ავტორი:

გადაუღებელი კოკისპირული წვიმები და წყალდიდობა ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში - უპრეცედენტოდ დიდმა ნალექმა ათასობით ადამიანს შეუქმნა საფრთხე

გადაუღებელი კოკისპირული წვიმები და წყალდიდობა ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში - უპრეცედენტოდ დიდმა ნალექმა ათასობით ადამიანს შეუქმნა საფრთხე

გადაუღებელი კოკისპირული წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ჩინეთში, გუანდუნის პროვინციიდან სულ ცოტა 60 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ჯერჯერობით დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა გაცხადდა, რომ 11 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. შაბათ-კვირას პროვინციაში მცხოვრებ მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, გადაიდო ასევე ფრენები და დაიკეტა სკოლები. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყალდიდობის გამო ათასობით სახლი ან დაზიანდა, ან დაინგრა და როგორც ხელისუფლება ვარაუდობს, ზარალი 19.8 მილიონ დოლარს უტოლდება.

ონლაინ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები წელამდე წყალში მოყოლილი ადამიანების სამაშველო ნავებით გადარჩენას.

დღევანდელი ოფიციალური განცხადების მიხედვით, შესაძლოა წყლის დონემ ისეთ იშვიათ ზღვარს მიაღწიოს, რომელიც მხოლოდ 100 წელში ერთხელ ფიქსირდება.

გუანდუნი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პრონვინციაა, სადაც 127 მილიონი ადამიანი სახლობს. წყალდიდობა შეეხო ასევე პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუსა და მის მიმდებარე პატარა ქალაქებსაც.

მეტეოროლოგების თქმით, ძლიერი წვიმა რეგიონში კიდევ 1 დღე გაგრძელდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა