო­ვებს ლა­ქებს და ააქ­ტი­უ­რებს კა­ნის ბუ­ნებ­რივ დაც­ვას. ამას­თან, აქვს ბზინ­ვა­რე­ბის ეფექ­ტი.

„სე­ბა­მე­დის“ მზის­გან დამ­ცა­ვი ლო­სი­ო­ნი კანს იცავს ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან, შე­ი­ცავს B5 და E ვი­ტა­მი­ნებს, ხელს უშ­ლის პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბის წარ­მოქ­მნა­სა და კანს იცავს ნა­ად­რე­ვი და­ბე­რე­ბის­გან. ეს მი­ნე­რა­ლუ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი მდგრა­დია წყლის მი­მართ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მზისგან დამცავ საშუალებებს  კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - მისი გამოყენების წესები

მზისგან დამცავ საშუალებებს  კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - მისი გამოყენების წესები

კანის ნაადრევი დაბერება, პიგმენტური ლაქები, არაერთგვაროვანი ფერი, მელანომის გამომწვევი წარმონაქმნები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მზის UVA/UVB გამოსხივება იწვევს, თუ დამცავ საშუალებებს არ გამოვიყენებთ. აღნიშნული რისკის ქვეშ კი წელიწადის ნებისმიერ დროს ვართ, მათ შორის ღრუბლიან ამინდშიც, ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, მზისგან დამცავი საშუალებები ჩვენი ცხოვრებს განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ.

როგორ მოქმედებს მზის UVA/UVB სხივები კანზე?

UVA – (Ultraviolet A Rays) - ულტრაიისფერი A სხივები განსაკუთრებით აქტიურია 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ღრმად აღწევს კანის შრეებში, აჩქარებს დაბერებას, იწვევს მუტაციურ პროცესს, რაც შემდგომში შეიძლება უჯრედების გადაგვარებისა და მათ შორის სიმსივნური პროცესების დაწყების მიზეზი გახდეს.

UVB – (Ultraviolet B Rays) - ულტრაიისფერი B სხივები UVA-ს მსგავსად 10:00-დან 16:00 საათამდეა განსაკუთრებით აქტიური, ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, ამ პერიოდში პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას მოვერიდოთ. სწორედ UVB სხივებისგან ვიღებთ დამწვრობასა და რუჯს. ამასთან, ტერმინი „უსაფრთხო გარუჯვა“ არ არსებობს, გარუჯვის ნებისმიერი ფორმა ახდენს ჩვენს კანზე უარყოფით ზეგავლენას, ხოლო მზისგან დამცავი საშუალება ზიანის გარკვეულწილად შემცირებაში გვეხმარება.

თუ სანაპიროზე, პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დიდ დროს ვატარებთ, რეკომენდებულია, დამცავი საშუალება ყოველ 2 საათში ერთხელ დავიტანოთ კანზე და აღნიშნული მოქმედება ყოველი წყლიდან ამოსვლის შემდეგ გავიმეოროთ. ძლიერ დამწვრობას კანის უჯრედების სამუდამოდ დაზიანება შეუძლია, რისი მოგვარებაც რიგ შემთხვევებში მხოლოდ ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური პროცედურებით ან ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი.

მზისგან დამცავი საშუალებების ტიპები და მათი მოქმედების მექანიზმები:

  • ქიმიური მზისგან დამცავი

ქიმიური მზისგან დამცავი იწოვება კანში, ფილტრავს მზის სხივებს, გარდაქმნის და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. აღნიშნული ფორმულით შედგენილი მზისგან დამცავების ტექსტურა თხელია, გაცხიმოვნების გარეშე ატენიანებს კანს. ჩამოთვლილი მახასიათებლის გამო, როგორც წესი ქიმიურ SPF-ს სახის დამატენიანებლებში ვხვდებით-ხოლმე.

ქიმიური მზისგან დამცავი შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა: ავობენზონი, ოქსიბენზონი და ოქტოკრილენი.

  • მინერალური მზისგან დამცავი

მინერალური, იგივე ფიზიკური მზისგან დამცავი დაფუძნებულია ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა ტიტანის დიოქსიდი და თუთიის ოქსიდი.

აღნიშნული ფილტრები ქმნის ბარიერს, შესაბამისად, მზის სხივები აირეკლება და ვეღარ აღწევს კანში. ამგვარ ფილტრებს ძირითადად, ტანის დამცავ საშუალებებში იყენებენ, რადგან რიგ შემთხვევებში ტოვებს ცხიმიან კვალსა და თეთრ ლაქებს, თუმცა ფიზიკურის მსგავსად, ეფექტურად გვიცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

მზისგან დამცავი საშუალებები, რომელიც მაქსიმალურ დაცვასა და კანის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს:

დერმატოლოგიური ბრენდის „ესვიერის“ მზისგან დამცავი რძე იდეალურია მზის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე კანისთვის. გამოიყენება როგორც ჩვილებში, ისე ბავშვებსა და მოზრდილებში სახესა და სხეულზე. მზისგან დამცავი თხელი ტექსტურის წყალობით სწრაფი და მარტივია გამოსაყენებლად, გამოირჩევა უხილავი დაცვით და ტოვებს შეუმჩნეველ, არაწებოვან კვალს. ამასთან, მაქსიმალურად იცავს კანის მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. რაც მთავარია, პროდუქტი არ შეიცავს პარფიუმს.

ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული ბრენდის „ესვიერის“ სახის კრემი SPF50-ით, გამოირჩევა ნაზი არომატით, მსუბუქი, ქაფისებრი უხილავი ტექსტურით, კანს ხდის ხავერდოვანს და მაქსიმალურად იცავს მას მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

სწრაფად შეწოვადი ფორმულა საშუალებას გვაძლევს, კრემი კანის მაკიაჟისთვის მოსამზადებლადაც თამამად გამოვიყენოთ. „ესვიერის“ მზისგან დამცავი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, მოზარდებსა და ზრდასრულებში.

„ესვიერის“ ეს უნიკალური მზისგან დამცავი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ცხიმიანი ან კომბინირებული კანი აქვს ან საცხს გარემო პირობებიდან გამომდინარე, ყოველ 2 საათში იმატებს.

მისი მსუბუქი, ხავერდოვანი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება კანში, არ ტოვებს კვალს, განიჭებთ კომფორტის შეგრძნებას. პროდუქტის გამოყენება შეიძლება 3 წლის ასაკიდან ყველა ტიპის კანისთვის ნებისმიერ ასაკში.

„ბიოდერმას“ შეფერილი მზისგან დამცავი საშუალებას მოგცემთ, ერთი მხრივ იზრუნოთ კანზე და მეორე მხრივ, მიანიჭოთ მას ჯანსაღი, ბზინვარე ეფექტი. ოქროსფერი ტექსტურა კანს ანიჭებს ერთგვაროვან იერს და საუკეთესო არჩევანია ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მაკიაჟზე უარის თქმა გვიწევს.

მზისგან დამცავი რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის, არ შეიცავს პარაბენებს და არაკომედოგენურია.

Missha მსოფლიოში აღიარებული კორეული ბრენდია თავის მოვლის მინიმალისტური, თუმცა ეფექტური ფილოსოფიით. მისი განსაკუთრებული ინგრედიენტებით, მათ შორის ლოკოკინას ექსტრაქტზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები მოკლე დროში იძლევა შესამჩნევ შედეგს.

ბრენდის მზისგან დამცავი საშუალებაც მაღალი ეფექტიანობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა. მისი მსუბუქი ტექსტურა არ ტოვებს კანზე კვალს, თუმცა ღრმად ატენიანებს მას. მზისგან დამცავის შემადგენლობის 75% წყალია, რაც ზაფხულის დღეებში კანზე სიმსუბუქისა და კომფორტის შენარჩუნებაში გვეხმარება.

ამასთან, პროდუქტი არის არაკომედოგენური, ხასიათდება მაღალი დაცვით და საუკეთესოა ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების პრევენციისთვის. Missha-ს მზისგან დამცავი საცხი რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.

რუჯის ამაჩქარებელი, დამცავი წყალი გიცავთ მზისგან და ფოტოდაბერებისგან, ატენიანებს კანს და არ ამძიმებს მას. იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მსუბუქ, წყლის ბაზაზე დამზადებულ კანის მოვლის საშუალებებს. მისი უცხიმო ტექსტურა უზრუნველყოფს კანზე სასიამოვნო შეგრძნებას.

ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი „მარტიდერმი“ გამოირჩევა ინოვაციური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის კანის მოვლის საშუალებებით. ბრენდის გამორჩეული პროდუქტია ტანის მზისგან დამცავი სპრეი, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს ლაქებს და ააქტიურებს კანის ბუნებრივ დაცვას. ამასთან, აქვს ბზინვარების ეფექტი.

„სებამედის“ მზისგან დამცავი ლოსიონი კანს იცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, შეიცავს B5 და E ვიტამინებს, ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნასა და კანს იცავს ნაადრევი დაბერებისგან. ეს მინერალური მზისგან დამცავი მდგრადია წყლის მიმართ.

R